თურქეთში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე მესამე მეოთხედფინალური წყვილი დაკომპლექტდა. ნახევარფინალის საგზურისთვის ურთიერთრობას ამერიკისა და რუსეთის ნაკრებები გაარკვევენ.

თურქეთში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე მესამე მეოთხედფინალური წყვილი დაკომპლექტდა. ნახევარფინალის საგზურისთვის ურთიერთრობას ამერიკისა და რუსეთის ნაკრებები გაარკვევენ.

"დრიმ თიმთან" მატჩის წინ ანგოლას კალათბურთელები კარგ ხასიათზე იყვნენ. აფრიკელებმა მერვედფინალში გასვლით ნამდვილი გმირობა ჩაიდინეს, ხოლო მერვედფინალში ისეთი მეტოქე ერგოთ, რომელთან წაგებისთვის მათ არავინ დაზრახავდა.

ამ შეხვედრის ბედი თავიდანვე გარკვეული იყო. თამაშიც ლოგიკურად დაიწყო - ჩონსი ბილაპსმა სამქულიანით და კევინ დურანტმა სლემდანკით 5:0 დააწინაურა ამერიკა. ამას ანგოლას 4:0 გაქცევა მოჰყვა - 39 წლის ლუტონდას საჯარიმოებითა და გომეშის ორქულიანით ანგარიში 5:4 გახდა.

პირველი მეოთხედის დასრულებამდე ოთხი წუთით ადრე ანგოლას ანგარიშზე შვიდი ქულა იყო, დურანტს კი ამ მომენტისთვის 10 ქულა ჰქონდა, ბილაპსს - რვა. 20-ქულიანი უპირატესობის მისაღწევად ფავორიტს შვიდ წუთზე ოდნავ მეტი დასჭირდა.

ასეთი სოლიდური უპირატესობის მიუხედავად, "დრიმ თიმი" მოდუნებას არ აპირებდა. მაიკ კრჟიჟევსკის შეგირდები სერიოზულად თამაშობდნენ - თავგანწირულად იცავდნენ თავს და პირველი შესაძლებლობისთანავე შეტევაში გარბოდნენ. მთავარი მწვრთნელი კი გვერდით ხაზთან ისეთი გამომეტყველებით იდგა, თითქოს მისი შეგირდები ქულა ქულაში ეთამაშებოდნენ მეტოქეს. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ კრჟიჟევსკიმ დიდ შესვენებამდე 12 წამით ადრე ტაიმაუტი აიღო, არადა იმ მომენტისთვის ტაბლოზე ასეთი რიცხვები ეწერა: 62:38.

მეორე ნახევარი დერიკ როუზის ორი სამქულიანით დაიწყო. ანგოლელები ყველანაირად ცდილობდნენ წინააღმდეგობის გაწევას. ამ მხრივ ყველაზე მეტად გომეში გამოირჩა, რომელმაც არაერთხელ დაიბრიყვა თავისი მეურვე ლამარ ოდომი. მაგრამ გომეში მარტო იბრძოდა და მისი მონდომება საკმარისი ვერ იქნებოდა NBA-ის ვარსკვლავების წინააღმდეგ.

ბოლო მეოთხედის დაწყებიდან 4 წუთის შემდეგ სხვაობამ 40 ქულას მიაღწია - 101:61. მხოლოდ ამის შემდეგ გადავიდა თამაში მშვიდ ტემპში. ამერიკელებმა რამდენჯერმე გაიბრწყინეს, მაგრამ საერთო ჯამში ძალების ეკონომიას მიჰყვეს ხელი. ბილაპსმა, დურანტმა, ოდომმა და როუზმა მეოთხე მეოთხედი სათადარიგოთა სკამზე გაატარეს.

ანგოლამ ტურნირი ისე დაასრულა, როგორც დაიწყო - წაგება 50-ქულიანი სხვაობით (ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში სერბეთთან მატჩის ანგარიში იყო - 44:94). მაგრამ ანგოლელებს განწყობა არ გაფუჭებიათ - ისინი სამშობლოში მშვენიერ ხასიათზე მიემგზავრებიან.

აშშ-ანგოლა 121:66

33:13, 32:25, 26:18, 30:10

აშშ: ბილაპსი (19+4 პასი), დურანტი (17+5 მოხსნა), გეი (17+4 მოხსნა), გორდონი (17), ოდომი (9+8 მოხსნა), როუზი (9+6 პასი), ლავი (8+6 მოხსნა), იგუოდალა (6+4 პასი+7 მოხსნა), კარი (5), ჩენდლერი (5+7 მოხსნა), გრეინჯერი (5), უესტბრუკი (4+6 პასი).

ანგოლა: გომეში (21), ამბროზიო (12+7 მოხსნა), ფორტეში (11), ლუტონდა (8), მორაიში (5+4 პასი), მბუნგა (4), ალმეიდა (3), მინგაში (2), ბონიფაციო, ჯერონიმო, პაულო.

ამერიკელთა მეტოქე რუსეთისა და ახალი ზელანდიის ნაკრებების მატჩში ირკვეოდა. ბუკმეიკერები აშკარა ფავორიტად რუსეთს ასახელებდნენ, თუმცა ისიც არ უნდა დაგვევიწყებინა, რომ ჩემპიონატის წინ, ზელანდიამ ორიდან ერთი საკონტროლო შეხვედრა მოუგო თავის გუშინდელ მეტოქეს. "კივების" რიგებში ტურნირის მეორე ბომბარდირი კირკ პენი ირიცხებოდა, რომლის ნეიტრალიზაცია დევიდ ბლატის შეგირდების მთავარი ამოცანა იყო. ამ პრობლემის მოუგვარებლობის შემთხვევაში, რუსები რთულ სიტუაციაში აღმოჩნდებოდნენ.

პირველ ტაიმში რუსეთმა ამ ამოცანას კარგად გაართვა თავი. საწყის მეოთხედში პენიმ მხოლოდ ერთი ორქულიანი და რამდენიმე საჯარიმო ჩააგდო. მიუხედავად ამისა, ზელანდიელთა რიგებში სხვა კალათბურთელებმა გამოიღეს ხელი (პირველ რიგში, ტომას ებერკრომბიმ) და პირველ 10-წუთეულში რუსეთი არცერთხელ არ გასულა წინ.

პენიმ პირველი სამქულიანი მეორე მეოთხედის მესამე წუთზე გამოიყენა და ზელანდიის უპირატესობა 5 ქულამდე გაიზარდა - 21:16. აქედან მოყოლებული, თამაშის სურათი კარდინალურად შეიცვალა - მომდევნო ოთხწუთიანი მონაკვეთი რუსეთმა 13:0 მოიგო. ამ გაქცევის სულისჩამდგმელები სერგეი მონია და საშა კაუნი გახდნენ, რომლებმაც შესაბამისად 5 და 4 ქულა და რამდენიმე დაფარება მიითვალეს. რუსები 7 ქულით დაწინაურდნენ - 29:21. მხოლოდ ებერკრომბი არ დაიბნა და მისი ძალისხმევით დიდ შესვენებაზე "კივები" მხოლოდ ოთხქულიანი ჩამორჩენით გავიდნენ.

მეორე ტაიმი იმავე ებერკრომბის აქტიურობით დაიწყო. მისი ხუთი ქულით ზელანდია მეტოქეს ორ ქულამდე მიუახლოვდა - 34:32, მაგრამ იქვე რუსეთმა ზუსტად ისეთივე გაქცევა მოაწყო, როგორც პირველ ტაიმში - 13:0, რის შემდეგაც ამ გუნდის უპირატესობა 16 ქულამდე გაიზარდა - 51:38. პენიმ ორი საჯარიმოს შემდეგ, ბოლო მეოთხედის წინ რუსეთის 11-ქულიანი უპირატესობა დაფიქსირდა - 51:40.

რუსეთმა ეს კომფორტული სხვაობა მეოთხე მეოთხედში გაზარდა და საფინალო სირენისთვის მისმა უპირატესობამ 22 ქულას მიაღწია. ზელანდიამ ნაადრევად შეწყვიტა ბრძოლა, ხოლო კირკ პენის გააქტიურება დაგვიანებული აღმოჩნდა.

რუსეთი-ზელანდია 78:56

13:15, 18:12, 20:13, 27:16

რუსეთი: ვორონცევიჩი (18+11 მოხსნა), მოზგოვი (16+7 მოხსნა), ფრიძონი (12), პონკრაშოვი (9+7 პასი), მონია (8+5 მოხსნა), კაუნი (6), ბიკოვი (5), ხვოსტოვი (4), ვორონოვი.

ახ. ზელანდია: პენი (21), ებერკრომბი (13), ჯონსი (7), ფიტჩეტი (6), კამერონი (4), ბრედშოუ (2), ვუკონა (2), ტეიტი, ფრენკი.

ლელო

გერმანიამ სერბეთი დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა
ზედიზედ მეორედ - აშშ მსოფლიოს ჩემპიონატზე უმედლოდ დარჩა [VIDEO]
დონჩიჩის ლიდერობით - სლოვენიამ იტალია ბოლო წამებზე დაამარცხა [VIDEO]
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა