ერევანში დაიწყო "პრეზიდენტის თასის" გათამაშება 18-წლამდელ ჩოგბურთელთა შორის. სომხეთის დედაქალაქს ოცამდე ჩვენებურმაც ჩააკითხა...

ერევანში დაიწყო "პრეზიდენტის თასის" გათამაშება 18-წლამდელ ჩოგბურთელთა შორის. სომხეთის დედაქალაქს ოცამდე ჩვენებურმაც ჩააკითხა. ბიჭების საკვალიფიკაციო ბადეში 6 ქართველი იყო. ყველა მეორე ეტაპიდან ჩაება ასპარეზობაში. ოთხმა მათგანმა მეორე წრეც გაიარა: მიხეილ ხმიადაშვილმა რუს კარენ ბაღდასარიანს მოუგო - 6:3, 6:3; ნიკა დოლიძემ — რუსეთის სახელით მოასპარეზე ნიკო მურადაშვილს - 6:3, 6:4; გიორგი ჯავახიშვილმა ანდრეი პეშკინს (რუსეთი) აჯობა - 7:5, 6:3, ხოლო ნიკა ფილფანმა - ვასილი სურდუკს (რუსეთი) - 7:5, 6:2. მხოლოდ ალექსანდრე დავლიანიძე დამარცხდა, ვისაც პირველ ნომრად განთესილმა რუსმა ფიოდორ ანდრიენკომ (874) აჯობა - 2:6, 6:7 (2).

ამ ოთხეულიდან ძირითად ბადეში სამმა გააღწია - მიხეილ ხმიადაშვილმა ფავორიტ ანდრიენკოს მოუგო - 6:1, 6:2. ნიკა დოლიძემ კი თანამემამულე გიორგი ჯავახიშვილი დაამარცხა - 6:2, 6:2. ლუკა ფილფანს არ გასჭირვებია გზიდან სერგეი დოროჟკინის (რუსეთი) ჩამოცილება. საკვალიფიკაციო ბადეში გამარჯვებული ქართული ტრიო ძირითადში რეიტინგით მოხვედრილ დავით ხუბუასა (1651) და "უაილდ ქარდით" მიწვეულ შოთა მეფარიძეს დაემატა. პირველი ეტაპის მატჩი მხოლოდ ფილფანმა გამართა, რომელმაც მე-2 ნომრად განთესილ რუს კირილ ტრიბშტოკს (493) მოუგო - 6:3, 6:3. ფილფანი 16 წლისაა. ეს მისი პირველი ტურნირია კარიერაში ახალგაზრდულ ასპარეზზე (ერთხელ დიდებში ითამაშა თბილისში) - შესაშური დასაწყისია.

გოგონების ძირითად ბადეში ერთბაშად 11 ქართველი ვიხილეთ! 14 წლის თამარ ჩალაღანიძე (794) სულაც მე-2 ნომრად იყო განთესილი, მაგრამ პირველივე წრეში რუს იულია ალექსანდროვასთან დათმო - 6:4, 4:6, 3:6. მე-3 ნომრად განთესილი ბაბილინა მაჩაიძე ანა პომიატინსკაიას (რუსეთი) ეთამაშება, ხოლო მე-4 ნომრად განთესილმა ნინო სუჯაშვილმა (934) ნელი პონომარიოვას (რუსეთი) მოუგო - 6:3, 6:1. მარიამ ქურასბედიანი მე-8 ნომრად განთესილ ვარვარა ფლინკთან (რუსეთი) დამარცხდა - 1:6, 1:6. მარიამ სხირტლაძეს (1926) მე-5 ნომრად განთესილმა ვიქტორია კლიმუშკინამ (რუსეთი) აჯობა - 6:1, 6:1. მარიამ დგებუაძემ "უაილდ ქარდით" მიწვეულ ვასილისა აპონასენკოსთან (რუსეთი) წააგო - 4:6, 2:6. ჯერ არ უთამაშიათ პირველი წრის მატჩები ბარბარე ერისთავს, ირინა თოიძეს (1243, მე-7 ნომრად განთესილი), ანი გოგვაძეს, თამარ ცხაკაიასა და თამარ კომახიძეს.

ლელო

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა