კარლო ანჩელოტის შეგირდებს ლიონის “სტად დე ჟერლანზე” უმძიმესი გამოცდა ელით
კარლო ანჩელოტის შეგირდებს ლიონის “სტად დე ჟერლანზე” უმძიმესი გამოცდა ელით. ისინი იმ გუნდს სტუმრობენ, რომელსაც შინ გამართული 11 შეხვედრიდან 8 მოგება და მხოლოდ 2 წაგება აქვს. ამ მაჩვენებლით ის ცხრილში მესამე ადგილზეა.

სამწუხაროა, მაგრამ რემი გარდის გუნდს აშკარა კრიზისი დაეწყო. მიზეზი მარტივია: “ლიონი” ისეთ ამოცანებს იყო შეჭიდებული, რომ ელემენტარულად რესურსი არ ეყო მათთან გასამკლავებლად. ბოლო 1 თვის განმავლობაში გუნდმა 6 მატჩი ჩაატარა და მხოლოდ 1 მოიგო ძირითად დროში (1:0 აპოელ-თან ჩემპიონთა ლიგაში) და ორჯერ დასჭირდა დამატებითი დროის თამაში (საფრანგეთის ლიგის თასის 1/2-ფინალში “ლორიანთან” და საფრანგეთის თასის 1/16-ფინალში “ბორდოსთან”), რაც ბუნებრივია, გუნდზე დამთრგუნველად მოქმედებს.

თავის მხრივ შთამბეჭდავი არ ეთქმის არც “პარი სენ-ჟერმენის” თამაშსაც. დედაქალაქელებმა ბოლო 3 შეხვედრიდან 1 მოიგეს და 2 ფრედ დაასრულეს. ფრანგული ფეხბურთის გრანდები ერთმანეთს 20 მარტს საფრანგეთის თასის 1/4-ფინალურ მატჩშიც დაუპირისპირდებიან ერთმანეთს, თუმცა იქამდე ჯერ კიდევ დიდი დროა.

ფრანგი ჟურნალისტები ერთ გარემოებას უსვამენ ხაზს: გუნდებმა როლები გაცვალეს. წლების წინ “ლიონი” ლიგა 1-ის უმთავრესი ფავორიტი გახლდათ, პსჟ კი მხოლოდ ერთ-ერთი პრეტენდენტი. დღეს პირიქით ხდება - “ლურჯ-წითლები” გარბიან და “ლიონს” მხოლოდ მდევრის როლიღა შერჩა, თუმცა ის ვერც ამ დავალებას ართმევს თავს.

მაქსიმალური, რასაც შეიძლება რემი გარდი შესწვდეს, ეს ჩემპიონთა ლიგის საგზურია. იქამდე კი გუნდს 6 ქულა აქვს “ამოსაქაჩი”. პსჟ-თან წაგება “ლიონისთვის” პრაქტიკულად განაჩენი იქნება და ეს მათ მშვენივრად ესმით. მასპინძლებს ორი წამყვანი ფეხბურთელი არ ეყოლებათ. ლაპარაკია იოან გურკუფსა და დეიან ლოვრენზე. სამაგიეროდ სასტარტოს დაუბრუნდებიან ალი სისოკო და ლისანდრო ლოპესი.

დღევანდელ ფრანგულ ფეხბურთში რეალობა ისეთია, ძნელად თუ ვინმეს შეეპარება ეჭვი, რომ მომავალი “პარი სენ-ჟერმენისაა”. ამის თქმის საფუძველს კლუბის მყარ ფინანსურ მდგომარეობასთან და ვარსკვლავურ შემადგენლობასთან ერთად ისიც იძლევა, რომ გუნდი ჩემპიონატს ისე იგებს, რომ ჯერ ერთ მუშტად არ შეკრულა.

ანჩელოტის ბიჭებს ჯერ კიდევ დიდი შრომა მართებთ იქამდე, ვიდრე სრულ ურთიერთგაგებას მიაღწევენ ერთმანეთთან. სწორედ ამის დამსახურებაა, რომ “მონპელიე” ფავორიტს ფეხდაფეხ მისდევს. სტუმართა რიგებში ნამდვილად არ იქნებიან მომო სისოკო (დისკვალიფიკაცია) და მილან ბიშევაცი (ტრავმა). საეჭვოა ასევე მარკოს სეარასა და კრისტოფ ჟალეს ასპარეზობაც.

ლიგა 1. XXV ტური

დღეს:

აიაჩო-დიჟონი 22:00

ოსერი-სტ. ეტიენი 22:00

ევიანი-ნანსი 22:00

მონპელიე-ბორდო 22:00

ნიცა-კანი 22:00

ვალანსიენი-ლორიანი 22:00

ლიონი-პსჟ 00:00

ხვალ:

ბრესტი-მარსელი 20:00

ტულუზი-სოშო 20:00

რენი-ლილი 00:00

სატურნირო ცხრილი

თ მ ფ წ ბ ქ

1. პსჟ 24 15 6 3 40-21 51

2. მონპელიე 24 15 5 4 47-25 50

3. ლილი 24 12 9 3 42-26 45

4. სტ. ეტიენი 24 12 6 6 33-26 42

5. მარსელი 23 10 9 4 34-22 39

6. ლიონი 24 12 3 9 37-28 39

7. რენი 24 11 6 7 33-29 39

8. ტულუზი 24 10 7 7 25-23 37

9. ბორდო 24 9 9 6 30-27 36

10. ვალანსიენი 24 7 6 11 24-27 27

11. კანი 24 7 6 11 30-36 27

12. ლორიანი 24 6 9 9 24-30 27

13. ბრესტი 24 4 14 6 21-22 26

14. დიჟონი 24 7 5 12 29-42 26

15. ევიანი 23 5 9 9 31-37 24

16. ნანსი 24 5 8 11 22-33 23

17. აიაჩო 24 5 8 11 25-42 23

18. ოსერი 24 4 9 11 30-38 21

19. ნიცა 24 4 8 12 22-29 20

20. სოშო 24 4 8 12 22-38 20

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"პსჟ-ის მიზანი ამ სეზონში სწორედ ესაა" - დემბელემ "ლივერპულთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა