ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

მაესტროს საყვარელი ფეხბურთელი

მაესტროს საყვარელი ფეხბურთელი

მაურო კამორანეზიმ "იუვენტუსში" რვაწლიანი მოღვაწეობის შემდეგ, ტურინული გრანდი დატოვა და გერმანიაში...

ზუსტად ისე, როგორც არგენტინულ ტანგოში: რიტმი, იმპროვიზაცია, ვნება. ეს მაურო ხერმან კამორანეზის ფეხბურთია

მაურო კამორანეზიმ "იუვენტუსში" რვაწლიანი მოღვაწეობის შემდეგ, ტურინული გრანდი დატოვა და გერმანიაში, კერძოდ "შტუტგარტში" გადავიდა. მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონის ტრანსფერს შვაბური კლუბის გულშემატკივრები დიდი ზარზეიმით შეხვდნენ და 33 წლის მარჯვენა ნახევარმცველზე უდიდეს იმედებს ამყარებენ. კამორანეზი ტექნიკურად სრულყოფილი, გამოცდილი, ყველანაირად ჩამოყალიბებული ფეხბურთელია და ორი აზრი არ არსებობს, ამ ზაფხულს ბუნდესლიგაში გადასული მოთამაშეებიდან ერთ-ერთი საუკეთესო გახლავთ. სტატიაში, რომელსაც ქვემოთ წაიკითხავთ, შევეცდებით, მაურო ცოტა სხვა კუთხითაც გაგაცნოთ.

მაურო კამორანეზი პრესასთან იშვიათად, მეტიც, ძალიან იშვიათად საუბრობს, მაგრამ თუ რამე არ მოსწონს, ადრესატებს ყოველთვის პირში ეუბნება. და სხვათა შორის, მას საკმაოდ ხშირად არ მოსწონს რაღაც.

კამორანეზის სატელევიზიო თუ საგაზეთი გამოსვლებიდან პირველ რიგში გვახსენდება ამბავი, რომელიც დაახლოებით ორწელიწადნახევრისწინანდელია. "სკაი სპორტ იტალიას" კორესპონდენტმა მაუროს ჰკითხა, მაინც ვინ უფრო დიდი ფებხურთელი იყო, დიეგო მარადონა თუ მიშელ პლატინიო. კამორანეზის პასუხი: "ეს რა კითხვაა? პლატინი საკმარისად კარგი იყო იმისათვის, რომ დიეგოს ჩანთა და ბუცები ეტარებინა!"

შესაძლოა, საჭირო არც იყოს, მაგრამ მაინც გაგახსენებთ, რომ მიშელ პლატინი "იუვენტუსის" ცოცხალი ლეგენდაა, "იუვე" კი ის გუნდია, სადაც მაურო მსოფლიო დონის ფეხბურთელად ჩამოყალიბდა და კარიერა გაიკეთა.

ამბობს იმას, რასაც ფიქრობს

"შტუტგარტის" ახალი ნახევარმცველი ძალიან ძლიერი ნებისყოფისა და ხასიათის მქონე ადამიანია, ანუ, ტიპური სენზა პელი სულლა ლინგუა გახლავთ - როგორც მასზე იტალიაში ამბობენ: პირში მთქმელი, გულახდილი, ხშირად ზედმეტად გულახდილიც კი.

მაუროს მორიგი ცნობილი განცხადება: "50-იან წლებში ფეხბურთი გაცილებით საინტერესო და მიმზიდველი იყო. მაშინ ხალხი უბრალოდ ფეხბურთს თამაშობდა და უყურებდა. დღეს კი ათასი ტელევიზია და ასიათასი გაზეთი არსებობს და პრესა ისე ჭრის და კერავს ყველაფერს, როგორც უნდა. დღეს უკანასკნელ ფეხბურთელსაც აქვს ათასი სისულელის წამოროშვის საშუალება. ჩემი ნება რომ იყო, ტელევიზიებსაც გავაუქმებდი და გაზეთებსაც."

და კიდევ ერთი: "დღეს ფეხბურთელს ფეხბურთში აღარაფერი აინტერესებს – გარდა ფულისა. შესაბამისად, გამორიცხულია, რომ დღეს კარგი ფეხბურთელი სამუდამოდ დარჩეს ხალხის მეხსიერებაში. ის წავა, მის ადგილს სხვა დაიკავებს და ყველას საკმაოდ მალე დაავიწყდება."

კამორანეზი ამბობს ყველაფერს, რასაც ფიქრობს - მიუხედავად იმისა, რომ ხანდახან მწარე სიმართლეს იძახის. მაუროს აზრით, 50-იან წლებში ფეხბურთელს, რომელიც კლუბს 8 წელი ემსახურა, არავინ დაივიწყებდა, დღეს კი ყველაფერი სხვანაირადაა. ამიტომაც არ აქვს იმედი, რომ "იუვეს" ქომაგებს ის დიდხანს ემახსოვრებათ.

რამდენიმე წლის წინათ, იტალიაში ჟურნალისტები კამორანეზის კრიტიკას მოჰყვნენ - იტალიის ჰიმნს არ მღერისო. მაუროს პასუხი: "კრიტიკა ჩემთვის მისაღებია, მაგრამ ჰიმნს ვერ ვიმღერებ. სამაგიეროდ, იტალიის ჰიმნს სიამოვნებით მღერიან ჩემი შვილები, რომლებიც აქ, იტალიაში დაიბანდნენ. მე კი დაკარგული ადამიანი ვარ, რადგან საკუთარი სამშობლო არ მაქვს. სამშობლოს ვერც არგენტინას ვუწოდებ, რადგან იქიდან ძალიან მალე გადავიხვეწე. შესაბამისად, მე არც არგენტინის ჰიმნის ტექსტი ვიცი. ერთი სიტყვაც კი არ ვიცი. მე არ მაქვს სამშობლო, იტალიის ნაკრებში კი სიამოვნებით ვთამაშობ და ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯები. ჩემი შვილები კი იტალიელები არიან და ჰიმნის ტექსტიც ზეპირად იციან."

რანიერი: მაუროს სათადარიგოთა სკამზე დასმა დანაშაულია!

2006 წელს მსოფლიოს ჩემპიონობა იტალიის ნაკრებთან ერთად კი იზეიმა, მაგრამ მის ძარღვებში არგენტინული სისხლი ჩქეფს და სხვათა შორის, "კამოს" (როგორც მას იუვენტუსის ფანები ეძახდნენ) ფეხბურთის თამაშის დროს არგენტინელობა ნებისმიერ წამს ეტყობა.

"ტიპური არგენტინელი ძალიან ემოციური და ჭკვიანია. არგენტინელ ფეხბურთელთა უმრავლესობას თამაში ქუჩაში, ასფალტზე აქვს ნასწავლი. ქუჩაში კი, მოგეხსენებათ, თუ ჭკვიანი არ ხარ, სწრაფად დაიკარგები. აღარაფერს ვამბობ კარიერის აწყობაზე," - ამბობს კამორანეზი.

თავის დროზე "იუვეს" ლეგენდა ფრანკო კაუზიომ თქვა: "მაუროს უდიდესი უპირატესობა აქვს, რაც იმაში მდგომარეობს, რომ ის არგენტინელია. ეს იმას ნიშნავს, რომ ის ძალიან ჭკვიანი, მონდომებული, ამაყი და ამავე დროს მკაცრი და გამძლეა."

თამამად ვიტყვით: სწორედ ამ ყველაფრის გამო გახდა გოლფისა და როკმუსიკის მოყვარული მაურო კამორანეზი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველი და ამიტომაც შექმნა ეპოქა იტალიის ნაკრებში. რაც შეეხება მუსიკას - ალბათ ბევრმა არც იცის, რომ მაურო როკ-ჯგუფში ბას გიტარაზე უკრავს.

უმეტესად მარჯვენა ფლანგზე თამაშობს, მაგრამ შეუძლია როგორც მარცხნივ, ისე შუაში, ჩამშლელად თუ გამთამაშებლად თამაშიც. მნიშვნელობა არ აქვს, რომელ პოზიციაზე დგას, კამორანეზი თავის გუნდს დაუნდობლობას, ამოუცნობობას მატებს, გუნდში წესრიგს ამყარებს და თანაგუნდელებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო მოტივატორია.

"როცა მაურო მოედანზე, ყველაფერი იცვლება. მისი სათადარიგოთა სკამზე დასმა კი უდიდესი დანაშაულია, - ეს სიტყვები "რომას" თავკაც კლაუდიო რანიერის ეკუთვნის, რაც მან "იუვენტუსის" მწვრთნელობისას თქვა, - ტაქტიკურად მასზე სრულყოფილ ფეხბურთელს მე არ ვიცნობ!"

სწორედ ამიტომ არის მაურო კამორანეზი მარჩელო ლიპის ერთ-ერთი უსაყვარლესი ფეხბურთელი. მართალია, "მაესტროს" გაცილებით დიდ "ფანტაზისტებთან" უმუშავია და კამორანეზი არც არის "ფანტაზისტა", სამაგიეროდ, ის ყველაზე დამჯერი, ყველაზე მუშა და თავდაუზოგავი მოთამაშეა, რაც თვითონ ლიპისაც არაერთხელ უთქვამს.

როგორც არგენტინული ტანგო

მაგრამ კამოს ასაკი მოემატა და შესაბამისად, ისეთი ფეხბურთელი გახდა, რომელსაც ტრავმის მიღების გაცილებით მეტი შანსი აქვს, ვიდრე ადრე - ფეხბურთის სათამაშოდ საუკეთესო წლებში. გასულ სეზონში მან თავიდან ბოლომდე მხოლოდ 12 მატჩში იასპარეზა, იმის წინა სეზონში კი სულ რაღაც 9 შეხვედრაში გაატარა მეოდანზე 90 წუთი. ამის მიზეზი კი პირველ რიგში კუნთების პრობლემები იყო. მიუხედავად ამისა, მაურო დღესაც ისევეა მოტივირებული, რომ შეუძლია, ძალიან ბევრ გუნდს დაეხმაროს.

ამრიგად, რვაწლიანი მოღვაწეობის შემდეგ, მისთვის "იუვენტუსი" დამთავრებული ეპოქაა. ტურინული გრანდი კამორანეზის ძალიან ემოქციური პრეს-რელიზით გამოეთხოვა: "ზუსტად ისე, როგორც არგენტინულ ტანგოში, მისი თამაში სავსე იყო რიტმით, იმპროვიზაციითა და ვნებით: ეს მაურო კამორანეზის ფეხბურთია," - ეწერა "იუვენტუსის" ოფიციალურ პრეს რელიზში, რომელსაც ასეთი სათაური ჰქონდა: "როცა ფეხბურთი ხელოვნებაა."

საფეხბურთო მოედანს მიღმა კი კამორანეზი ფეხბურთელ კამოს სრული ანტიპოდია: ანტი-ვარსკვლავი. თავად განსაჯეთ: თქვენ ვერ ნახავთ ვერცერთ სარეკლამო რგოლს მაუროს მონაწილეობით. საკუთარი ვებ გვერდი? არ აქვს! კამორანეზის მოედანს მიღმა დრიბლიორობა არასდროს მონდომებია.

მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალის წინა ღამეს

2006 წლის მუნდიალის ფინალის წინა ღამეს მაუროს ცხოვრებაში ისეთი რამ მოხდა, რასაც მსოფლიოს ჩემპიონი კამო სიკვდილამდე არ (ვერ) დაივიწყებს: "ფინალის წინა ღამეს დიდხანს არ დაგვეძინა. მიუხედავად იმისა, რომ მეორე დღეს ფინალი გველოდა, ღამის სამ საათამდე დავბოდიალობდით. მარჩელო ლიპი ამის გამო ძალიან გაბრაზდა, მაგრამ მიხვდა, რომ გაბრაზებას აზრი არ ჰქონდა, რადგან რომც დავწოლილიყავით, მაინც არ დაგვეძინებოდა და უმჯობესი იყო, ერთმანეთში გვესაუბრა, ვიდრე ლოგინში გვეყურყუტა დილამდე. ღამის სამი საათი იყო, როცა ჩირო ფერარა ჩემთან მოვიდა და მითხრა: მარადონა რეკავს!"

მე ვუპასუხე: "დიეგო? რა თქმა უნდა, აბა რა! მოკითხვა გადაეცი და უთხარი, რომ მასთან ლაპარაკი არ მინდა!" და ფერარას გავეცალე. ათი წუთის შემდეგ ჩირო ისევ მომიახლოვდა და მობილური ტელეფონი მომაჩეჩა, შენ გიჟი ხომ არ ხარ, კიდევ რეკავს და დაელაპარაკეო. მაინც არ მჯეროდა, მაგრამ ტელეფონი ყურთან მივიტანე და იქიდან გავიგე იმ ადამიანის ხმა, რომელზეც მთელი ბავშვობა ვგიჟდებოდი, რომლის პლაკატებით ოთახები მორთული მქონდა.

"მშვიდად იყავი, არ ინერვიულო. შენ ხვალ მსოფლიოს ჩემპიონი გახდები! ახლა კი დაიძინე, დამიჯერე, უმჯობესია, რომ დაიძინო!"

ეს მართლაც დიეგო არმანდო მარადონა იყო! და მე თავი სიზმარში მეგონა. დიეგოს არც პირადად ვიცნობდი და მასთან არც ტელეფონზე მქონდა ნასაუბრები. ეს იყო ყველაზე ემოციური მომენტი ჩემს ცხოვრებაში."

მაურო ხერმან კამორანეზი ბოლო ათწლეულის მართაც ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო, ყველაზე მუშა მარჯვენა ნახევარმცველია. მიუხედავად იმისა, რომ უკვე 33 წლისაა, ეჭვის შეტანა არ შეიძლება იმაში, რომ ის "შტუტგარტს" ძალიან გამოადგება...

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

"ფენერბაჰჩეს" მოურინიოს შესაძლო შემცვლელებს შორის ორი კანდიდატი ჰყავს

უარი ხავისგან - "ლევერკუზენი" ახალი მწვრთნელის ძიებაშია

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით

[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!