25 წლის ქართველ სუმოისტს, რომელიც გაგამარუს სახელით ასპარეზობს, აღმოსავლეთის კომუსუბის ტიტული მიენიჭა
27 თებერვალს პროფესიული სუმოს ასოციაციამ ახალი რეიტინგ-ლისტი (ბანძუკე) გამოაქვეყნა, რომელშიც ქართველი გულშემატკივრებისთვის სასიხარულო სიახლეა - 25 წლის (ახლახან გახდა) თეიმურაზ ჯუღელს, რომელიც გაგამარუს საბრძოლო სახელით ასპარეზობს, აღმოსავლეთის კომუსუბის ტიტული მიენიჭა.

ასე დაუფასდა ჩვენებურს იანვრის ბაშოს ტრიუმფი: 12-3 ბალანსი, "მებრძოლი სულის" პრიზი და ვიცე-ჩემპიონობა.

არადა, გაგამარუ დასავლეთის მე-10 მაეგაშირა იყო, ეს კი სასწაულებრივი ნახტომია კარიერაში. ქართველი, რომელიც 199 კილოგრამს იწონის და ელიტაში ყველაზე მძიმეა, არასოდეს ყოფილა აქამდე მე-3 მაეგაშირაზე მაღალი რანგის რიკიში. გაგამარუს საამისოდ უმაღლეს დივიზიონში 10 ბაშოს გამართვა დასჭირდა. 67-68 ასეთია მისი ბალანსი მაკუუჩის დივიზიონში.

ახალ ბანძუკეში ყველაზე დიდი სიახლე სწორედ გაგამარუს დაწინაურებაა. ჩვენებურმა თანამემამულეების, ლევან ცაგურიას (კოკაი) და ლევან გორგაძის (ტოჩინოშინი) მიღწევები გაიმეორა.

ახლა სუმოს სამყაროში გაგამარუს წინ მხოლოდ 8 სუმოისტია: დიდი ჩემპიონი ჰაკუჰო, ჩემპიონები ბარუტო, ჰარუმაფუჯი, კოტოოშუ, კისენოსატო, სეკივაკეები კაკურიუ და ამინიშიკი.

წინ წაიწია რეიტინგში 24 წლის ტოჩინოშინმაც. ლევანმაც ბრწყინვალედ იასპარეზა იანვარში (10-5). შედეგად, ის მე-9 მაეგაშირობიდან მე-3 მაეგაშირობამდე დააწინაურეს.

კოკაი ძურიოს დივიზიონში ასპარეზობს. წინა ბაშო მისთვის უარყოფითი ბალანსით დასრულდა (7-8), მაგრამ "შავი ზღვა" დიდად არ დაქვეითებულა: იყო ძურიოს მე-4 რიკიში, გახდა - მე-5. მაკუუჩის დივიზიონში მხოლოდ ერთი დებიუტანტია - იკიოი.

მარტის ბაშო (ჰარუ ბაშო) ოსაკაში 11 მარტს დაიწყება და 25-ში დასრულდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბიჭების გამო მაინც დარჩი, შენთან ერთად ვარჯიში მათთვის დიდი გამოცდილებააო" - ტოჩინოშინის ინტერვიუ კვირის პალიტრასთან
ტოჩინოშინმა საიუბილეო, მე-100 ბაშო ნაადრევად შეწყვიტა
ტოჩინოშინმა ტაკარაფუჯი მარტივად დაამარცხა [VIDEO]
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა