ფოთის "კოლხეთის" 22 წლის შემტევმა გუნდის წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი დაიდო
სეზონი განახლდა თუ არა, ფოთის "კოლხეთმა" მიჯრით ორი შეხვედრა მოიგო - ჯერ "ვიტ ჯორჯია" დაამარცხა 2:0, მერე კი იგივე ანგარიშით მარტვილის "მერანს" სძლია.

ამ ექვსი ქულით "კოლხეთმა" იმდენი შეძლო, რვა საუკეთესო გუნდში მოსახვედრად მებრძოლ კონკურენტებს გადაუსწრო და ამ დროისთვის მე-7 ადგილზეა.

... 22 წლის ილია პავლიაშვილი "კოლხეთში" მიმდინარე სეზონის პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ გადავიდა რუსთავის "მეტალურგიდან". პავლიაშვილი მოძრავი და ტექნიკური შემტევია, გოლის ალღოც არ დაეწუნება, მან გოლი "ვიტ ჯორჯიასაც" გაუტანა და "მერანსაც", ანუ "კოლხეთის" ბოლოდროინდელ წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი დაიდო.

- ალბათ, ყველას როდი სჯეროდა, თუ "კოლხეთი" ასე რიხიანად დაიწყებდა სეზონის მეორე ეტაპს, გუნდი ხომ ,ფაქტობრივად, ხელახლა შეიქმნა...…

- ვფიქრობ, ამაში მოულოდნელი არაფერია. მართალია, რომ გუნდი ახლადშექმნილია, მაგრამ ფეხბურთელების უმეტესობა მანამდეც კარგად ვიცნობდით ერთმანეთს და შეთამაშება არ გაგვჭირვებია. ამას ემატება კარგი შეკრება თურქეთში. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, "კოლხეთი" კარგი ფეხბურთელებით გაძლიერდა და ეს ორი თამაში რომ მოვიგეთ, ლოგიკურია.

- "ვიტ ჯორჯიასთან" მატჩზე გკითხავ - ყველაზე უფრო რის ხარჯზე აჯობეთ მოწინააღმდეგეს?

- "ვიტ ჯორჯია" კარგი გუნდია, ნორმალურად ვითამაშეთ, ისიცაა, რომ იღბალი ჩვენს მხარეს აღმოჩნდა. "კოლხეთში" ახლა საოცარი ერთიანობაა, დაწყებული კლუბის პრეზიდენტიდან, იმ ფეხბურთელებით დამთავრებული, სამატჩო განაცხადში ჯერ რომ ვერ ხვდებიან, ყველანი ერთი სულისკვეთებით ვართ - რვა საუკეთესო გუნდში უნდა მოვხდეთ!

- ახალ გუნდში რა დავალება გაქვს მწვრთნელისგან, კონკრეტულად რას ითხოვენ შენგან?

- "კოლხეთშიც" შემტევი ვარ, ოღონდ უკანდახეული, ფლანგიდან მევალება თამაშის გამწვავება. თავდასხმის ცენტრში ბექა ტუღუში თამაშობს, ძალიან ჭკვიანი და ტექნიკური ფორვარდია, გუნდისთვის დიდი სარგებლობა მოაქვს.

- ორი ტურიც და გაირკვევა რვა საუკეთესო გუნდში მოხვედრილთა სია. "კოლხეთის" პერსპექტივაზე რას იტყოდი?

- ძალიან მნიშვნელოვანია, თუ როგორ ითამაშებენ ჩვენი კონკურენტები, თუმცა ყველაფერი უფრო "კოლხეთზეა" დამოკიდებული - "სიონთან" და "ტორპედოსთან" ოთხი ქულა თუ ავიღეთ, ზედა რვა გუნდში მოხვედრა სავსებით რეალურია.

- საკუთარი თამაშით ალბათ კმაყოფილი ხარ, მოედანს უგოლოდ არ ტოვებ...

- თამაში წამივიდა, "მეტალურგში" სათადარიგოთა სკამზე რომ მიწევდა ყოფნა, ეტყობა ამან ჩემზე კარგად იმოქმედა, მიმართლებს კიდევაც. საერთოდაც, "კოლხეთი" უპირატესობას შემტევ სტილს ანიჭებს და ეს სწორი გადაწყვეტილებაა, ასე უფრო გვიადვილდება თამაში.

- ფოთელი გულშემატკივარი თუ შემობრუნდა "კოლხეთისკენ" ამ ორი მოგების შემდეგ?

- მოგეხსენებათ, ფოთის სტადიონის რეკონსტრუქცია ჯერ არ დასრულებულა, ტრიბუნები ჯერ მზად არ არის და მიდაუხედავად ამისა, "ვიტ ჯორჯიასთან" მატჩზე ათასზე მეტი მაყურებელი მოვიდა. "მერანს" ზუგდიდში ვეთამაშეთ და ფოთიდან ჩვენ საქომაგოდ დაახლოებით ორმოცდაათი გულშემატკივარი წამოვიდა. ყოველივე ეს ცოტა ნამდვილად არ არის, გულშემატკივარი მართლაც გვერდში გვიდგას.

- მიუხედავად ახალგაზრდული ასაკისა, უმაღლესი ლიგის უკვე რამდენიმე გუნდში გაქვს ნათამაშევი. როგორ ფიქრობ, საუკეთესო პერიოდი რომელ გუნდში გქონდა?

- უმაღლეს ლიგაში პირველად "ბორჯომში" ვითამაშე, სეზონის აღმოჩენის ნომინაციაშიც კი მოვხდი, რომელშიც გამოკითხვის შედეგად ვაჟა ნემსაძემ გადამასწრო. "ბორჯომში" გატარებული სეზონი მართლაც დასამახსოვრებელი იყო...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა