ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

საქართველო VS პორტუგალია - ავჭალაში "ბორჯღალოსნები" "მგლებს" დაერევიან

საქართველო VS პორტუგალია - ავჭალაში "ბორჯღალოსნები" "მგლებს" დაერევიან

14:00 საათზე, "ავჭალის სარაგბო სტადიონზე" საქართველოს ნაკრები ერთა თასის გათამაშების მატჩში პორტუგალიას უმასპინძლებს
საქართველოს ნაკრები 25 თებერვალს, 14:00 საათზე, "ავჭალის სარაგბო სტადიონზე" ერთა თასის გათამაშების მესამე ტურის მატჩში პორტუგალიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.

"ბორჯღალოსნებმა" 24 თებერვალს ბოლო, კაპიტნის ვარჯიში გამართეს.

ტრადიციული მოკლევადიანი მოთელვის შემდეგ, გუნდმა შეტევისა და დაცვის ორგანიზებაში ივარჯიშა. ცხადია, არც დერეფანი დავიწყნიათ. ბოლოს დამრტყმელებმა, მერაბ კვირიკაშვილმა და ბექა წიკლაურმა კარში სხვადსხვა მანძილიდან და პოზიციიდან ურტყეს.

ის იყო საქართველოს ნაკრებმა ვარჯიში დაასრულა, რომ "ავჭალის სარაგბო სტადიონს" პორტუგალიელები მოადგნენ. თუმცა მათი წვრთნა დახურული იყო და ძნელი სათქმელია, "ლობუშები" თამაშის რა კომპონენტზე გაამახვილებენ ყურადღებას.

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა კი პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების შეკითხვებს სიამოვნებით პასუხობდა. თუმცა მანამდე საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გიორგი ნიჟარაძემ ახალი სპონსორი, კომპანია "გალფი" გაგვაცნო, რომელთანაც ერთწლიანი სასპონსორო ხელშეკრულება გაფორმდა.

გიორგი ნიჟარაძე, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი: "ახალ ოთხწლიან ციკლში საქართველოს რაგბის კავშირს სერიოზული მიზნები აქვს. აუცილებლად უნდა ავიხდინოთ ოცნება, ელიტარულ სარაგბო ქვეყნების რიგში ჩავდგეთ. საამისოდ გვაქვს მკაფიოდ განსაზღვრული გეგმა, რა უნდა ვაკეთოთ.

თუმცა ყოველივე ამის მისაღწევად სერიოზული სახსრებია საჭირო. კარგია, რომ ისევ მოქმედებს რაგბის განვითარების სახელმწიფო პროგრამა. იმედი გვაქვს რაგბის საერთაშორისო საბჭო მომავალი წლიდან გაგვიზრდის დაფინასებას. სტადიონებს "ქართუ" გვიშენებს, თუმცა ჩვენი მიზნებისთვის ეს საკმარისი არ არის. მოვუწოდებ კერძო სექტორს აქტიურად დააბანდონ ფული რაგბიში, კერძოდ კი ქართულ კლუბებში."

მილტონ ჰეიგი, საქართველოს ნაკრების მწვრთნელი: "ესპანეთთან მატჩისაგნ განსხვავებით გუნდში რამდენიმე ცვლილება განვახორციელეთ. ამჯერად გუნდში მოწვეული გვყავს ისეთი მორაგბეები, რომელთა უმრავლესობაც საფრანგეთში მაღალ დონეზე თამაშობენ.

ირაკლი აბუსერიძე ისევ ძირითადი ცხრა ნომერია. მას დასვენების საშუალება მივეცით და ამასთან ერთად, გადავწყვიტეთ, ამ პოზიციაზე მოთამაშე სხვა მორაგბეებიც გამოგვეცადა.

ფულბეკად გიორგი შკინინის დაყენება იმიტომ გადავწყვიტეთ, რომ ის შესანიშნავად ჩაერთო ამ პოზიციაზე ესპანეთთან მატჩში. შკინინმა რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნა, რომელთაგან ერთი ლელოთი დასრულდა. ის საკმაოდ სწრაფია და, ვფიქრობთ, რომ დაცვაშიც ყურადღებით ითამაშებს და შეტევსაშიც ბევრად ეფექტური იქნება.

ჩვენ გუნდში თამაშის ახალ სისტემას ვნერგავთ. ამის გარეშე იმ მიზნების მიღწვა, რომელიც სამომავლოდ გვაქვს დასახული, შეუძლებელი იქნება. თუ გვინდა მსოფლიოს მოწინავე ათეულის გუნდებს გავუმკლავდეთ, ახლებურად, უფრო გაშლილად უნდა ავთამაშდეთ.

პორტუგალიის ნაკრები ფიზიკურად ძლიერი, ბოლომდე მებრძოლი გუნდია და დარწმუნებული ვარ ჩვენს წინააღმდეგ მატჩში თავს არ დაზოგავენ. თუმცა, ცხადია, მათ თამაშშიც შეინიშნება სუსტი მხარეები. მაგალითად, გაშლილი თამაშისას დაცვაში ფლანგებზე პრობლემები ექმნებათ. ვეცდებით, რაც შეიძლება ხშირად მივცეთ ბურთი მამუკა გორგოძეს, ოღონდ არა ვიწრო დერეფნებში, სადაც ბრძოლით უნდა გაიკაფოს გზა, არამედ ფართო შუალედებში, რათა თავისი სისწრაფე და ფიზიკური ძალა მაქსიმალურად გამოიყენოს".

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა დღემდე პორტუგალიის ეროვნული გუნდთან 15 მატჩი გამართა. აქედან ცხრა მოიგო, ოთხი წააგო და ორიც ფრედ დაამთავრდა.

საქართველო-პორტუგალია

საქართველო: 15. გიორგი შკინინი, 14. ალექსანდრე თოდუა, 13. დავით კაჭარავა, 12. მეარაბ შარიქაძე, 11. ირაკლი მაჩხანელი, 10. მერაბ კვირიკაშვილი, 9. გიორგი ბეგაძე. 1. ვასილ კაკოვინი, 2. რეზო ბელქანია, 3. დავით ქუბრიაშვილი, 4. ლევან დათუნაშვილი, 5. გიორგი ჩხაიძე, 6. ვიქტორ კოლელიშვილი, 7. შალვა სუთიაშვილი, 8. მამუკა გორგოძე.

16. შალვა მამუკაშვილი, 17. მიხეილ ნარიაშვილი, 18. დიმიტრი ბასილაია, 19. გივი ბერიშვილი, 20. ბიძინა სამხარაძე, 21. ირაკლი ჩხიკვაძე, 22. ბექა წიკლაური.

პორტუგალია: 15. ჯოზეფ გარდნერი, 14. ადრიტუ ეშტევეში, 13. კარლ მურე, 12. ბერნარდუ სილვიერა, 11. ანტონიო აგილარი, 10. იანი რიკარდუ, 9. პედრუ ლეალი. 1. ჟორჟე სეგურადო, 2. მაიკ თაჯერი, 3. ჟუან მურე, 4. დევიდ დოს რეისი, 5. გოლსალო უვა, 6. დავიდ პენალვა, 7. ჟულიენ ბარდი, 8. ვასკო უვა.

16. ვასკუ მარკეში, 17. ჟეზე და კოშტა, 18. ჯოაო მატეუში, 19. რუი დორეი, 20. ლუის სოუზა, 21. ფრანსჩესკუ მაგალიაეში, 22. ჟოზე ლიმა.

უკრაიანა-ესპანეთი

უკრაინა: უკანა ხაზი: სერგეი სუხიხი, მიკოლა კირსანოვი, ევგენი ჩაიკა, ვიაჩესლავ კრასილნიკი, რუსლან რადჩუკი, ოლექსანდრ ლომაკინი, დმიტრო ფედიშინი, ოლექსანდრ ცაპენკო, ზურაბ კიკაჩეიშვილი, სერგეი ცერკოვნი.

შერკინება: ოლეგ კოსარევი, დენის მასიუკოვი, სეგეი გარკავი, სერგეი მონასტირიოვი, ვიაჩესლავ პონომარენკო, ვიტალი კრამარენკო, ოლექსანდრ პოლიანსკი, ედუარდ ვერტილეცკი, დენის მილოვი, იური პიდგანიაკი, მაქსიმ კრავჩენკო, მიკოლა დელიერგიევი, ტარას მარჩენკო, არტემ ლულიკი.

ესპანეთი: ტომ პარკერი (ორდიზია), გლენ როლსი (ვალიადოლიდი), რაიან ლერუ, კრეიგ ლიონსი (ორივე-სანტაბოიანა), ხოსე ბლაკო (ვიგო), ჯონათან ფილიპსი (ლა ვილა), ხესუს მორენო (ლიმოჟი) ხესუს რეკუერდა (ლილი), არტეა დელ გეტხო (ბიარიცი), ჩარლი მელი (ბეზიე), სებასტიან ასკარატი, მატიო პელუშონი (ორივე-ოში), ბენატ ეჩეპარე, მატიო ვისენსანი (ორივე-ტიროსი), მატიო როჩა (ორიაკი), ჯო ჰატჩინსონი (კარკასონი), პიერ ბელუნსე (კოლომიე), სებასტიან პიფარდი (სენტ ეტიენი), პიერ გარსია (კასტრი), სერხიო სევილია (კლერმონი), სეზარ სემპერე (ნორსჰემპთონი), ფრენკ ლები (ბორდო).

რუსეთი-რუმინეთი

რუსეთი: დენის ანტონოვი, მიხაილ ბაბაევი, ვლადიმერ ბოლტენკოვი, ვლადიმირ ბოტვინნიკოვი, ალექსეი ვოლკოვი, ანდრეი გარბუზოვი, ნაზირ გასანოვი, დიმიტრი გერასიმოვი, გერმან გოდლიუკი, ინოკენტი ზიკოვი, ანდრეი იგრეცოვი, პაველ კვერნაძე, ივან კოტოვი, კირილ კულემინი, იური კუშნარიოვი, ალექსეი მაკოვეცკი, ევგენი მატვეევი, ნიკიტა მედკოვი, ბლადიმირ ოსტროუშკო, ანტონ რიაბოვი, დენის სიმპლიკევიჩი, ანტონ სინიცინი, ანდერეი ტემნოვი, ევგენი ტიტოვი, სერგეი ტრიშინი, ვალერი ცნობილაძე, გრიგორი ცნობილაძე, ალექსანდრ შაკიროვი, ალექსანდრ იანუშკინი.

რუმინეთი: შერკინება: ანდრეი ურსაკე, ანდრეი რადოი, მიჰაი მაკოვეი (სამივე-ბაია მარე), მიჰაიტა ლაზარი, ვალენტინ ურსაკე (ორივე-ექსი), პეტრუ ტამბა, ვლად ბადალიჩესკუ, ფრავიუს დობრე, კოზმინ რატიუ (ოთხივე-დინამო), მარიუს ტინკუ (პერპინიანი), კრისტიან პეტრე (სენტ ეტიენი), ვალენტინ პოპირლანი (ბუქარესტი), ალინ კოსტე (ბურგ ან ბრესი), ვიორელ ლუკაჩი (სტიაუა), დანიელ კარპო (ტიმიშოარა), ბოგდან პეტრეანუ (ფარული).

უკანა ხაზი: ფლორინ სურუჯუ (ბუქარესტი) ვალენტინ კალაფეტეანუ, მადალინ ლემნარუ (ორივე-ტიმიშოარა), დანუც დუმბრავა, ფლორინ ვლაიკუ (ორივე-სტიაუა), დორინ მანოლე (ორტეზი), ჩაბა გალია, კრისტიან დინისი, იონუც ნიაჩსუ, გეორგ კატუნა (ოთხივე-ბაია მარე), იულიან დუმიტრაში (ლურდი), ადრიან აპოსტოლი, კონსტანტინ გეარა (ორივე-ფარული), კატალინ ნიკოლაე (დინამო).

ერთა თასი 2012

თ მ ფ წ ბ ქ

1.რუმინეთი 1 1 0 0 +8 4

2.ესპანეთი 1 1 0 0 +7 4

3.რუსეთი 1 1 0 0 +1 4

4.პორტუგალია 2 0 0 2 -9 2

5.საქართველო 1 0 0 1 -7 1

6.უკრაინა 0 0 0 0 0 0

ორი წლის ჯამი

თ მ ფ წ ბ ქ

1.საქართველო 6 5 0 1 +126 23

2.რუმინეთი 6 4 0 2 +105 20

3.პორტუგალია 7 3 0 4 +6 16

4.რუსეთი 6 3 0 3 +3 15

5.ესპანეთი 6 3 0 3 -26 14

6.უკრაინა 5 0 0 5 -164 0

III ტური

25 თებერვალი

საქართველო-პორტუგალია, რუსეთი-რუმინეთი, უკრაინა-ესპანეთი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს ნაკრები 25 თებერვალს

გვაქვს თუ არა რეგრესი? - "ბორჯღალოსნების" მიერ გამართული ივლისის ტესტების შეჯამება

მეცხრე ადგილი მსოფლიო ჩემპიონატზე - საქართველომ შოტლანდია დაამარცხა

მარცხი მოსალოდნელი შედეგით - საქართველოს ნაკრები სამხრეთ აფრიკასთან დამარცხდა

„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ -  გიორგი ფოფხაძე

პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია

შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით

[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!

[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია