საბოლოო ოქმს სათავეში კამუი კობაიაში ჩაუდგა, რომელმაც წრეების მოკლე სერიისას Soft-ის საბურავები გამოიყენა და კვირის საუკეთესო დრო დააფიქსირა
წინასასეზონო მეორე ტესტების ბოლო დღეს ვარჯიშს ათი გუნდი აპირებდა, მაგრამ ტრასაზე მხოლოდ ცხრა საჯინიბო მუშაობდა. "მარუსიას" მექანიკოსებმა ჯერ კიდევ სესიის დაწყებამდე უკანა მარჯვენა დაკიდების პრობლემები აღმოაჩინეს. ადგილზე მისი მოგვარება არ მოხერხდა, ამიტომაც გუნდმა უარი თქვა ტესტების გაგრძელებაზე.

დანარჩენმა ცხრა გუნდმა პირველივე წუთებიდან დაიწყო მუშაობა. დილით, "უილიამსმა" და "მერსედესმა" რბოლის იმიტაციას მიმართეს, თუმცა ნიკო როსბერგს ხელი შეუშალეს, რადგან პოლ დი რესტას ავარიის გამო ტრასაზე წითელი დროშები გამოფინეს.

"კატერჰემს" ტექნიკური პრობლემები ჰქონდა - გუნდმა ბევრი დრო დაკარგა ძრავის შეცვლის გამო, ასე რომ, ჰეიკი კოვალაინენმა სრულფასოვნად მხოლოდ შესვენების შემდეგ იმუშავა და დღის უმცირესი დისტანცია გაიარა.

წამყვანი გუნდების პილოტები წრეების გრძელ სერიაზე იყვნენ კონცენტრირებული და რბოლის ოპტიმალურ მახასიათებლებზე მუშაობდნენ. ამ ფონზე საბოლოო ოქმს სათავეში ჩაუდგა კამუი კობაიაში, რომელმაც წრეების მოკლე სერიისას Soft-ის საბურავები გამოიყენა და კვირის საუკეთესო დრო დააფიქსირა - 1.22,312. გარდა ამისა, იაპონელს ეკუთვნის რეკორდი დღის განმავლობაში გავლილი დისტანციის მიხედვით - 145 წრე.

ტესტების მეორე სერია დასრულდა. გუნდების შემდეგი შეკრება ბარსელონაში პირველ მარტს არის დაგეგმილი.

IV დღე

1. კ. კობაიაში (Sauber) 1:22.312 (145 წრე)

2. პ. მალდონადო (Williams) +0,249 (134)

3. პ. დი რესტა (Force India) +0,807 (101)

4. ჯ. ბატონი (McLaren) +0,888 (115)

5. ფ. მასა (Ferrari) +1,251 (103)

6. მ. უებერი (Red Bull) +1,462 (85)

7. ჟ. ვერნი (Toro Rosso) +1,480 (92)

8. ნ. როსბერგი (Mercedes) +1,531 (139)

9. ჰ. კოვალაინენი (Caterham) +4,656 (70)

"რედ ბულმა" და "ფერარიმ" შეცვალეს ბარსელონაში დაგეგმილი ბოლო ტესტების გრაფიკი.

ორივე გუნდი 2-5 მარტს ჩაატარებს ვარჯიშებს, დანარჩენ საჯინიბოებს კი 1-4 მარტს აქვს დაგეგმილი ტრასაზე გასვლა.

ასეთი რამ შესაძლებელი გახდა ფორმულა 1-ის სხვა გუნდებთან და ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციასთან შეთანხმების შემდეგ.

24 თებერვალს, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი სებასტიან ფეტელი Silver Laurel Leaf-ის ვერცხლის ქანდაკებით დაჯილდოვდა - ეს გახლავთ გერმანიაში უმაღლესი ჯილდო სპორტის სფეროში.

"ჩემთვის ეს დიდი პატივია. თქვენ, შესაძლოა, იცით, რომ მიყვარს თასებისა და ჯილდოების შეგროვება, მაგრამ ეს პრიზი, რა თქმა უნდა, განსაკუთრებულია ჩემთვის", - ამბობს ფეტელი ESPN-თვის მიცემულ ინტერვიუში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის