ისე, აღმოჩნდა, რომ ვისენტე დელ ბოსკემ სულ ტყუილად მოიმდურა ფერნანდო ტორესი

ისე, აღმოჩნდა, რომ ვისენტე დელ ბოსკემ სულ ტყუილად მოიმდურა ფერნანდო ტორესი, 24-კაციანი სიიდან მას 23 შერჩა, თანაც დაშავდა ფორვარდი - "ვალენსიასთან" მატჩში მარცხენა ფეხზე კუნთი დაიზიანა "სევილიას" თავდამსხმელმა ალვარო ნეგრედომ.

ჯერ კიდევ დასადგენია, რამდენი ხნით დააკლდა ის ფეხბურთს, მაგრამ ცხადია - ვენესუელასთან მატჩში ნეგრედო ვერაფრით ითამაშებს. ნეგრედო ნაკრებთან ერთად რჩება, მის ნაცვლად კი დელ ბოსკე არავის დაამატებს.

ვილიარი: რა უცხოეთი?!

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ანხელ მარია ვილიარი გამორიცხავს პრესაში გავრცელებულ ვარიანტს, რომლის თანახმადაც ესპანეთის თასის ფინალი 25 მაისს უცხოეთში გაიმართება. შეგახსენებთ, რომ ორივე ფინალისტს, "ბილბაოსა" და "ბარსელონას" ფინალის თამაში "სანტიაგო ბერნაბეუზე" სურდა, მაგრამ "რეალმა" ქვა ააგდო და თავი შეუშვირა - ზუსტად იმ დროს სტადიონზე საამშენებლო სამუშაოები მოიმიზეზა.

"ესპანეთის თასის ფინალი ესპანური ფეხბურთის ზეიმია და, სანამ მე ვარ ფედერაციის პრეზიდენტი, ის მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში გაიმართება", - განაცხადა ვილიარმა.

რონალდო: ევრო უნდა მოვიგოთ

"რეალის" პორტუგალიელმა ბომბარდირმა კრიშტიანო რონალდომ განაცხადა, რომ მისი ნაკრების უმთავრესი ამოცანა პოლონეთ-უკრაინაში... ევროპის ჩემპიონობა იქნება. ოთხშაბათს პორტუგალიის ნაკრები ვარშავაში ამხანაგურად პოლონეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. შეგახსენებთ, პორტუგალიის ნაკრები "სიკვდილის ჯგუფში მოხვდა" ევრო 2012-ზე - გერმანიის, დანიისა და ჰოლანდიის ნაკრებებთან ერთად.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა