მოსკოვის საერთაშორისო ტურნირში ჩვენებურმა წყვილთა ასპარეზობაში მარტა სიროტკინასთან ერთად იმარჯვა
მსოფლიოს 75-ე ჩოგანმა ანა ტატიშვილმა მემფისის საერთაშორისო ტურნირში (220 ათასი დოლარი) ერთეულებში ვერ იყოჩაღა, თუმცა წყვილთა თანრიგში წარმატებული შეჯიბრება გამოუვიდა.

ჩვენებური ჰოლანდიელ მიხაელა კრაიჩეკთან ერთად გამოდიოდა. პირველ წრეში მათი წარმატების შესახებ უკვე მოგითხრეთ, მეორეში მიხაელამ და ანამ ქსენია პერვაკი (ყაზახეთი) და მარინა ერაკოვიჩი (ახალი ზელანდია) დაამარცხეს - 6:3 (მეტოქეები დანებდნენ).

ასე გავიდა ქართულ-ჰოლანდიური წყვილი ამერიკული ტურნირის ნახევარფინალში, სადაც მათ პირველ ნომრად განთესილი ჩეხური (ლუსი ჰრადეჩკა, ანდრეა ჰლავაჩკოვა) დუეტი გადაეყარა. სამწუხაროდ, ჩეხებმა 6:3, 6:3 იმარჯვეს. ტატიშვილმა და კრაიჩეკმა 130-130 სარეიტინგო ქულა და 3,1 ათასი დოლარი შეიმატეს.

ოქსანა კალაშნიკოვამ (380) მოსკოვის საერთაშორისო ტურნირი (25 ათასი დოლარი) მოიგო. ჩვენებურმა ერთეულებში ცუდად იასპარეზა (ძირითად ბადეშიც კი ვერ გააღწია), მაგრამ იგი წყვილებში შეუდარებელი იყო რუს მარტა სიროტკინასთან ერთად.

პირველად მათ პირველ ნომრად განთესილი უკრაინელი დები, ლუდმილა და ნადია კიჩენოკები დაამარცხეს - 7:6 (4), 4:6, 10:5. მეორეში მოუგეს რუსებს (მარგარიტა გასპარიანი, ანა სიმოლინა) - 6:3, 6:3. ნახევარფინალშიც რუსების დუეტი (ეკატერინა ბიჩკოვა, ევგენია პაშკოვა) ჩამოიცილეს გზიდან - 6:3, 7:6 (3).

ფინალში კალაშნიკოვამ და სიროტკინამ ტატიანა კოტელნიკოვას (რუსეთი) და ლიზია მაროზოვას (ბელარუსი) მოუგეს - 7:6 (2), 4:6, 11:9.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა