"კანტუს" ქართველმა კალათბურთელმა ევროლიგის საიტის ორიგინალურ კითხვებს უპასუხა
ევროლიგის ოფიციალურ საიტზე ყოველ კვირას გამორჩეული კალათბურთელების ინტერვიუები ქვეყნდება. ამჯერად ევროლიგის საიტის სტუმარი მანუჩარ მარკოიშვილი იყო, რომლის მოსაზრება ქართველი მკითხველისთვისაც საინტერესო უნდა იყოს.

კითხვები მეტად ორიგინალურია. პირველი ასე ჟღერს:

- რამდენად მოგწონს ევროლიგის მატჩებისას სხვადასხვა ქვეყნებში მოგზაურობა?

- ეს ევროლიგის მნიშვნელოვანი ნაწილია, რადგან ყოველწლიურად უამრავი ადამიანი ერთვება ამ შეჯიბრებაში. ასევე საინტერესოა სხვადასხვა ქვეყნისა და კულტურის გაცნობა.

- ფანებზე რისი თქმა შეგიძლია?

- ყველა გუნდს თავისებურად გამორჩეული გულშემატკივარი ჰყავს, მაგრამ ბელგრადის "პარტიზანისა" და ათენის "პანათინაიკოსის" ქომაგი მაინც განსხვავებულია - ძალიან ხმაურიანები არიან, თამაშს ალამაზებენ და მასპინძლებს მოგებას უადვილებენ. ამ მხრივ "კანტუსაც" გამორჩეული გულშემატკივარი ჰყავს.

- რას გრძნობ, როცა ევროლიგის ჰიმნს ისმენ?

- ესაა ბოლო ზარი თამაშის წინ. სწორედ ჰიმნის მოსმენის შემდეგ უნდა დარწმუნდე, რომ მზად ხარ ფიზიკურად, ფსიქოლოგიურად და მენტალურად. არა მხოლოდ მატჩებისას, ევროლიგის ჰიმნის მოსმენა მოედნის მიღმაც სასიამოვნოა, თამაშების დეტალებს მახსენებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა