ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

პლეი ოფი ყველას უნდა

პლეი ოფი ყველას უნდა

ჰოკეი. NHL. რეგულარული ჩემპიონატი
"ოტავამ" ისარგებლა "ბოსტონის" მცირე კრიზისით და პირველად ამ სეზონში მოახერხა "დათვების" დამარცხება. "სენატორებმა" სტუმრად 1:0 მოიგეს ერიკ კარლსონის გოლისა და ახალგაზრდა მეკარის რობინ ლენერის შესანიშნავი თამაშის წყალობით, რომელმაც 32 დარტყმა მოიგერია. "ბოსტონმა" ბოლო ათ მატჩში მეექვსედ წააგო, "ოტავამ" კი ბოლო რვაში მეშვიდედ მოიგო და ერთ ქულამდე მიუახლოვდა ჩრდილო-აღმოსავლეთ დივიზიონის ლიდერს. თუმცა "ბრუინზს" ოთხი მატჩი აქვს თადარიგში.

უცნაურად გამოიყურება მიმდინარე სეზონში "ტორონტო", რომელიც ვერაფრით ვერ უგებს "ფლორიდას". კანადელები ცდილობენ დიდად არ დაშორდნენ პლეი ოფის ზონას, მაგრამ 29 თებერვალს რონ უილსონის გუნდმა "პანტერებთან" მესამედ წააგო - 3:5. "ტორონტოს" ვერ უშველა ვერც ფანოფის სამმა ქულამ და კესელისა და ლუპულის მორიგმა გოლებმა - გუნდმა ზედიზედ მეოთხე საშინაო მატჩი წააგო და ახლა აღმოსავლეთის მერვე პოზიციამდე ოთხი ქულა აშორებს.

სწორედ მერვე ადგილი დაიკავა 29 თებერვალს მოგების შემდეგ "ვაშინგტონმა", რომელმაც ურთულეს მატჩში დაამარცხა "აილენდერსი". "კუნძულელები" თითქმის მთელი მატჩი 2:0-ს იგებდნენ, მაგრამ დედაქალაქელებმა ბრაუერის მონდომებით ორი შაიბა გაქვითეს და თამაში ოვერტაიმში გადაიყვანეს, სადაც ოვეჩკინმა საფირმო დაფარული დარტყმით გაიტანა. "ვაშინგტონი" დივიზიონის ლიდერ "ფლორიდას" სამი ქულით ჩამორჩება, თუმცა "პანტერებს" ერთი თამაშით მეტი აქვთ ჩატარებული. რაც შეეხება "ტორონტოს", ასეთი ტემპებით მას "ტამპა ბეი" დაეწევა, რომელმაც "მონრეალი" 2:1 დაამარცხა. სტემკოსისა და ჰოლის შაიბებმა "ლაითნინგს" 63 ქულა მოუტანეს, რაც "ტორონტოს" მონაგარზე ერთი ქულით ნაკლებია. "ტამპას" ახლა ხუთი ქულა აშორებს პლეი ოფის ზონისგან.

დასავლეთში "დეტროიტმა" დაიბრუნა დივიზიონში პირველი ადგილი, რომელიც წინა დღეს "სენტ ლუისმა" დაისაკუთრა. "რედ უინგზი" მესამე პერიოდის სტარტისთვის 1:2-ს აგებდა აუთსაიდერ "კოლამბუსთან", მაგრამ გონს მოეგო და მეტოქეს ოთხი უპასუხო შაიბა შეუგდო. აღვნიშნავთ სლოვენიელი იან მურსაკის პირველ გოლს სეზონში და ვალტერი ფილპულას მე-19 შაიბას. კიდევ ერთი გოლი და ეს ფორვარდი პირად რეკორდს დაამყარებს. გაახარა თავისი გულშემატკივარი "ლოს ანჯელესმა", რომელიც მძიმე ბრძოლას აწარმოებს პლეი ოფის საგზურისთვის. "მეფეებმა" მხოლოდ 15 ზუსტი დარტყმა შეასრულეს და ოთხი გოლი გაუტანეს "მინესოტას", რომელიც სამი მატჩია ქულას ვერ აგროვებს.

აგრძელებს წარმატებით თამაშს "ფინიქსი", რომელმაც თებერვალში მე-11 მატჩი მოიგო. ერთადერთი მარცხი "კოიოტებს" "ვანკუვერთან" ჰქონდათ, როცა "კენაქსმა" ბულიტების სერიაში მოიგო. ამჯერად "ფინიქსი" სწორედ ვინიეს გუნდს მასპინძლობდა და ახლა თავად მოიგო ბულიტების სერიაში, რითაც შეინარჩუნა დივიზიონში ლიდერობა.

0:1 წაგებით დაასრულა ოთხმატჩიანი გასვლითი ტურნე "ფილადელფიამ" - "მფრინავები" "სან ხოსესთან" დამარცხდნენ. ერთადერთი შაიბა რაიან ქლოუმ გაიტანა, ანტი ნიემის კარის აღება კი სტუმრებმა ვერ შეძლეს. "შარქსი" ჯერჯერობით ჩამორჩება "ფინიქსს", სამაგიეროდ, მეშვიდე ადგილზე გადააგდო "ჩიკაგო".

ბოსტონი-ოტავა 0:1

0:1, 0:0, 0:0

გოლი: 0:1 ე. კარლსონი-15 (მ. მიხალეკი-17, სპეცა-43).

ტორონტო-ფლორიდა 3:5

0:2, 1:1, 2:2

გოლები: 0:1 გოკი-6 (ვოლსკი-4), 0:2 სანტორელი-8 (სკილი-5, გუდბრასონი-4), 1:2 კესელი-32 (ფანოფი-26, ლუპული-40), 1:3 სანტორელი-9 (ფლიშმანი-26, ბ. კემპბელი-39), 1:4 გარისონი-14, 2:4 კულემინი-7 (გრაბოვსკი-23, ფანოფი-27), 2:5 ვაისი-16 (ბერგენჰაიმი-5), 3:5 ლუპული-24 (კესელი-35, ფანოფი-28).

ვაშინგტონი-აილენდერსი 3:2

0:1, 0:0, 2:1, 1:0

გოლები: 0:1 ბეილი-7 (ნილსენი-17, ენდრიუ მაკდონალდი-11), 0:2 მოულსონი-27 (სტაიოსი-8, პარენტო-44), 1:2 ბრაუერი-16 (მ. პერო-10, ჩიმერა-15), 2:2 ბრაუერი-17 (ლეიჩი-20, უაიდემანი-29), 3:2 ოვეჩკინი-26.

კაროლინა-ნეშვილი 4:3

0:1, 3:1, 1:1

გოლები: 0:1 კ. სმიტი-12 (ჰალიშჩუკი-10, გ. ბურკი-6), 1:1 მაკბეინი-7 (ე. სტიუარტი-10), 1:2 კ. უილსონი-15, 2:2 ე. სტაალი-19 (სკინერი-17, ი. იოკინენი-24), 3:2 ბრენტი-9 (სკინერი-18, ე. სტაალი-34), 4:2 ბ. ალენი-1 (ე. სტაალი-35), 4:3 გ. ბურკი-4 (ტუტუ-23, ლეგუანდი-26).

კოლამბუსი-დეტროიტი 2:5

1:1, 0:0, 1:4

გოლები: 0:1 ფრანცენი-24 (კინდლი-11, ქლირი-17), 1:1 ნეში-22 (ბრასარი-16, ვიშნიევსკი-18), 2:1 მაკენზი-6, 2:2 კრონვალი-13 (ზეტერბერგი-37, ბერტუცი-18), 2:3 ზეტერბერგი-14 (ფილპულა-31, კრონვალი-13), 2:4 მურსაკი-1 (ემერტონი-4, ჰოლმსტრიომი-11), 2:5 ფილპულა-19 (ფრანცენი-25, კრონვალი-14).

ტამპა ბეი-მონრეალი 2:1

1:1, 1:0, 0:0

გოლები: 1:0 სტემკოსი-44 (პურსელი-30, სან ლუი-37), 1:1 დეშარნე-13, 2:1 ა. ჰოლი-2 (მელოუნი-22, უიმანი-5).

მინესოტა-ლოს ანჯელესი 0:4

0:3, 0:1, 0:0

გოლები: 0:1 ჯასტინ უილიამსი-13 (ვოინოვი-8, დ. ბრაუნი-19), 0:2 კინგი-2 (კოპიტარი-36, ჯასტინ უილიამსი-30), 0:3 კოპიტარი-18 (დ. ბრაუნი-20, მეტ გრინი-7), 0:4 ნოლანი-2 (მარტინესი-3, ფრეზერი-4).

ფინიქსი-ვანკუვერი 1:2 (ბ)

0:1, 0:0, 1:0, 0:0

გოლები: 0:1 ედლერი-8 (სალო-13, დ. სედინი-36), 1:1 რეი უიტნი-19 (იენდლი-28, ა. ოკუანი-6).

ბულიტები გაიტანეს: რეი უიტნი (ფინიქსი), ბოდკერი (ფინიქსი).

სან ხოსე-ფილადელფია 1:0

1:0, 0:0, 0:0

გოლი: 1:0 ქლოუ-11 (ჯ. ტორნტონი-45, ბერნსი-21).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა

მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]

საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა

ადესანია ოქტაგონს უბრუნდება - დანა ვაითი მარტში სიეტლში ღონისძიებას ჩაატარებს

ლებრონის მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა - "ლეიკერსმა" "ატლანტა" დაამარცხა

ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალში თსუ "ქუთაისს" შეხვდება

ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა

"პაუზა არ ნიშნავს დანებებებას" - არაუხოს ემოციური სერილი "რეალთან" გამარჯვების შემდეგ

[VIDEO] გობერის უხეში ფოლი ვემბანიამაზე — დისკვალიფიკაცია და 200 ათას დოლარზე მეტი ჯარიმა!

[VIDEO] დონჩიჩის სუპერმატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა - "საკრამენტომ" "ლეიკერსი" დაამარცხა

"თასიდან გამოვარდნა სერიოზული დარტყმაა" - ზაბარნიმ "პარიზთან" მარცხის შემდეგ ისაუბრა

"ამას გრანდებთან ხომ არ იზამდა?" - "ბარნსლის" მწვრთნელი სობოსლაის საჩუქრით უკმაყოფილო დარჩა

ვერნერი კარიერას ქართველებისთვის კარგად ნაცნობ გუნდში გააგრძელებს

[VIDEO] მამუკელაშვილის 21 წუთი - "ტორონტომ" "ფილადელფია" ზედიზედ მეორედ ვერ დაამარცხა

[VIDEO] ხვიჩას შეცვლა რომ საქმეს შველოდეს - პსჟ თასიდან "პარიზმა" გამოაგდო

[VIDEO] სობოსლაიმ მამარდაშვილს გოლი მოუგონა - "ლივერპულმა" გაიმარჯვა

ლუის ენრიკემ "პარიზთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა

მამარდაშვილი "ბარნსლისთან" მატჩის სასტარტოშია

"რეალმა" ჩაბი ალონსო გადააყენა და მის ნაცვლად არბელოა დანიშნა

"შავი ლომი" | ფინალი "ძებრესთან" ჯგუფიდან გასასვლელად - შაბათს "მიხეილ მესხზე"

"შავი ლომი" | "მონტობანთან" ისტორიული გამარჯვების შეფასება - ილია მაისურაძე და მიხეილ ბაბუნაშვილი

"დინამო თბილისი" 8 ფეხბურთელს დაემშვიდობა

"არსენალს" რეკორდსმენი აუტების მწვრთნელი ეყოლება