ჯორჯიელებმა კონფერენციაში ერთ-ერთ მთავარ კონკურენტ "ორლანდოს" მოუგეს, რაშიც ქართველი ცენტრის წვლილი მნიშვნელოვანია
"ატლანტა ჰოუქსმა" გამარჯვების გემო გაიხსენა. ჯორჯიელებმა კონფერენციაში ერთ-ერთ მთავარ კონკურენტ "ორლანდოს" მოუგეს, რაშიც ზაზა ფაჩულიას წვლილი მნიშვნელოვანია.

ქართველმა ცენტრმა მატჩში უმეტესი 13 მოხსნა მოაგროვა. ორლანდოელთა ლიდერ დუაიტ ჰოვარდის ანგარიშზე კი ერთით ნაკლები - 12 მოხსნა დაგროვდა.

ატლანტელები პირველ ტაიმში სოლიდურად კი დაწინაურდნენ, თუმცა ბოლო წუთებში მაინც გაუჭირდათ. ორლანდოელებმა დიდი შესვენებისას დაფიქსირებული17-ქულიანი უპირატესობა მნიშვნელოვნად შეამცირეს. ბოლო წუთებზე ატლანტელებმა სიმტკიცე გამოავლინეს და საბოლოოდ 5 ქულის სხვაობით - 83:78 გაიმარჯვეს.

ფაჩულიამ სასტარტო ხუთეულში - 39,36 წუთს ითამაშა. ქართველი ცენტრი ძირითადად დუაიტ ჰოვარდის მეურვეობით იყო დაკავებული და NBA-ს ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშის გაუვნებელყოფა კარგადაც გამოუვიდა.

საბოლოოდ ჰოვარდი 12 ქულას და ამდენივე მოხსნას დასჯერდა. ფაჩულიამ კი 13 მოხსნასთან ერთად 4 ქულა, 4 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა მიითვალა.

აღვნიშნავთ, რომ მიმდინარე სეზონში ფაჩულიას საუკეთესო შედეგი 14 მოხსნაა, რომელიც მან 28 იანვარს, "მილუოკისთან" მოგებულ შეხვედრაში მიითვალა.

"ატლანტამ" როგორც იქნა 20-მოგებიან ზღვარს უწია. ჯორჯიელების პასივში 14 მარცხია და ამ შედეგით ფაჩულიას გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციაში კვლავ მე-6 ადგილზეა.

მომდევნო შეხვედრაში ატლანტელები "გოლდენ სტეიტს" უმასპინძლებენ. 24 თებერვლიდან კი NBA-ში 4 დღიანი შესვენება "ოლ სტარის" გამო გამოცხადდა.

gbf.ge

vermi_cana
"მომდევნო შეხვედრაში 30 თებერვალს...." ეს ეტყობა ახალი კალენდარია რაღაც, ჯერ-ჯერობით ჩვენთვის უცნობი. ^_^
საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა