საქართველოში დღესდღეობით უნივერსალური ორთაბრძოლების უკვე ათამდე კლუბი ფუნქციონირებს
ამას ინათ, საქართველოს უნივერსალური ორთაბროლების ფედერაციამ (პრეზიდენტი ტარიელ შერვაშიძე) ჩვენი ქვეყნის პირველი ჩემპიონატის დასკვნითი, ფინალური შეხვედრები გორის ცენტრალური სასპორტო სკოლის დარბაზში გამართა.

ეს სახეობა ჩვენი ქვეყნისთვის ახალია, თუმცა სწრაფად ვითარდება და საქართველოში დღესდღეობით უნივერსალური ორთაბრძოლების უკვე ათამდე კლუბი ფუნქციონირებს სხვადასხვა ქალაქში.

პირველი ჩემპიონატი ოთხ ეტაპად იყო დაყოფილი. თავდაპირველად, რამდენიმე თვის წინათ, ასპარეზობა გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ჩატარდა.

მეორე ეტაპი ქუთაისში გაიმართა, მესამე - თბილისში. ფინალურ ეტაპზე გორში, სხვადასხვა წონით კატეგორიაში 9 ორთაბრძოლა შედგა, ბოლოს კი ქართველმა სპორტსმენებმა სამი სარეიტინგო ორთაბრძოლა გამართეს ამერიკელებთან.

შეჯიბრების დასაწყისში, დარბაზში მრავლად შეკრებილმა მაყურებელმა ჯერ სადებიუტო ორთაბრძოლებს ადევნა თვალი, რომელშიც ზვიად ლაზიშვილმა მოუგო თორნიკე თოთლაძეს (65 კგ), გიორგი ტაბატაძემ - გიორგი ხაჩიშვილს სძლია (70 კგ), შოთა ბეთლემიძისა და ბექა მიგრიაულის შეხვედრაში კი ფრე დაფიქსირდა.

შემდეგ ჩატარდა ბრძოლებში მესამე ადგილისათვის და საჩემპიონო ორთაბრძოლები, რომლის მიხედვითაც კვარცხლბეკი ასე განლაგდა: 65 კგ. 1. გელა ბარათაშვილი, 2. რამაზ ბებნაძე, 3. მერაბ დვალიშვილი; 70 კგ. 1. ლევან მაყაშვილი, 2. რაულ თუთარაული; 77 კგ. 1. ლევან მათიაშვილი, 2. ზვიად ქობალია, 3. შოთა აკულაშვილი; 84 კგ: 1. გიორგი ბუტიკაშვილი, 2. გიორგი ქველაძე.

ბოლოს "სუპერბრძოლებად" წოდებულ სარეიტინგო ორთაბრძოლებში ნოდარ კუდუხაშვილმა დაამარცხა მარკუს ვორელი (84 კგ), ემზარ ტეყეშელაშვილმა შაულ ნაშერი (93 კგ) და გიორგი სეთურიძემ დერეკ ბლექსნერი (+93 კგ).

ჩემპიონატის ფინალური ეტაპის ორგანიზატორები ადგილზე იყვნენ გორის მუნიციპალიტეტი, გორის უნივერსალურ ორთაბრძოლათა კლუბ "გორი ფაითის" ხელმძღვანელი, საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი კრივში ბექა ლობჟანიძე და უნივერსალური ორთაბრძოლების ფედერაციის შიდა ქართლის ორგანიზაციის პრეზიდენტი გიორგი კაბულაშვილი.

გაზაფხულიდან საქართველოს უნივერსალური ორთაბრძოლების ფედერაცია საქართველოს ახალ ჩემპიონატს დაიწყებს. მოქმედი ჩემპიონები კი საზღვარგარეთ განაგრძობენ სარეიტინგო პაექრობების გამართვას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა