უეფამ და ევროპულმა კლუბებმა მოილაპარაკეს, ჯერი ფიფაზეა

საკლუბო ფეხბურთმა მორიგი, წარმატებული იერიში განახორციელა სანაკრებოზე - სამშაბათს ვარშავაში ევროპული კლუბების ასოციაციის (EჩA) გენერალურ ასამბლეაზე გამოაცხადეს, რომ ამ ორგანიზაციამ, რომელიც ევროპის 201 ტოპ-კლუბს აერთიანებს მიაღწია შეთანხმება უეფასთან, რომელსაც მხოლოდ ფიფას ბეჭედი აკლია - სანაკრებო თამაშების რიცხვი მოიკლებს.

დღევანდელი განსაზღვრებით ეროვნულ გუნდს წელიწადში 12 შეხვედრის გამართვის უფლება აქვს. კლუბები, არც მეტი არც ნაკლები, უეფასგან ამ რიცხვის განახევრებას (!) მოითხოვდნენ.

რა თქმა უნდა, უეფამ ეს წინადადება უარყო, მაგრამ დათმობაზე წასვლა მაინც მოუწია. ახალი შეთანხმებით 2 წლის განმავლობაში ნაკრებებს 9 ორ-მატჩა ასპარეზობის გამართვა შეუძლიათ.

ორ-მატჩიანში ვგულისხმობთ სანაკრებო პაუზას, როცა ეროვნული გუნდი 3-4 დღის შუალედში ორ შეხვედრას მართავს. ანუ, წლის განმავლობაში ნაკრების მიერ გამართული შეხვედრების მაქსიმალური რიცხვი შეიძლება იყოს 10 (მეორე წელს 8). საშუალოდ, კლუბებმა წელიწადში 3 თამაში "მოიგეს", ეს კი მნიშვნელოვან დარტყმას მიაყენებს სანაკრებო ფეხბურთს.

უეფას და კლუბებს შორის მიღებულ მემორანდუმში კიდევ რამდენიმე შენიშვნაა. მაგალითად, ორ-მატჩიანი კალენდარი ისე უნდა იყოს შედგენილი, რომ აუცილებლად ორივე შეხვედრა ერთ კონტინენტზე ჩატარდეს.

კიდევ უფრო სახიფათოა მეორე პუნქტი სანაკრებო ფეხბურთისთვის - ფეხბურთელებმა არ უნდა ითამაშონ წელიწადში ერთზე მეტ საერთაშორისო ტურნირში. ამასთან, სანაკრებო პაუზა აუცილებლად უნდა დასრულდეს ივლისის შუაში. თუკი ეს ხელშეკრულება ძალაში შევა, სანაკრებო ფეხბურთი აუცილებლად დაემშვიდობება აგვისტოს ამხანაგურ მატჩებს.

აი, რა თქვა EჩA-ს შეფმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ: "კლუბების შეთანხმება უეფასთან დიდი წინგადადგმული ნაბიჯია. თუმცა ჯერჯერობით არ მიგვიღწევია შეთანხმება ფიფასთან. ფიფას პრეზიდენტთან მოლაპარაკება ჩიხში შევიდა".

არ დაუგვიანია რეაქციას ფიფას შტაბ-ბინიდანაც: "ევროპული კლუბების ასოციაციის ხელმძღვანელთა კომენტარებმა გაგვაკვირა. შექმნილია სამუშაო ჯგუფები, რომლებიც უკვე 5 მარტს დაიწყებენ მომავალ საერთაშორისო კალენდარზე დისკუსიას.

ამ ორგანიზაციის წარმომადგენლები ბოიკოტს უცხადებენ ასეთ შეხვედრებს, რაც პროგრესის მიღწევაში ხელს გვიშლის. რაც შეეხება საერთაშორისო კალენდარს, ის უნდა შედგეს ერთიანი ხელმძღვანელობით და მისი ერთადერთი განმსაზღვრელი იქნება ფიფა", - იუწყება ფიფას შტაბ-ბინა.

უეფა კიდევ რამდენიმე დათმობაზე წასულა. მაგალითად, ის აღარ ითხოვს კლუბებისგან საერთაშორისო მატჩებში დაშავებულ

ფეხბურთელთა მკურნალობა თავის თავზე აიღონ და ეს პუნქტი უკვე ევრო 2012-ის ფინალური ტურნირიდან შევა ძალაში.

ამასთან, უეფა გაუზრდის დაფინანსებას კლუბებს, იმისთვის, რომ მათმა ფეხბურთელებმა საერთაშორისო შეჯიბრებებში მიიღონ მონაწილეობა - ბოლოს ეს თანხა ჯამში 50 მილიონ ევროზე მეტს შეადგენდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა