ესპანურმა გაზეთმა "მარკამ" მსოფლიო ფეხბურთში ქუსლით გატანილი ლეგენდარული გოლების რეიტინგი შეადგინა
ესპანურმა გაზეთმა "მარკამ" მსოფლიო ფეხბურთში ქუსლით გატანილი ლეგენდარული გოლების რეიტინგი შეადგინა.

გაზეთის მესვეურებს ამის სურვილი, 26 თებერვალს, მადრიდის "რეალის" ვარკლავის, კრიშტიანო რონალდოს ქუსლით "რაიო ვალეკანოს" კარში გატანილმა გოლმა (იხილეთ ვიდეო) გაუჩინა.

რეიტინგში პირველი ადგილი ალჟირელ რაბაჰ მადჯერს ხვდა, რომელმაც 1986/87 წლებში, ევროპის ჩემპოინთა თასის (ახლანდელი ჩემპიონთა ლიგა) ფინალში, პორტუგალიური "პორტუს" მაისურით მიუნხენის "ბაიერნს" გაუტანა (იხილეთ ვიდეო).

მადჯერმა თავი 77-ე წუთზე გამოიჩინა და ანგარიში 1:1 გახადა. საბოლოოდ "პორტუმ" ანგარიშით 2:1 გაიმარჯვა და თასს დაეუფლა. რეიტინგის შემქმნელთა აზრით, ალჟირელი ფეხბურთელის გოლი ყველაზე ლამაზი არაა, თუმცა პირველი ადგილი იმის გამო დაიკავა, რომ მნიშვნელოვან მატჩში გადამწყვეტი როლი შეასრულა.

მეორე ადგილზე ჰოლანდიელი იოჰან კრუიფის გოლია (იხილეთ ვიდეო) , რომელიც ფეხბურთელმა, 1973-74 წლების სეზონში, "ბარსელონაში" თამაშისას - ქუსლით ნახტომში გაიტანა.

მესამე ადგილზე არგენტინელი ალფრედო დი სტეფანოა. ქუსლით გოლი (იხილეთ ვიდეო) კი მან, 1954 წელს, ესპანეთის ჩემპიონატში, მადრიდის "რეალის" მაისურით "ვალიადოლიდს" გაუტანა. სხვათა შორის, მოგვიანებით დი სტეფანომ განაცხადა, რომ კარიერაში გატანილი გოლებიდან ყველაზე მეტად მასზე მოუხდა საუბარი.

რეიტინგში შედეგი ადგილები არგენტინელი ლეოპოლდო ლუკეს, შოტლანდიელი დენის ლოუს, იტალიელი რობერტო მანჩინის, ფრანგი ტიერი ანრის, ნორვეგიელი ჯონ კარეუს, ბრაზილიელი გრაფიტეს და ესპანელი გუტის გოლებს ხვდა.

მომზადებულია marca.com-ის მიხედვით

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა