49 წლის სპეციალისტი დარწმუნებულია, რომ გუნდს მიღმა ალექს ოქლეიდ-ჩემბერლენის, რიო ფერდინანდის, ჯოლეონ ლესკოტისა და ფრენკ ლემპარდის დატოვებით სწორი ნაბიჯი გადადგა
მსგავს რამეს ფაბიო კაპელო არ აკეთებდა - იტალიელს ჟურნალისტების წინაშე არასოდეს განუმარტავს, რატომ მიიწვია ესა თუ ის ფეხბურთელი და რატომ დატოვა სხვა გუნდს მიღმა.

თუმცა სტიუარტ პირსი კაპელო არ არის. 49 წლის სპეციალისტის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ ეროვნულ გუნდს მიღმა ალექს ოქლეიდ-ჩემბერლენის, რიო ფერდინანდის, ჯოლეონ ლესკოტისა და ფრენკ ლემპარდის დატოვებით სწორი ნაბიჯი გადადგა:

“ოქსლეიდ-ჩემბერლენის ნაკრებში მიწვევა იმიტომ კი არ მინდა, რომ ვათამაშო 10 წუთით და დავამტკიცო, რომ ის ახალგაზრდული გუნდის დონეზე ბევრად მაღლა დგას და იქ აღარასოდეს უნდა დაბრუნდეს. არა, ეს ასე არ არის. მსგავსი დამოკიდებულებით 21-წლამდელთა შორის კიდევ დიდხანს ვერაფერს მოვიგებთ.

ალექსი ამჟამად ჩემს გუნდში ნამდვილად საუკეთესოა და ეს ყველამ იცის, თუმცა ასაკობრივ ნაკრებში 90 წუთის განმავლობაში მას მეტი გამოცდილების მიღება შეუძლია, ვიდრე ეროვნულში ნათამაშებ 10 წუთში.

აუცილებლად უნდა ვთქვა ენდი კეროლზეც. დაიწერა, რომ თითქოს ის იმიტომ არ მივიწვიე, რომ თამაშის მანერას ვუწუნებ. არადა ეს ტყუილია. შარშან ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატზეც ის ტრავმის გამო ვერ წავიყვანე. გარწმუნებთ, ამ ფეხბურთელთან პრობლემები არ მაქვს. ეს სია მხოლოდ მე არ შემიდგენია. კონსულტაცია სხვებთანაც გავიარე. ყველამ ერთად ჩავთვალეთ, რომ ის ბიჭები უნდა მიგვეწვია, ვისი გვარებიც სიაში იხილეთ”.

სამწუხაროდ, ნაკრებში დებიუტს ჰოლანდიასთან შეხვედრაში ვერ იზეიმებს ტომ კლევერლი. “აიაქსთან” ევროპის ლიგის მატჩში ახალგაზრდა ნახევარმცველმა კოჭის ტრავმა მიიღო და 61-ე წუთზე შესაცვლელი შეიქნა. შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელმა ეს ეს არის სწორედ კოჭი მოიშუშა და “იუნაიტედის” ექიმებს არ სურთ მისი ჯანმრთელობის გარისკვა. რამდენი ხანი მოუწევს დასვენება 22 წლის “ეშმაკს”, ჯერ უცნობია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა