დუბაის ტურნირის საიუბილეო მე-20 გათამაშებაში შვეიცარიელმა მიკაელ ლორდა დაამარცხა

დუბაის ტურნირი 1993 წლიდან ტარდება და მას ყოველთვის წყალობდნენ წამყვანი ჩოგბურთელები, ბოლო ათწლეულში კი პრაქტიკულად მთელი ელიტა თებერვალში საემიროებში მიემგზავრება ამ ტურნირში მონაწილეობის მისაღებად. ამას ხელს უწყობს შთამბეჭდავი საპრიზო ფონდი და ბრწყინვალე ორგანიზაცია.

წელს, საიუბილეო მე-20 გათამაშებაში ტოპ-ათეულის რვა წარმომადგენელს ვხედავთ. მხოლოდ რაფაელ ნადალი და დავიდ ფერერი არ ჩავიდნენ საემიროებში. რაფა ამერიკული "მასტერსებისთვის" ემზადება, ფერერი კი თებერვალში, ტრადიციულად, სამხერთამერიკულ გრუნტს ანიჭებს უპირატესობას.

ფავორიტები პირველივე წრიდან ჩაებნენ ბრძოლაში. გუშინ ჯოკოვიჩის გამარჯვებაზე უკვე მოგიყევით. მეორე დღეს სხვა წამყვანი ჩოგბურთელების ჯერი დადგა. თუმცა სანამ მათ თამაშებზე ვილაპარაკებდეთ, ერთი უცნაური მატჩის შესახებ.

სპეციალური მიწვევით დუბაიში ჩავიდა 30 წლის ომარ ავადი, რომელიც ATP-ის რეიტინგში 805-ე პოზიციაზე მაღლა არასოდეს ასულა, ახლა კი საერათოდ არ ირიცხება კლასიფიკაციაში. პირველ წრეში ის უკრაინელ სერგეი სტახოვსკის ხვდებოდა და 36 (!) წუთში დამარცხდა - 1:6, 2:6.

ამ რეკორდის მოხსნა შეეძლო როჯერ ფედერერს, რომელმაც 17 წუთში 6:0 მოუგო პირველი სეტი ფრანგ მიკაელ ლორდას.

ამ უკანასკნელმა, ორი დღის წინ მარსელის ტურნირის ფინალი წააგო ხუან მარტინ დელ პოტროსთან. მეორე სეტში შვეიცარიელმა მოადუნა ყურადღება მიღებაზე და ლოდრა ერთი მეორის მიყოლებით იღებდა საკუთარ გეიმებს. ტაი-ბრეიკზე ფრანგმა სეტის მოგების რეალური შანსი მიიღო, მაგრამ ჯერ 5:4-ზე დათმო მინი-ბრეიკი, შემდეგ კი მეტოქის მოწოდებაზე სეტბოლი ვერ გამოიყენა. 6:6-ზე ფედერერმა ზედიზედ ორი ბურთი მოიგო და მეორე წრეში ესპანელ ფელისიანო ლოპესზე გავიდა.

მარსელის ტრიუმფატორმა ხუან მარტინ დელ პოტრომ, რომელიც ზედიზედ მესამე ტურნირს თამაშობს, დუბაიში მოგებით დაიწყო გამოსვლა. მისი მეტოქე უკრაინელი ალექსანდრ დოლგოპოლოვი იყო. ამ უკანასკნელმა კარგად დაიწყო და პირველივე გეიმში ბრეიკი გააკეთა, მაგრამ შემდეგ გეიმში სამი ორმაგი შეცდომა დაუშვა და მეტოქეს ანგარიშის გათანაბრების საშუალება მისცა. ამის შემდეგ ინიციატივა არგენტინელმა მოიპოვა და ბრეიკი გააკეთა. დოლგოპოლოვი მეცხრე გეიმში გააქტიურდა, როცა ხუან-მარტინი სეტზე აწვდიდა. უკრაინელმა ორმაგი ბრეიკ-პოინტი მიიღო, მაგრამ დელ პოტრო არ მოდუნდა და ამ გეიმში დაასრულა საქმე - 6:3.

რთული სტარტი ჰქონდათ ენდი მიურეისა და ჟო-ვილფრიდ ცონგას. ბრიტანელი გერმანელ მიხაელ ბერერთან მატჩში ფეხის მცირე ტრავმით თამაშობდა. თუმცა თავიდან, ეს დაზიანება ხელს არ უშლიდა ენდის. ბერერმა აქტიურად დაიწყო მატჩი, მაგრამ მალე მიურეიმ დააწყნარა თავისი მეტოქე. ნახევარი ძალით მოთამაშე ბრიტანელმა დამაჯერებლად მოიგო პირველი პარტია და მეორეში ბრეიკით დაწინაურდა, მაგრამ სწორედ აქ ელოდა მას პირველი სირთულეები.

თავიდან ენდი გეიმში თანაბარი ანგარიშის დროს ორჯერ ცუდად გავიდა ბადესთან. გერმანელი მაშინვეე გამოცოცხლდა და მალე კიდევ ერთი ბრეიკი მოიპოვა, რამაც მას მესამე სეტამდე მისვლის საშუალება მისცა. მიურეი დასკვნით პარტიაში ორჯერ ლიდერობდა ბრეიკით, მაგრამ ორივეჯერ ბერერმა აღადგინა თანაფარდობა. და მაინც, მიურეის უფრო მაღალმა კლასმა თავისი გაიტანა - 6:4 მის სასარგებლოდ.

ცონგას მეტოქე იყო კვიპროსელი მარკოს ბაღდატისი, რომელმაც მაღალი ხარისხის თამაში აჩვენა. მაგრამ, როგორც ხშირად ხდება, მას გადამწყვეტი გათამაშებების დროს დამაჯერებლობა აკლდა. მაგალითად, პირველი სეტში ზედმეტი სიჩქარის გამო წააგო საკუთარი გეიმი, შემდეგ კი უშანსოდ დათმო ტაი-ბრეიკი. მეორე სეტის ბოლოს მარკოსმა ორმაგი მატჩბოლი მოიგერია და შეძლო ბრეიკ-პოინტის მოპოვება, მაგრამ მომგებიან გათამაშებაში ცუდად შეასრულა შემოკლებული დარტყმა. საბოლოოდ, მიურეიმ მესამე მატჩბოლზე მოიგო შეხვედრა.

ATP-500

Dubai Tennis Championships

დუბაი (საემიროები). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 1 700 475 დოლარი

I წრე

ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 1)-მარსელ-სედრიკ შტებე (გერ) 6:4, 6:2; ენდი მიურეი (ბრიტ, 3)-მიხაელ ბერერი (გერ) 6:3, 4:6, 6:4; მარკო ჩიუდინელი (შვეიც)-ნიკოლაი დავიდენკო (რუს) 6:4, 5:7, 6:4; ლუკაშ ლაჩკო (სლოვაკ)-სერგეი ბუბკა (უკრ) 2:6, 6:2, 7:6(14); სერგეი სტახოვსკი (უკრ)-ომარ ავადი (საემ) 6:1, 6:2; მიხაილ იუჟნი (რუს)-რიშარ გასკე (საფ) 6:3 უარი; ხუან მარტინ დელ პოტრო (არგ, 8)-ალექსანდრ დოლგოპოლოვი (უკრ) 6:3, 7:6(5); ჟო-ვილფრიდ ცონგა (საფ, 4)-მარკოს ბაღდატისი (კვიპ) 7:6(2), 6:4; იანკო ტიპსარევიჩი (სერ, 7)-იგორ კუნიცინი (რუს) 6:2, 6:2; ტომაშ ბერდიხი (ჩეხ, 5)-ბენჯამინ ბეკერი (გერ) 6:2, 6:2; როჯერ ფედერერი (შვეიც, 2)-მიკაელ ლოდრა (საფ) 6:0, 7:6(6).

კუალა ლუმპურში ქალთა ტურნირის პირველ წრეში 2012 წლის ყველაზე გრძელი მატჩი ითამაშეს. სერბი ელენა იანკოვიჩი, რომელიც იმ დღეს 27 წლის გახდა, ფრანგ კაროლინ გარსიას ხვდებოდა. ჩოგბურთელებმა 36 გეიმი გაითამაშეს და იანკოვიჩმა 7:6, 4:6, 7:6 მოიგო. თამაში 2 საათი 59 წუთი გაგრძელდა და იანკოვიჩმა სამი მატჩბოლი მოიგერია. თითოეულმა ჩოგბურთელმა 113-113 ქულა მოიგო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა