ექვსი ერის გათამშების მესამე ტურში უელსის ნაკრებმა ინგლისის ეროვნული გუნდი სტუმრად 19:12 დაამარცხა
ექვსი ერის გათამშების მესამე ტურის შემდეგ გათამაშების ლიდერი გამოიკვეთა. უელსის ნაკრები წლეულს ყველაზე უკეთ გამოიყურება და ამ გუნდის მიერ წინა მატჩებში ნაჩვენებმა თამშის ხარსიხმაც ცხადჰყო, რომ ის ფავორიტია.

ამის დასტურად ინგლისში, "თვიქნემზე" მასპინძლებთან მოპოვებული გამარჯვებაც გამოდგება. "წითელმა ურჩხულებმა" მატჩის დასრულებამდე ხუთი წუთით ადრე შეცვლაზე შესული შუამარბის, სკოტ ვილიამსის ლელოს წყალობით ინგლისის ეროვნული გუნდი 19:12 დაამარცხეს.

უელსელებმა, როგორც სჩვევიათ, აკადემიურ სტილში, მკაცრი დაცვითა და სწრაფი, ეფექტური შეტევის მეშვეობით საწყის 20 წუთში მასპინძლებს ამოსუნთქვის საშუალება არ მისცეს. "პომებმა" მხოლოდ ამის შემდეგ შეძლეს თამაშის დალაგება და 23-ე წუთზე ოუენ ფარელის საჯარიმოთი ანგარიშიც გახსნეს. პირველი ნახევარი მასპინძლებმა 9:6 მოიგეს.

შესვენების შემდეგ ინგლისლები ფარელის საჯარიმოთი კიდევ უფრო დაწინაურდნენ - 12:6, თუმცა თამაშის დასრულებამდე დარჩენილ 35 წუთში მონაგარს ვეღარფერი შესძინეს. უელსელებმა კი, ჯერ ფულბეკის, ლეიგ ჰალპფენის ორი საჯარიმოთი გაათანაბრეს ანგარიში, მერე კი გამარჯვების მომტანი ლელოც მიითვალეს.

აღსანიშნავია, რომ მატჩის ბოლო წუთზე ინგლისელეთა გარემარბმა დევიდ სტრიტლმა ლელო გაიტანა, თუმცა მთავარმა არბიტრმა და ვიდეორეფერიმ ის ვერ დააფიქისრეს.

უაღრესად დაძაბული გამოდგა ედინბურგში შოტლანდიისა და საფრანგეთის ნაკრებების დაპირისპირება. "ლე ბლო", როგორც ჩანს, უელსის ეროვნული გუნდის ერთადერთი კონკურენტია და, სავარაუდოდ, სწორედ მათ დაპირისპირებაში გაირკვევა ექვსი ერის გამარჯვებულის ვინაობა.

იქამდე კი ფრანგებმა საკმაოდ ძნელი გამარჯვება მოიპოვეს "სკოტებთან" - 23:17. პირველ ნახევარში მასპინძლები აშკარად სჯობდნენ ბევრად უფრო ტიტულოვან მეტოქეს და 25-ე წუთისთვის 10:0 უგებდნენ. ფრანგებმა ტაიმის მიწურულისთვის შეძლეს მდგოამრეობის გამოსწორება და ანგარიში

გაათანაბრეს - 10:10.

შესვენების შემდეგ თამაში გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. ანგარიშში ჯერ ისევ "ნარშავები" დაწინაურდნენ, თუმცა მალევე ფრანგთა გარემარბის ჟულიენ მალზიოს შესანიშნავი ფლანგური გარღვევა ფულბეკის, მაქსიმ მედარის ლელოთი დასრულდა. ამას მორგან პარას საჯარიმო და ლიონელ ბუქსის არეკნი მოჰყვა, რისი წყალობითაც "ლე ბლო" წლეულს ჯერ კიდევ დაუმარცხებელი დარჩა.

მესამე შეხვედრაში, როგორც მოსალოდნელი იყო, ირლანდიის ნაკრებმა შინ იტალიის ეროვნულ გუნდს დიდი ანგარიშით სძლია - 42:10. "სკუადრა აძურამ" მასპინძლებს წინააღმდეგობა მხოლოდ პირველი 30 წუთის განმავლობაში გაუწია. "სამყურებმა" საბოლოოდ მეტოქეს ხუთი ლელო გაიტანეს და მატჩის გადარჩენის შანსიც არ დაუტოვეს.

ირლანდია-იტალია 42:10

ირლანდია: 5ლ - ბოუი (2), ირლსი, კარტი, ტრიმბლი. 4გ,3ს - სექსტონი.

იტალია: ლ - პარისე. გ,ს - ბოთი.

ინგლისი-უელსი 12:19

ინგლისი: 4ს - ფარელი.

უელსი: ლ - სკ. ვილიამსი. 4ს,გ - ჰალპფენი.

შოტლანდია-საფრანგეთი 17:23.

შოტლანდია: 2ლ - ჰოგი, ლ.ჯოუნზი. 2გ - ლაიდლოუ, ვეირი. ს - ლაიდლოუ.

საფრანგეთი: 2ლ - ფოფანა, მედარი. 2ს,2გ - პარა. ა - ბუქსი.

ექვსი ერი

სატურნირო მდგომარეობა

1. უელსი - 6 ქულა, 2. საფრანგეთი - 4, 3. ინგლისი - 4, 4. ირლანდია - 2, 5. შოტლანდია - 0, 6. იტალია - 0.

4 მარტი

საფრანგეთი-ირლანდია.

10 მარტი

უელსი-იტალია, ირლანდია-შოტლანდია.

11 მარტი

საფრანგეთი-ინგლისი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დრამატული ფინალი მსოფლიოს თასზე - სამხრეთ აფრიკამ ახალი ზელანდია მძიმე ბრძოლაში დაამარცხა და ტიტული შეინარჩუნა [VIDEO]
ნიკა ამაშუკელი მესამე ადგილისთვის შეხვედრაში კიდის მსაჯი იქნება
ახალმა ზელანდიამ არგენტინა დაამარცხა და მსოფლიო თასის ფინალში გავიდა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა