"ატლანტამ" "ორლანდოს" კიდევ ერთხელ აჯობა და ამ წარმატებაში დიდი როლი 28 წლის ქართველს მიუძღვის
ზაზა ფაჩულიას "ატლანტამ" დუაით ჰოვარდის "ორლანდოს" კიდევ ერთხელ აჯობა. გასახარია ისიც, რომ წარმატებაში დიდი როლი 28 წლის ქართველს მიუძღვის, რომელმაც 40 წუთი ჰოვარდის მეურვეობაში გაატარა.

"სუპერმენმა" 12-12 ქულა-მოხსნა მოაგროვა, რაც მის ნორმას ძალიან ჩამოუვარდება. ჰოვარდი მიმდინარე სეზონში საშუალოდ 20.1 ქულასა და 15.3 მოხსნას აგროვებს.

თავის მხრივ, ფაჩულიამ იმდენად ზუსტად ვერ ისროლა, როგორც სურდა, მაგრამ ფარქვეშ დიდი მოცულობის სამუშაო შეასრულა, 13 მოხსნა (23 თებერვალს გამართულ შეხვედრებში 13 მოხსნა საუკეთესო შედეგია. ზაზამ ლიდერობა ოკლაჰომელ იბაკასთან გაიყო), 4 პასი და 2 ჩაჭრა მოაგროვა.

- მატჩისას სათანადო ყურადღებას ვაქცევ თითოეულ წვრილმანს, ვთქვათ, დაცვისას მეტოქეს ახლო მანძილიდან ეთამაშები, ბურთის მიღების საშუალებას აძლევ თუ სხვა. ხშირად ასეთი დეტალების სწორად შესრულება მატჩის ბედს განსაზღვრავს.

სასიამოვნოა, რომ დღეს ყველაფერი კარგად გამოგვივიდა და ძლიერი მეტოქე დავამარცხეთ, - განუცხადა ზაზა ფაჩულიამ გაზეთ "ატლანტა კონსტიტუშენს".

NBA-ს ოფიციალურ საიტზე მატჩის მიმოხილვა რამდენიმე ქვეთავადაა დაყოფილი. ერთ-ერთს ჰქვია - "შემოტრიალების წერტილი". ქვემოთ ვკითხულობთ:

"მიუხედავად იმისა, რომ "ატლანტა" პირველი ტაიმის შემდეგ 17 ქულის სხვაობით იგებდა, "ორლანდომ" სიტუაციის გამოსწორება მოახერხა და სხვაობა ქულამდე შეამცირა. სწორედ ამ დროს ჯოშ სმიტმა ორქულიანი ააცილა. ბურთის მოხსნა კი ჰოვარდს ფაჩულიამ არ დაანება. მეტიც, ქართველმა ცენტრმა ბურთი თანაგუნდელ გრინს გადააწოდა და სამქულიანი ჩააგდებინა - 72:68 (სირენამდე 3:15 წუთით ადრე).

ამის შემდეგ "ორლანდოს" თამაშის შემოტრიალების შანსი აღარ მისცემია."

"ოლ სტარის" გამო "ატლანტა" 29 თებერვლამდე დაისვენებს ("გოლდენ სტეიტს" უმასპინძლებს.

ატლანტა-ორლანდო 83:78

ზაზა ფაჩულია: 40 წუთი, 4 ქულა (6/1 ორქულიანი, 2/2 საჯარიმო), 13 მოხსნა, 4 პასი, 2 ჩაჭრა, 3 შეცდომა, 4 ფოლი.

I პერიოდი

8:07 4-4 მოხსნა: შეტ-0, დაც-1

7:20 4-6 პასი: 1 (სმიტი 2ქ)

5:31 6-13 მოხსნა: შეტ-0, დაც-2

4:01 10-15 მოხსნა: შეტ-1, დაც-2

1:19 18-23 ორქულიანი: არაზუსტი

1:01 18-24 მოხსნა: შეტ-1, დაც-3

0:51 18-24 მოხსნა: შეტ-2, დაც-3

0:48 18-27 პასი: 2 (პარგო 3ქ)

0:33 18-27 მოხსნა: შეტ-2, დაც-4

II პერიოდი

8:04 28-36 ზაზამ ი. ჯონსონი შეცვალა

7:45 28-36 მოხსნა: შეტ-3, დაც-4

7:20 28-36 ჩაჭრა: 1 (ჰოვარდს აართვა)

6:20 28-41 შეცდომა: 1

4:31 30-41 მოხსნა: შეტ-4, დაც-4

4:31 30-41 ორქულიანი: არაზუსტი

4:16 30-43 ორქულიანი: 2ქ

III პერიოდი

9:42 35-49 ორქულიანი: არაზუსტი

8:03 38-51 ფოლი: 1

6:43 41-55 ორქულიანი: არაზუსტი

5:16 47-55 შეცდომა: 2

4:48 47-55 მოხსნა: შეტ-4, დაც-5

1:57 51-58 ჩაჭრა: 2 (დუჰონს აართვა)

0:21 55-58 ფოლი: 2

IV პერიოდი

7:47 62-66 ზაზამ ი. ჯონსონი შეცვალა

7:09 62-66 შეცდომა: 3

5:52 66-69 ორქულიანი: არაზუსტი

4:41 66-69 ფოლი: 3

3:18 68-69 მოხსნა: შეტ-5, დაც-5

3:15 68-72 პასი: 3 (გრინი 3ქ)

1:57 68-74 მოხსნა: შეტ-5, დაც-6

1:25 70-74 ფოლი: 4

1:01 71-74 მოხსნა: შეტ-6, დაც-6

1:00 71-76 პასი: 4 (გრინი 2ქ)

0:26 73-77 ჰაინრიხმა ზაზა შეცვალა

0:25 73-77 ზაზამ ჰაინრიხი შეცვალა

0:20 73-78 მოხსნა: შეტ-6, დაც-7

0:20 73-80 საჯარიმოები: 2/2 (4ქ)

0:15 74-80 ჰაინრიხმა ზაზა შეცვალა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

dudu
თქვით, რა, რო კარგად ითამაშა, მარა აჯობა? შეადარეთ მონაგარი და ჩანს, ვინ ვის აჯობა. ქართველებს, და მეტადრე, ჟურნალისტებს, სომხური სინდრომი შეეყარათ, აშკარად.
დევიდ აირონს
აქ გუნდის გამარჯვება იგულისხმება....
raio???
რაა ზაზა ჰოვარდს აჯობა??? თქვენ რეალობის შეგრძნება საერთოდ დაკარგეთ? ამ მიკერზოება მიკერზოებაში?? ჟურნალისტი ზედმეტად და ეგრე უაზროდ მიკერძოებული რო არის სირცხვილია მეტია რაფერიი
საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა