ბარსელონაში ტესტების მესამე დღის გამარჯვებული კვირის საუკეთესო დროით "უილიამსის" პილოტი გახდა
ბარსელონაში ტესტების მესამე დღე დასრულდა. გუნდების უმრავლესობამ პილოტები შეცვალა, ამიტომაც მუშაობა ტრასაზე ოდნავ გვიან დაიწყო - საჭირო გახდა სხვა სავარძლების დამონტაჟება, სარბოლო მახასიათებლების კორექტირება და იმაში დარწმუნება, რომ პილოტები თავს კომფორტულად გრძნობენ.

წინა დღის პილოტებიდან მხოლოდ ვიტალი პეტროვი ვიხილეთ ტრასაზე, თუმცა "კატერჰემის" მექანიკოსებს რთული დღე ჰქონდათ, რადგან პირველი წრეებიდან წინა დაკიდების პრობლემები წარმოიშვა.

სესიის დაწყებიდან საათნახევრის შემდეგ წითელი დროშები ააფრიალეს - ტრასაზე პოლ დი რესტას მანქანის ძრავის ნაწილი აღმოაჩინეს. მორიგი საათნახევრის შემდეგ ტესტები ტიმო გლოკის მოცურების გამო შეაჩერეს, მაგრამ გერმანელმა შეძლო ბოქსებში დაბრუნება.

დილის სესია წითელი დროშების ფონზე დასრულდა, როცა ტრასაზე გაჩერდა კამუი კობაიაში - მაგრამ მიზეზი ტექნიკური გაუმართაობა არ ყოფილა - "ზაუბერი" საწვავის სისტემას "ტესტავდა".

დღის მეორე ნახევარში ტესტები ორჯერ შეწყდა - ჯერ მარკ უებერის მერვე მოსახვევში გაჩერების გამო, სამუშაოს დასრულებიდან ორი წუთით ადრე ფელიპე მასას პრობლემების გამო.

გუნდები სხვადასხვა პროგრამით მოქმედებდნენ. "ფერარი" მარანელოდან ჩამოტანილ ტექნიკურ სიახლეებზე მუშაობდა, "რედ ბულმა" და "მერსედესმა" რბოლის იმიტაცია გამართეს - მიხაელ შუმახერმა 66 წრე გაიარა ერთი პიტსტოპით, მარკ უებერმა 58 წრეზე ორჯერ გამოცვალა საბურავები. გარდა ამისა, პილოტები საწვავის მინიმალური რაოდენობით წრეების მოკლე სერიაზე გადიოდნენ. მათ შორის იყო პასტორ მალდონადო ("უილიამსი"), რომელიც დღის გამარჯვებული გახდა ამ კვირის საუკეთესო დროით.

გუნდები მეთოდურად ამუშავებდნენ პიტსტოპებსა და სტარტის პროცედურას - სეზონის დასაწყისისთვის ყველა კარგ ფორმაში უნდა იყოს, მათ შორის მექანიკოსების ბრიგადა. ამ მხრივ "რედ ბულმა" პრობლემები ვერ აიცილა თავიდან - უებერის მანქანის მომსახურებისას მცირე შეფერხებები შეიქმნა.

ოთხმა პილოტმა გაიარა ასზე მეტი წრე. ყველაზე გრძელი დისტანცია მიხაელ შუმახერმა დაფარა - 127 წრე, რაც კვირის ახალი რეკორდია და კარგი ამბავი გუნდისთვის, რომელმაც წინა ორ დღეს მანქანასთან დაკავშირებული პრობლემების გამო შეწყვიტა მუშაობა.

24 თებერვალს მეორე სატესტო სერიის ფინალური დღე გაიმართება.

III დღე

1. პ. მალდონადო (Williams) 1.22,391 (106 წრე)

2. მ. შუმახერი (Mercedes) +0,993 (127)

3. კ. კობაიაში (Sauber) +1,191 (99)

4. ჯ. ბატონი (McLaren) +1,527 (114)

5. ჟ. ვერნი (Toro Rosso) +2,042 (78)

6. მ. უებერი (Red Bull) +2,380 (97)

7. ფ. მასა (Ferrari) +2,380 (84)

8. პ. დი რესტა (Force India) +3,255 (83)

9. ტ. გლოკი (Marussia) +3,782 (108)

10. ვ. პეტროვი (Caterham) +4,057 (70)

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა