შეკითხვაზე - პროგრესირებს თუ არა საქართველოს ნაკრები, პასუხს შემდეგ მატჩამდე უნდა დაველოდოთ
29.02. თბილისი. მ. მესხი. 20 000 მაყურებელი

საქართველო-ალბანეთი 2:1

0:1 კანი (3), 1:1 ა. კობახიძე (48. თარგამაძის პასით), 2:1 ამისულაშვილი (88)

საქართველო ალბანეთი

4-2-3-1 4-1-4-1

რევიშვილი უიკამი

კაშია ლილა

ხიზანიშვილი დალკუ

ამისულაშვილი ველიუ

გრიგალავა აგოლი

კანკავა ბულკუ

დაუშვილი როში

თარგამაძე ვილა

ანანიძე ჰიკა

ა. კობახიძე მუზაკა

დვალიშვილი როში

მწვრთნელი მწვრთნელი

თ. ქეცბაია ჯ. დე ბიაზი

საქართველო

46. გრიგალავა - კვირკველია

46. დაუშვილი - გელაშვილი

56. დვალიშვილი - მარცვალაძე

73. ანანიძე - ყენია

89. თარგამაძე - გრიგალაშვილი

90. კანკავა - ძარია

სათადარიგოები: ლორია, ლობჟანიძე, მ. კობახიძე, ხუბუტია, გორგიაშვილი

ალბანეთი

53. ჰიკა - ზექირი

74. მუზაკა - ბაქაი

79. კანი - სადიკუ

89. უიკამი - შეჰი

სათადარიგოები: ოსმანი, ჯანუზი, ლიკა

გაფრთხილება: ბულკუ (51), ლილა (68), ვილა (83), კანკავა (89)

გაძევება: ბულკუ (89)

არბიტრი: გ. სიდენკო (მოლდოვა)

ფეხბურთშიც და სპორტის ნებისმიერ სახეობაშიც მთავარი შედეგია და კარგია, რომ 29 თებერვალს საქართველოს ნაკრებმა წლის პირველი მატჩი გამარჯვებით დაასრულა.

თუმცა "მიხეილ მესხზე" შეკრებილ მრავალრიცხოვან გულშემატკივარს უკმარისობის განცდა მაინც დარჩა - მოლდოველი არბიტრის, გენადი სიდენკოს გადამეტებული სიმპათიები ბევრს არ ესიამოვნა და ქომაგთა და ჟურნალისტთა დიდმა ნაწილმა სტადიონი იმის შეგრძნებით დატოვა, რომ საქართველოს ნაკრების გამარჯვებაში ამ ადამიანმა თავისი არცთუ მოკრძალებული როლი ითამაშა.

ვიმეორებთ, რომ შედეგი მთავარია და ისტორიისა თუ ფიფას სანაკრებო რეიტინგისთვის მთავარი ტაბლოა, მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ოფიციალურ მატჩებში ორი კი არა, ერთი პენალტიც სანატრელი გვექნება და ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ დიდი ალბათობით, შიგადაშიგ ალბანელთა ბედსაც გავიზიარებთ. ცალკე თემაა ის, რომ საქართველოს ნაკრებმა ზედიზედ მესამე პენალტი გააცუდა, რაც, ცხადია, სულაც არ არის მაღალი კლასის ნიშანი.

საფეხბურთო ზეიმი კი, ავად თუ კარგად, მაინც შედგა, რაც, უპირველესად, ტრიბუნებზე ხალხის სიმრავლემ განაპირობა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივამ უდავოდ გაამართლა, ამინდიც კარგი იყო და უფასო სანახაობაზე გულშემატკივრები მრავლად მივიდნენ.

როგორც ჩვენთან ხდება ხოლმე, სტადიონზე ხალხის შესვლის პროცესი დაახლოებით პირველი ტაიმის შუაწელამდე გაგრძელდა და საბოლოო ჯამში, სტადიონის პირთამდე შევსებასაც ბევრი არაფერი დააკლდა.

საქართველოს ნაკრების ძირითად შემადგენლობაში განსაკუთრებული სიურპრიზები არ ყოფილა. თემურ ქეცბაიამ მისთვის ტრადიციულ 4-2-3-1 სისტემას მიმართა, სადაც თითქმის ყველა ფეხბურთელი ჩვეულ პოზიციაზე გაამწესა. უნდა შევნიშნოთ, რომ გურამ კაშია მარჯვენა მცველი იყო, ზურაბ ხიზანიშვილი კი დაცვის ცენტრში იდგა.

ალბანელები სწრაფი გოლით დაწინაურდნენ - ზურაბ ხიზანიშვილის გადაცემა ედგარ კანიმ ჩაჭრა, დასარტყამ პოზიციაზე გავიდა და მეკარისგან მარცხენა დაბალ კუთხეში უნაკლოდ დაარტყა.

პირველი ტაიმი ქართველებმა ძალიან უხარისხოდ ჩაატარეს - მაღალ ტემპში ვერ თამაშობდნენ, არ იყო მწვავე გადაცემები და რგოლებს შორის კავშირი ხშირად წყდებოდა. ყველაფრის მიუხედავად, ქეცბაიას ფეხბურთელებს მაინც შეეძლოთ ანგარიშის გათანაბრება, რისი ყველაზე რეალური შანსიც 28-ე წუთზე მიეცათ.

ლადო დვალიშვილი ალბანელ მცველთან ორთაბრძოლაში დაეცა და ნაკრებში ხანგრძლივი უგოლო პაუზის შეწყვეტა სცადა, თუმცა მის მიერ შესრულებული თერთმეტმეტრიანი სტუმართა მეკარე სამირ უიკამმა მოიგერია და დამატებაზე შესრულებულ არანაკლებ სახიფათო დარტყმასაც გაუმკლავდა.

როგორც ქეცბაიამ მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე თქვა, შესვენებაზე ფეხბურთელებს მკაცრად ესაუბრა, ამან კი შედეგი აშკარად გამოიღო. საყრდენი მურთაზ დაუშვილის ნაცვლად მოედანზე შესულმა ნიკა გელაშვილმა ჩვენი გუნდის შეტევა გამოაცოცხლა, უკეთ ათამაშდნენ შემტევი ნახევარმცველებიც. ალექსანდრე კობახიძემ შეტევის მარცხენა ფრთა გელაშვილს დაუთმო, თავად კი ცენტრში გადაინაცვლა, რამაც უდავოდ გაამართლა.

ჯანო ანანიძის ნიჭიერებაში ეჭვი არასდროს შეგვპარვია, მაგრამ ნაკლებად წარმოვიდგენდით, რომ კლუბში მცირე სათამაშო პრაქტიკის მქონე ნახევარმცველი ალბანეთთან ასე ნაყოფიერად იმუშავებდა და საქართველოს ნაკრების ნამდვილ ლიდერად წარმოაჩენდა თავს. ჯანოსა და სანდროზე არანაკლებ პროდუქტიული იყო დავით თარგამაძე და საქართველოს ნაკრების გადამწყვეტი უპირატესობა სწორედ ახალგაზრდა შემტევი შუახაზელების აქტიურობამ განაპირობა.

ალბანელებისა არ იყოს, ტაიმი ქართველებმაც სწრაფი გოლით დაიწყეს, რამაც გამარჯვებაში დიდი როლი ითამაშა - 48-ე წუთზე თარგამაძემ კობახიძე მოძებნა, რომელმაც ბურთი სტუმართა კარში ერთი შეხებით გადაგზავნა - 1:1.

ამას ქართველთა მიერ ვერგამოყენებული რამდენიმე ნახევრადმომენტი მოჰყვა, რასაც ყრუ დაცვაში ჩამჯდარი და აშკარად ფრეზე ორიენტირებული ალბანელები იშვიათი კონკრშეტევებით პასუხობდნენ.

ნუკრი რევიშვილი უქმად სულაც არ ყოფილა - საქართველოს ნაკრების კარის დარაჯმა 76-ე წუთზე ჩვენი გუნდი ემილიან ვილას შორეული და საკმაოდ უხერხული დარტყმისგან იხსნა.

85-ე წუთზე კი არბიტრმა სტუმართა კარში პენალტი ალბანელ მცველთან ორთაბრძოლაში წაქცეული კობახიძის გამო დანიშნა. ამის შემდეგ მომხდარი ამბები კი, თავისუფლად შეგიძლიათ, საფეხბურთო კურიოზების კოლექციაში შეიტანოთ - თარგამაძეს ალბანელთა მეკარემ აჯობა, დამატებაზე ბურთი ხარიხას მოხვდა, ალბანელებმა ხიფათი ვერ განმუხტეს და შეტევაში ჩასულმა ალექსანდრე ამისულაშვილმა გამარჯვების გოლი გაიტანა. ნამატჩევს მსაჯთა ბრიგადასთან ალბანელთა რისხვისგან დასაზღვევად სამართალდამცავები მივიდნენ.

ალბანელები საქართველოდან კვლავ ხელცარიელები მიდიან, ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, შეკითხვაზე - პროგრესირებს თუ არა საქართველოს ნაკრები, პასუხს შემდეგ მატჩამდე დაველოდოთ.

მატჩის შემდეგ

თემურ ქეცბაია: პენალტით ერთი გოლიც არ გაგვიტანია

ჯანი დე ბიაზი (ირონიით): მსაჯობა? კომენტარი ზედმეტია!

ალბანელთა კაპიტანი ერვინ ბულკუ: მსაჯი ქართველების მხარეს იყო!

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

bondo
მაგას ვერავინ დამარწმუნებს,რომ ქეცბაიამ თამაში ჩააწყო და თანამდებობას ებღაუჭება. კარგით რა, ყველაფერს თავისი საზღვარი აქვს.
qifsuta-7
ასე იყო ესტონეთთანაც მსაჯის დახმარებით მოვიგეთ იმიტომ რომ ეს ქეცბაიას ძალიან სჭირდებოდა, არავის არაფერს არ ვაბრალებ მაგრამ საეჭვო დამთხვევაა. იქნებ სჯობდა წაგვეგო სწორ დასკვნებს მაინც გავაკეთებდით
negredo
ესეთი მსაჯები რომ ჩამოგვყავს სამსაჯოდ იმიტომ არავინ გვეთამაშება თბილისში საიდან მოიგონა მსაჯმა ის ორი პენალტი გაუგებარია..
GIA
ნაკრებისთვის მეტად სასარგებლო თამაში იყო.ნათლად დავინახეთ ძლიერი და სუსტი მხარეები.გუნდის ბირთვის ჩამოყალიბების სტადიაში ვართ. ნახევარდაცვაში კარგად წარმოაჩინეს თავი თარგამაძემ, კობახიძემ და ანანიძემ.კანკავა და დაუშვილი აშკარად მოიკოჭლებდა. დაცვიდან ხიზანიშვილს გამოვყოფ, მიუხედავად დაშვებული შეცდომისა კარგად ითამაშა.თავდასხმა კი ჩვენი აქილევსის ქუსლია. თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ ჩვენი ფეხბურთელების დიდი ნაწილი ფორმიდან ძალიან შორს არიან, მომავალს მაინც იმედიანად ვუყურებთ. მთავარია თითოეულმა ფეხბურთელმა მინდორზე ყველაფერი დადოს.
irakli13
სახლში მოგება თუ გვინდა, ერთი თავდამსხმელით თამაში?!...
dato
გილოცავთ ყველას, სულ ესე გამარჯვებით გვევლოს ეს წელი... ისე მსაჯმა მაგარი გვიჯიგრა, მაგას მემგონი თამაში გამაზული ჰქონდა
gigi1984
ღმერთმა ყველას ხელი მოუმართოს,მაგრამ ყაზახეთში მიდის ხალხი და ეგრევე ინტერვიუა,შალამბერიძემ რა დააშავა??!გაგვაგებინეთ რა ხდება?
GIA
თამაში საინტერესო იყო 2 განსხვავებული ტაიმი ვნახეთ. ვფიქრობ თამაშის ხარისხი დასახვეწია.მსაჯმა აშკარად ჩვენი მხარე დაიჭირა, მაგრამ ეს არაა მთავარი. საბოლოოდ მაინც გავიმარჯვეთ.
zaza sigu
ვაი საცოდაობა ეს რა ვნახე!! ფუუ ამნაირ მოგებას.
rezo
ამ გუნდს ძაან ბევრი სამუშაოს ჩატარებას მოუწევს თუ საშუალო დონეზე თამაში უნდათ.კობიაშვილი ერთ-ერთ პენალტს ნაღდად გაიტანდა...ნერვები დამწყდა
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!
[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია