ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ქართველი მუშკეტერები საევროპოდ შეარჩიეს

ქართველი მუშკეტერები საევროპოდ შეარჩიეს

თბილისის ფარიკაობის დარბაზში 26 თებერვალს ახალგაზრდა მუშკეტერთა საქართველოს პირველობა დამთავრდა
თბილისის ფარიკაობის დარბაზში 26 თებერვალს დამთავრდა ახალგაზრდა მუშკეტერთა საქართველოს პირველობა თბილისის, ქუთაისის, რუსთავის, აფხაზეთის, აჭარისა და წყალტუბოს 100-მდე წარმომადგენლის მონაწილეობით.

მოხმალავეთა შედეგები "ლელოს" წინა ნომერში გაგაცანით. შაბათს სპორტსმენები რაპირით გაეჯიბრნენ ერთმანეთს. გოგონათა ფინალში თეონა გოგლიძემ (თბილისი) იოლად სძლია მარიამ ცუხიშვილს (რუსთავი) - 15:8.

მესამე ადგილებზე დედაქალაქელები - ანა მელია და ნუცა იაგორაშვილი გავიდნენ. ვაჟთა პაექრობაში არჩილ უგულავამ იყოჩაღა, რომელმაც ყველა მეტოქეს მოუგო, მათ შორის ფინალში - ლუკა ღაღანიძეს (15:11) და ოქროს მედალი მოიპოვა. მესამე ადგილები გიორგი გელაშვილსა (სამივე - თბილისი) და ალექსანდრე მელაძეს (ქუთაისი) ერგოთ.

დაშნაში ვაჟთა შორის ოქროს მედლის მფლობელი მხოლოდ ბოლო ჩხვლეტამ გამოავლინა, რადგან მთელი ორთაბრძოლა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. საბოლოოდ თბილისელმა ნიკოლოზ ზურაბიშვილმა ქუთაისელ ირაკლი ფანცხავას 15:14 აჯობა.

მესამე ადგილები ირაკლი ამბროლაძემ (ქუთაისი) და დაჩი გალდავაძემ (თბილისი) დაიკავეს. გოგონებში 15 წლის ქუთაისელმა მარიამ კეკუტიამ დაუმარცხებლად განვლო მთელი ტურნირი - გადამწყვეტ შეხვედრაში ოთხი წლით უფროსი თანაქალაქელი ხატია ლელაძე 15:10 დაჯაბნა და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზეც ავიდა. მხოლოდ ნახევარფინალური პაექრობები დათმეს და მესამე ადგილებს დასჯერდნენ მარიამ ლომიძე (თბილისი) და მარიამ ზაკირჩენკო (ქუთაისი).

- საქართველოს პირველობა საინტერესოდ წარიმართა, - გვითხრა შეჯიბრების მთავარმა მსაჯმა, ოლიმპიურმა ჩემპიონმა, საერთაშორისო კატეგორიის არბიტრმა ვლადიმერ აფციაურმა. - კარგი თაობა გვეზრდება. სათანადო ხელშეწყობის შემთხვევაში, ისინი საერთაშორისო სარბიელზეც ისახელებენ თავს.

საგულისხმოა, რომ იმერეთის ფარიკაობის ფედერაციამ (პრეზიდენტი ლევან კირკიტაძე) როგორც ორი კვირის წინათ კადეტთა საქართველოს პირველობაზე, ისე ამ ტურნირზეც სრულად დაკომპლექტებული გუნდები გამოგზავნა. 1-10 მარტს ხორვატიაში კადეტ და ახალგაზრდა მოფარიკავეთა ევროპის პირველობა გაიმართება.

საასპარეზოდ 5 სპორტსმენს წავიყვანთ. უმცროს ასაკში თეონა გოგლიძე, ლუკა ღაღანიძე (ორივე - რაპირა) და საბა სულამანიძე (ხმალი) მოსინჯავენ ძალებს. ათიოდე დღის წინათ საბამ იტალიაში კადეტთა ევროპის თასზე მე-7 ადგილი დაიკავა. რომ არა საკვალიფიკაციო ეტაპზე მიღებული ტრავმა, შესაძლოა, პრიზიორებშიც მოხვედრილიყო. იგი საქართველოს პირველობაზე არ გამოსულა - ტრავმის მოსაშუშებლად დასვენების საშუალება მივეცით.

ხორვატიაში კი ორივე ასაკში იასპარეზებს, თანაც ახალგაზრდებს შორის სანდრო ბაზაძესთან და მიხეილ მარდალეიშვილთან (ორივე - ხმალი) ერთად გუნდური პირველობისთვისაც იფარიკავებს. მარდალეიშვილი და ბაზაძე ხორვატიას ბუდაპეშტიდან ეწვევიან. უნგრეთის დედაქალაქში ისინი 3-4 მარტს ბექა ბაზაძესთან და კახა მაღრაძესთან ერთად გრან პრიზე გამოვლენ.

ხორვატიიდან (კადეტ და ახალგაზრდა მოფარიკავეთა ევროპის პირველობაზე მსაჯად არის მიწვეული საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის გენერალური მდივანი დავით სახვაძე) სანდრო და მიხეილი მინსკში გაემგზავრებიან საწვრთნელ შეკრებაზე და ლონდონის ოლიმპიადის სალიცენზიო მსოფლიოს თასის ეტაპის - "მოსკოვის ხმლის" გათამაშებისთვის მოემზადებიან. ამ შეჯიბრებას რუსეთის დედაქალაქი 17-19 მარტს უმასპინძლებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[PHOTOS] "როდესაც, თითქმის შიშველი ხარ" - უკრაინელი სპორტსმენის თამამმა ფოტოებმა საზოგადოება აღაფრთოვანა

გიორგი ურუშაძე სოფიაში მიმდინარე კადეტთა ციკლის ტურნირის ჩემპიონია

"საქართველოში ტაქსის მძღოლები მეუბნებოდნენ, ეს ყოველივე სამარცხვინოაო!" - უკრაინელი მოფარიკავე თბილისში გატარებულ პერიოდს იხსენებს

19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა