“ბოსტონ სელტიქსმა” 23 თებერვალს დილით ზედიზედ მეხუთე შეხვედრა წააგო, მისი მეტოქე “ოკლაჰომა” კი უკვე 11 მატჩია შინ არ მარცხდება
“ბოსტონ სელტიქსმა” 23 თებერვალს დილით ზედიზედ მეხუთე შეხვედრა წააგო, მისი მეტოქე “ოკლაჰომა” კი უკვე 11 მატჩია შინ არ მარცხდება.

“სელტიქსმა” თუ ასე გააგრძელა თამაში, პლეი ოფის საგზურს უნდა გამოემშვიდობოს. გუნდს აშკარად ეტყობა ასაკი. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ “მწვანეებს” პირველი ორი მეოთხედი “ბებერი ძვლების” გასახურებლად სჭირდებათ. და მხოლოდ დიდი შესვენების შემდეგ იწყებენ იმ კალათბურთის ჩვენებას, რომელიც წარმატების მისაღწევად არის საჭირო.

სტუმრების პრობლემებს ისიც დაემატა, რომ დისკვალიფიკაციის გამო შეხვედრას ტოვებდა ძირითადი გამთამაშებელი რაჟონ რონდო, თუმცა დანაკლისი სტუმრებსაც ჰქონდათ კოლისონის, მეინორისა და სეფოლოშას სახით.

მაგრამ მათ გარეშეც უესტბრუკმა, დურანტმა, ჰარდენმა და კუკმა უპრობლემოდ მიიყვანეს საქმე საჭირო შედეგამდე. ამ კვარტეტის ანგარიშზე 93 ქულა იყო. ცნობისთვის, ამ სათამაშო დღეს NBA-ში 10 გუნდი იყო ისეთი, რომელმაც 93 ან ნაკლები ქულა დააგროვა. შექების ღირსია "ბოსტონიც", რომელმაც არც მაშინ შეწყვიტა ბრძოლა, როცა ჩამორჩენა 27 ქულამდე ავიდა. ვეტერანებმა მოინდომეს და საფინალო სირენამდე სამწუთნახევრით ადრე ანგარიში უკვე 102:106 იყო. მაგრამ მეტის გაკეთება შეუძლებელი ჩანდა - ფინიშზე დურანტმა დამაგვირგვინებელი სპურტი მოაწყო - 11:2.

დაძაბული ფინალი არ გამოვიდა არც ბოლო ორი წლის ჩემპიონთა მატჩში - "დალასი" "ლეიკერსის" წინააღმდეგ. ამის მიზეზი ბარნსი გახლავთ, რომელმაც საფინალო სირენამდე 18 წამით ადრე, გასოლის ორი აცილებული ჯარიმის შემდეგ შეტევაში მოხსნა ბურთი. არადა, "ლეიკერსი" მხოლოდ ორი ქულით იყო წინ.

სხვათა შორის ჯარიმების ტაქტიკა შეიძლებოდა ძალიან სასარგებლო ყოფილიყო, მასპინძლებს თავიანთი შანსები ოდნავ უკეთ რომ გამოეყენებინათ - "ლეიკერსმა" ბოლოსკენ 10-დან შვიდი საჯარიმო ააცილა. ბრაიანტმაც კი გააფუჭა ორი თავისუფალი და საერთოდ, სეზონში მისთვის უსუსტესი მატჩი ჩაატარა - 15-დან 4 ზუსტი ტყორცნა და შვიდი შეცდომა. სამაგიეროდ, ბრწყინვალედ ითამაშეს გასოლმა და ბინუმმა, რომლებმაც ფარი მოიგეს, კობის ნაცვლად კი ფიშერმა მონდომა - მან კიდის მეურვეობას კარგად გაართვა თავი და თან საფინიშო 9:0 სპურტი წამოიწყო (ამ დროს "დალასი" ორი ქულით იყო წინ).

"მილუოკიმ" სასტარტო ხუთეულის წევრთა კარგი თამაშის მიუხედავად, თითოეულ მეოთხედში მცირედი წააგო კონფერენციის ლიდერობისთვის მებრძოლ "ჩიკაგოსთან" და ამან ჯამში "ირმების" გამანადგურებელი მარცხი გამოიწვია - 91:110.

"ბულზმა" შესანიშნავი გუნდური თამაში აჩვენა - 43 ჩაგდებულ ბურთზე 32 შედეგიანი პასი მოვიდა. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ მთავარი ასისტენტი იმ დღეს ჟოაკიმ ნოა გახდა, რომელმაც 10 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. ფრანგს არც თავისი უშუალო მოვალეობები დავიწყებია (13 ქულა და 13 მოხსნა), რითაც კარიერაში პირველი სამმაგი დუბლი შეასრულა. ბოლოს, "ჩიკაგოს" ცენტრმა ტრიპლ-დაბლი შორეულ 1977 წელს გააკეთა - მაშინ "ატლანტას" წინააღმდეგ 35 ქულა, 14 მოხსნა და 11 დაფარება ჰქონდა არტის გილმორს.

დღის ფაქტები

- "ბოსტონმა" "ოკლაჰომას" 104 ქულა ჩაუგდო, რითაც შეწყვიტა 29-მატჩიანი სერია, რომლის დროსაც ვერ ახერხებდა 100-ქულიან ზღვრამდე მიღწევას.

- შობის შემდეგ ოკლაჰომელი რასელ უესტბრუკი გახდა პირველი კალათბურთელი, რომელმაც "ბოსტონს" 30-ზე მეტი ქულა ჩაუგდო. ბოლოს ასეთი რამ სეზონის გახსნის მატჩში ნიუიორკელმა კარმელო ენტონიმ გააკეთა (37 ქულა).

- "დალასმა" პირველი მატჩი წააგო სეზონში იმ დროს, როცა მეოთხე მეოთხედში ანგარიში მიჰყავდა. მიმდინარე ჩემპიონატში მხოლოდ "ჩიკაგოს", "ინდიანასა" და "ოკლაჰომას" არ წაუგიათ შეხვედრა ბოლო მეოთხედში დაწინაურების შემდეგ.

- "ორლანდომ" ზედიზედ მეცხრედ დაამარცხა "ნიუ ჯერსი". ამ სერიის დროს "მეჯიქის" ლიდერი დუაიტ ჰოვარდი 19.9 ქულასა და 16.0 მოხსნას აგროვებდა.

- ხოსე კალდერონმა სეზონში მესამედ დააგროვა 15 შედეგიანი პასი. სამივე შეხვედრა თებერვალში გაიმართა, როცა ესპანელმა სასტარტოში მოიპოვა ადგილი.

შარლოტი-ინდიანა 88:102

28:23, 14:27, 26:28, 20:24

შ: მაგეტი (20), ოგუსტინი (15), უოკერი (14+5 პასი), ბიიომბო (9+10 მოხსნა+6 დაფარება), დიაო (4+11 მოხსნა+8 პასი).

ი: ჰენსბრო (22+9 მოხსნა), გრეინჯერი (12+5 მოხსნა), პრაისი (11+6 პასი), ჯორჯი (10), კოლისონი (10+5 მოხსნა), ჯონსი (10), ამუნდსონი (8+12 მოხსნა).

ტორონტო-დეტროიტი 103:93

28:24, 25:21, 21:15, 29:33

ტ: დეროზანი (23+7 მოხსნა), ბარბოზა (17), ჯ. ჯონსონი (15+3 დაფარება), გრეი (12+12 მოხსნა), ა. ჯონსონი (11), დევისი (10+6 მოხსნა), კალდერონი (6+15 პასი+8 მოხსნა).

დ: მონრო (30+14 მოხსნა), ნაითი (16), პრინსი (14+7 მოხსნა), მაქსიელი (12+5 მოხსნა).

ოკლაჰომა-ბოსტონი 119:104

35:25, 37:24, 22:31, 25:24

ო: უესტბრუკი (31+6 პასი+5 მოხსნა), დურანტი (28+9 მოხსნა+6 პასი+4 ჩაჭრა), კუკი (17+5 მოხსნა), ჰარდენი (17+7 პასი), პერკინსი (8+10 მოხსნა).

ბ: პირსი (23+8 პასი+5 მოხსნა), გარნეტი (23+13 მოხსნა), ალენი (21+7 პასი), პიეტრუსი (16+7 მოხსნა), ბრედლი (12+5 პასი+3 დაფარება).

ნიუ ჯერსი-ორლანდო 91:108

17:34, 24:24, 29:29, 21:21

ნ-ჯ: ბრუქსი (24+5 მოხსნა), დ. უილიამსი (23+8 პასი+6 მოხსნა), ლოპესი (15).

ო: ჰოვარდი (20+17 მოხსნა), დევისი (16), ანდერსონი (14+9 მოხსნა), რედიკი (12+6 პასი), დუჰონი (11), თურქოგლუ (10), ნელსონი (10+7 პასი).

ჰიუსტონი-ფილადელფია 93:87

19:16, 26:25, 16:24, 32:22

ჰ: სკოლა (19+10 მოხსნა), მარტინი (16), ლოური (13+8 მოხსნა+5 პასი), პარსონსი (12), პატერსონი (12), დრაგიჩი (11).

ფ: ვუჩევიჩი (18+8 მოხსნა+3 დაფარება), უილიამსი (17+6 მოხსნა), იანგი (15), მიქსი (14), იგუოდალა (11+5 ჩაჭრა).

ფინიქსი-გ. სტეიტი 104:106

22:39, 23:20, 34:24, 25:23

ფ: ფრაი (22+9 მოხსნა+3 ჩაჭრა), გორტატი (21+15 მოხსნა), დადლი (17+5 მოხსნა), ჰილი (16+6 პასი).

გ-ს: ელისი (26+6 პასი), რაიტი (23+7 მოხსნა), ლი (22), რობინსონი (14+5 პასი+3 ჩაჭრა).

კლიპერსი-დენვერი 103:95

27:27, 25:27, 28:25, 23:16

კ: პოლი (36+9 პასი), გრიფინი (27+12 მოხსნა+5 პასი), ფოიე (11), ჯორდანი (10+16 მოხსნა+3 დაფარება).

დ: აფლალო (20+6 მოხსნა), ჰემილტონი (18+7 მოხსნა), ბრიუერი (12), ფარიდი (12+9 მოხსნა), ჰარინგტონი (11+6 მოხსნა+5 პასი).

კლივლენდი-ნიუ ორლეანი 84:89

20:29, 23:21, 16:19, 25:20

კ: ჯეიმისონ (22+12 მოხსნა), გი (13+5 მოხსნა), სეშენსი (11), ტომპსონ (10+10 მოხსნა), ირვინგი (6+11 პასი).

ნ-ო: კამანი (21+13 მოხსნა), ბელინელი (19), ჯეკი (16+7 მოხსნა), ვასკესი (13+5 პასი), აიონი (9+17 მოხსნა).

ვაშინგტონი-საკრამენტო 107:115

34:29, 34:31, 21:28, 18:27

ვ: კროუფორდი (32), უოლი (21+11 პასი+9 მოხსნა+3 ჩაჭრა), იანგი (17), მაკგი (9+10 მოხსნა).

ს: ტორნტონი (22+3 ჩაჭრა), ევანსი (22+6 მოხსნა), ტომასი (18+6 პასი), კაზინსი (16+16 მოხსნა), გარსია (12+5 მოხსნა+3 დაფარება), ტომპსონი (9+11 მოხსნა).

ნიუ იორკი-ატლანტა 99:82

30:16, 30:19, 18:21, 21:26

ნ-ი: ლინი (17+9 პასი), ნოვაკი (17), ფილდზი (16+7 მოხსნა), ენტონი (15), სმიტი (12+5 მოხსნა+5 ჩაჭრა), სტაუდმაიერი (7+10 მოხსნა).

ა: ტიგი (18+3 ჩაჭრა), გრინი (16), სმიტი (13+7 მოხსნა+4 ჩაჭრა).

მინესოტა-იუტა 100:98

15:27, 22:22, 27:28, 36:21

მ: ბარეა (22), რიდნური (17+6 პასი), პეკოვიჩი (15+12 მოხსნა), უილიამსი (13+9 მოხსნა), ლავი (10+10 მოხსნა+3 ჩაჭრა).

ი: მილსეპი (25+9 მოხსნა), ჰოვარდი (19+6 მოხსნა), ჯეფერსონი (18+11 მოხსნა+3 ჩაჭრა), ჰარისი (10+8 პასი).

ჩიკაგო-მილუოკი 110:91

30:23, 34:30, 29:22, 17:16

ჩ: ბუზერი (20+7 მოხსნა), დენგი (16+5 მოხსნა), როუზი (16+7 პასი), ბრიუერი (15), ნოა (13+13 მოხსნა+10 პასი), კორვერი (11), გიბსონი (9+10 მოხსნა).

მ: ჯენინგსი (20+5 პასი), ილიასოვა (15), ლიუერი (14), ლივინგსტონი (12).

დალასი-ლეიკერსი 91:96

21:25, 27:23, 24:24, 19:24

დ: ნოვიცკი (25+12 მოხსნა), კარტერი (20+5 მოხსნა), ტერი (16+5 პასი), ჰეივუდი (4+11 მოხსნა).

ლ: გასოლი (24+9 მოხსნა+3 ჩაჭრა), ბინუმი (19+14 მოხსნა), ბრაიანტი (15+5 მოხსნა), ფიშერი (15).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] დონჩიჩის 34 და რივზის 33 - "ლეიკერსმა" ლებრონის გარეშე მოიგო
[VIDEO] დონჩიჩმა ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ორმაგი დუბლი შეასრულა - "დალასს" დევისის დაბრუნებამაც არ უშველა
[VIDEO] მამუკელაშვილის 7 ქულა და ინგრამის გეიმვინერი - "ტორონტომ" "ინდიანა" ბოლო წამებზე დაამარცხა
"ახლა გუნდებს სჯერათ, რომ ჩვენთან დადებითი შედეგის მიღწევა შეუძლიათ" - სლოტმა "სანდერლენდთან" მატჩი შეაფასა
კიტეიშვილის "შტურმი" სახლში დამარცხდა და ვერ გალიდერდა
ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს
[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა
პირველად "ბარსელონას" ისტორიაში - ლევანდოვსკიმ ანტი-რეკორდი დაამყარა
[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან
"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს
[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო
20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"
"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს
"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა
მამის ნაკვალევზე - ისაგო სილვამ "ჩელსისთან" კონტრაქტი გააფორმა
"შეცდომებს დაუშვებს - დრო მიეცით" - ზაბარნიზე კომენტარი საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა გააკეთა
იტალიაში საუკეთესოები აღიარეს - მაკტომინეი, "ნაპოლი", კონტე
რაფინიას პრემიერ ლიგაში უხმობენ - "ბარსელონას" ფინანსური პრობლემების გამო შესაძლოა, ფეხბურთელის დათმობა მოუწიოს
"ბრენტფორდს" კიდევ ერთ ფორვარდს გამოსტაცებენ? - 50-მილიონიანი ტრანსფერი დაიგეგმა
"ბაიერნის" პრეზიდენტმა ჰარი კეინის მომავალზე ისაუბრა
დიდი დაბრუნება სამწვრთნელო პოსტზე "რეალში"? - ალონსოს მუშაობა შესაძლოა, ძალიან მოკლევადიანი აღმოჩნდეს