"მილანისა" და "იუვენტუსს" შორის იტალიის ჩემპიონატის 25-ე ტურის ცენტრალურ მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა
"მილანმა" საკუთარ მოედანზე იტალიის ჩემპიონატის 25-ე ტურის მატჩში "იუვენტუსთან" გამარჯვება ხელიდან გაუშვა.

ტურინის "იუვენტუსისგან" განსხვავებით მასიმილიანო ალეგრის გუნდს ძირითადის ბევრი ფეხბურთელი აკლდა და ალბათ ყველაზე დიდ დანაკლისი "როსონერისთვის" ზლატან იბრაჰიმოვიჩის არ ყოფნა იყო.

მიუხედავად ამისა, პირველი ტაიმი მილანელების გამარჯვებით დასრულდა. შეხვედრის დებიუტში გუნდების თამაში არაფრით გამოირჩედოდა.

მეტოქეები ფრთხილობდნენ. თუმცა 15-ე წუთზე ტურინელთა ფეხბურთელმა ლეონარდო ბონუჩიმ უპატიებელი შეცდომა დაუშვა, რის შემდეგ ბურთი ჯერ რობინიოს შემდეგ ნოჩერინოს მიუვიდა. მილანელმაც არ დააყოვნა და საჯარიმოს გარედან კარისკენ გაისროლა. ანგარიში გაიხსნა 1:0.

დამნაშავე ისევ ბონუჩი აღმოჩნდა. სავარაუდოდ ბუფონი მოიგერიებდა ნოჩერინოს დარტყმულს, რომ არა რიკოშეტი: ბონუჩის ბურთი ზურგზე მოხდა და ტრაექტორია შეიცვალა. ჯანლუიჯი ვერაფერს გახდა.

10 წუთის შემდეგ კი "როსონერის" მორიგი შეტევა გოლით დასრულდა, მაგრამ გვერდითმა მსაჯმა გოლი არ ჩათვალა, რომელმაც შესაძლოა შეხვედრის ბედზეც იქონია გადამწყვეტი მნიშვნელობა.

კუთხურიდან ჩამოწოდებულს მექსესმა მეორე სართულზე ყველას აჯობა და ბურთი კარისკენ გაგზავნა, თუმცა მოწოდების სიმაღელზე იყო ბუფონი, რომელმაც თავისი გუნდი მეორე გაშვებულს გოლს გადაარჩინა. ამაზე ეპიზოდი არ დასრულებულა. იტალიელი მეკარის მოგერიებულ ბურთს მუნტარიმ დაამატა. ვიდეოგამეორების დროს ნათლად გამოჩნდა, რომ გოლკიპერმა ბურთი კარის ხაზის შიგნიდან გამოიტანა, რაც ვერ

შეამჩნია გვერდითმა არბიტრმა და "მილანი" გაოცებული დატოვა.

არ ჩათვლილი გოლის შემდეგ "მილანს" კიდევ რამდენმე მომენტი ჰქონდა. თავის გამოჩენა რობინიოსა და ვან ბომელს შეეძლოთ. ტურინელთა მხრიდან კი ანდრეა პირლო, ჯიორჯიო კიელინი და არტურო ვიდალი ურტყამდნენ, მაგრამ კარში ბურთი იშვიათად მიდიოდა.

70-ე წუთზე კონტემ მატჩში ყველა კორექტივი შეიტანა, რაც კი შეეძლო. მოედანზე გამოჩნდნენ სიმონე პეპე (შესვენების დროს), მირკო ვუჩინიჩი და ალესანდრო მატრი. თავის მხრივ შეცვლა ალეგრიმაც გააკეთა. ალეშანდრო პატოს ნაცვლად, რომელიც თავის ჩვეულ ფორმაში ნამდვილად არ გახლდათ, ალ შაარავი გავიდა.

შეხვედრის მეორე ნახევარში "იუვენტუსი" უკვე ნელ-ნელა იღებდა თამაშის სადაავეებს ხელში, რასაც სტუმრების ტერიტორიული უპირატესობაც მოჰყვა.

78-ე წუთზე გვერდითმა მსაჯმა უკვე ტურინელები არ დაინდო და წესებით სრული დაცვით მატრის გატანილი გოლი არ ჩათვალა და თამაშგარე დააფიქსირა.

მატჩის დასრულებიდან შვიდი წუთით ადრე სიმონე პეპემ ფლანგიდან საჯარიმოში გააკეთა პასი და მატრიმ ერთი შეხებით ბურთი კარის ბადეში გაახვია 1:1. მატრიმ თავის ანგარიშზე მეათე გოლი ჩაიწერა.

დარჩენილ წუთებში გუნდებს მოგების დიდი სურვილი არ გამოუჩენიათ, თითქოს ფრე ორივეს აწყობდა.

მატჩის შემდგომი კომენტარები:

მასიმილიანო ალეგრი: ვიდეოგამეორების ნახვა არც არის საჭირო, აშკარაა რომ გოლი არ ჩაგვითვალეს

ანტონიო კონტე: "მილანი" შესანიშნავად გამოიყურებოდა, მაგრამ იღბალი ტურინის "იუვენტუსის" მხარეს იყო

"მილანი"-"იუვენტუსი" 1:1 (1:0) (იხილეთ ვიდეო)

გოლები: 1:0 ნოჩერინო (15), 1:1 მატრი (83)

გაფრთხილებები: სიაგო სილვა, მექსესი, მუნტარი, ბარცალი, მატრი, პეპე

გაძევება: ვიდალი (89)

მილანი: აბიატი, აბატე, მექსესი, ტიაგო სილვა, ანტონინი, ნოჩერინო, ვან ბომელი, მუნტარი, ემანუელსონი (ამბროზინი 72), პატო (ელ შაარავი 46), რობინიო.

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

იუვენტუსი: ბუფონი, ბარცალი, ბონუჩი, კიელინი, ლიცშტაინერი, ვიდალი, პირლო, მარკიზიო, ესტიგარიბია (პეპე 46), კვალიარელა (მატრი 69), ბორიელო (ვუჩინიჩი 54).

მწვრთნელი: ანტონიო კონტე

gizo
dato - კეთილსინდისიერი მსაჯობის დროს - გოლი ჩაითვლებოდა, მექსეს და ანტონინის გააგდებდნენ, ვან ბომელი გავარდებოდა ორი ყვითლის გამო(შეიძლებოდა დაენდოთ), მუნტარიც პირდაპირ წითლით , თუ დაინდობდნენ მეორე პირდაპირ წითელი იყო და ეგეც გავარდებოდა, ცათვლიდნენ მატრის პირველ გოლსაც,და თუ არ ჩათვლიდნენ, ერთი ტაიმი იუვენტუსი 9 კაცა მილანს ეთამაშებოდა და ბოლო 5-6 წუთი 7 კაცა მილანს (მეკარეს არ ვთვლი). როგორი პერსპექტივაა?
dato
არამგონია კონტეს იმდენი გაებედა გალიანისთვის მაფიოზი ეწოდინებინა...ეხლა რაც შეეხება თამაშს. მილანის გოლი ას პროცენტიანი იყო და რომ ჩაეთვალა უეჭველი მოიგებდა..ხოდა თუ მსაჯები მილანს "ეხმარებოდნენ",რატომ არ ჩაუთვალე გოლი? ბარემ ჩაეთვალათ და თავიდანვე "მოაგებინებდნენ" მილანს
gizo
http://www.youtube.com/watch?v=Mg1vmqbfLvs
gizo
irakli - იქნებ მაგ ვიდეოებზეც დადგმულიაო თქვა? ან იქნებ თვალი მატყუებს? შედი ნახე და იქნებ შენც გატყუებს თვალი? :) იუვენტუსის ბალელშიკი მილანისმაირი ფრონცკი მატყუარა არაა,მაგ ვიდეობზე ჩანს როგორი მეთოდებით იბრძვის მილანი იუვენტუსს რომ მოუგოს იმიტომ რომ ფარჩაკია
gizo
ეს უნდა ნახოთ http://www.youtube.com/watch?v=Mg1vmqbfLvs
gizo
გალიანი არაადამიანია, ამის მერე http://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=urJ-uHJUsm0 მსაჯთან როგორ მივიდა და გოლი რატომ არ ჩათვალეო როგორ უთხრა. ესეც კიდევ ერთი გასაგდები მილანიდან. სალი მუნტარი
irakli
gizo ამ ყველაფრით ჩვენი მოტყუება გინდა თუ საკუთარ თავსაც ატყუებ?
gizo
რამდენმა კომენტატორმაც შესვენებაზე გამეორებას უყურა ყველამ განაცხადა რომ ანტონინიმ თავის საჯარიმოში ლიხშტაინერს ხელი სახეში ჩაარტყა(ამის გამო კამათობდნენ გასახდელში გასვლისას ეს ორი) ხოლო მექსესმა რომ ბორიელოს ბუცელში მუშტი უთავაზა ეს ყველამ ნახა,თანაც ისე უთავაზა, უბრალოდ იდგნენ,არასათამაშო ეპიზოდი იყო.ვიდალი გასაგდები იყო, მარა ამოუვიდათ ყელში, ანტონინიც და მექსესიც გასაგდები იყვნენ და პენალტი იყო დასანიშნი საჯარიმოში მეტოქისთვის ხელის გარტყმის გამო.გალიანიმ შესვენებაზე მსაჯზე ზეწოლა მოახდინა,მივარდა და გალანძღა არჩათვლილი გოლის გამო,არც იუვენტუსის წარმომადგენელთათვის დაუკლია რამე,ამის გამო კონტემ მაფიოზი უწოდა და მართალიც არის!განა გალიანიმ არ იცოდა რომ მისი გუნდის ფეხბურთელები მეტოქეს ურტყამდნენ ხოლმე და გასაგდები რომ იყვნენ,ვან ბომელიც არ იყო დასატოვებელი მინდორზე,უბრალოდ გამოცდილია და კარგად ასრულებდა სათამაშო ეპიროზებში ყველა ჩარტყმას.კონტემ თქვა რომ იუვენტუსს გაუმართლა და მართლაც გაუმართლა,კიდევ კარგი რომ მილანის მეორე გოლი ვერ დაინახეს და არ ჩაითვალა, თორე იუვენტუსს იმ გოლს მაინც არ ჩაუთვლიდნენ, არც არავის გაუგდებდნენ მილანს (რომელსაც ეს თამაში 8-9 ფეხბურთელით უნდა დაესრულებინა მინდორზე მაგალითად კოლინა რომ ყოფილიყო) და წაგებული იქნებოდა.გალიანის წნევამ აუწია და წავიდა სტადიონიდანო, წნევამ ცოდვებისგან აუწია.
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა