ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

NBA. რეგულარული ჩემპიონატი: "საკრამენტო" საკრამენტოში

NBA. რეგულარული ჩემპიონატი: "საკრამენტო" საკრამენტოში

ანაჰაიმსა და სიეტლს NBA-ის კლუბის შექმნის სხვა ვარიანტის ძებნა მოუწევთ - "კინგზი" მათთან გადასვლას არ აპირებს
"ყველა ვარსკვლავის უქმეების" შემდეგ სენსაციით განახლდა რეგულარული ჩემპიონატი. დერონ უილიამსის ცუდი თამაშის (თამაშიდან - 3/15) მიუხედავად, "ნიუ ჯერსიმ" სტუმრად მოუგო მოქმედ ჩემპიონ "დალასს". როგორც გუშინდელ ნომერში ვწერდით, "ნეტსმა" 10-დღიანი კონტრაქტი გააფორმა ჯერალდ გრინთან, რომელსაც შესანიშნავი დებიუტი გამოუვიდა - 10 ქულა დააგროვა.

მაგრამ მისი მონაგარი არაფერია ბრუკ ლოპესის შედეგთან. ნიუჯერსელი გიგანტი მონატრებულია თამაშს, სეზონში მხოლოდ მესამე მატჩს ატარებდა და 38 ქულა დააგროვა, რაც ერთით ნაკლებია პირად რეკორდზე. გამარჯვებაც სწორედ მან მოუტანა თავის გუნდს. კიდის სამქულიანის შემდეგ ლოპესი საჯარიმოს ხაზზე დადგა და ორივე ცდა გამოიყენა - 93:92 სირენამდე 40 წამით ადრე.

დრო საკმარისი იყო ორივე გუნდისთვის, მაგრამ მოვლენები ისე განვითარდა, რომ ანგარიში აღარ შეცვლილა. კიდმა ორი სამქულიანი ააცილა, "ნეტსი" კი მხოლოდ შეცდომებს უშვებდა და ერთხელაც არ უსვრია.

დღის მეორე სენსაცია კინაღამ ჩიკაგოში მოხდა. "ნიუ ორლეანი" მთელი მატჩის განმავლობაში შორს არ უშვებდა "ბულზს", ბოლოსკენ კი 241-წამიანი სპურტი ჰქონდა, რომელიც 13:0 დასრულდა. ეს გაქცევა ძირითადად აიონისა და კამანის გმირული თამაშის წყალობით მოხერხდა - მათ ჯამში სამი დაფარება გააკეთეს, გარდა ამისა, მექსიკელმა საშუალოდან ორი ჩააგდო, გერმანელმა კი სამი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

ბელინელის ზუსტი ტყორცნის შემდეგ, საფინალო სირენამდე წუთითა და 15 წამით ადრე "ჰორნეტსი" ოთხ ქულას იგებდა. მაგრამ დარჩენილ დროში სტუმრებმა ბურთი ვეღარ ჩააგდეს, "ბულზმა" კი როუზის ორი ურთულესი ტყორცნისა და ექვსი ქულის წყალობით 8:0 გაქცევა შეძლო და გამარჯვება იზეიმა.

მოულოდნელი იყო "მინესოტას" მოგება სტუმრად "კლიპერსის" წინააღმდეგ, მით უმეტეს, რომ "მგლების" ლიდერებმა მთლიანად ჩააგდეს შეხვედრა: ლავმა 13-დან 9 სროლა ააცილა, რუბიომ - რვიდან შვიდი, პეკოვიჩი კი ჩვეულებრივზე პასიური იყო. "მინესოტას" მშველელად ფორვარდები - უილიამსი და ბიზლი მოევლინენ, რომლებმაც ბოლო მეოთხედში ერთად 26 ქულა დააგროვეს და 80:80-ის შემდეგ მორიგეობით მოაწყვეს ორი გაქცევა - 10:2 და 14:4.

უილიამსისა და ბიზლის დუეტის საერთო მონაგარი 54 ქულა (თამაშიდან ტყორცნების რეალიზაციის 80 პროცენტი) იყო. მათ შვიდიდან შვიდი სამქულიანიც ჩააგდეს.

"კლივლენდი" სეზონში მესამედ შეხვდა "ბოსტონს" და მესამე მატჩიც დაძაბული გამოდგა. სირენამდე წუთნახევრით ადრე, შეხვედრის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელის ირვინგის ორი საჯარიმოს შემდეგ "კავალიერზი" წინ გავიდა - 81:80. ალენის არაზუსტმა სამქულიანმა "კლივლენდს" კარგი პერსპექტივები გაუჩინა, მაგრამ დრაფტის პირველმა ნომერმა მაშინვე დაკარგა მატჩის გმირის სტატუსი - მან ბურთი დაკარგა და იმავე ალენს იოლი ორი ქულის აღების საშუალება მისცა.

გუნდებმა შეტევები გაცვალეს და ორწამნახევრით ადრე "კავალიერზი" ორ ქულას აგებდა. მასპინძლებმა მოასწრეს ენტონი პარკერის სასროლ პოზიციაზე გაყვანა, მაგრამ მცველმა რვანახევარი მეტრიდან ფარს გაარტყა ბურთი.

"საკრამენტო კინგზი" გადარჩა. ქალაქებს - ანაჰაიმსა და სიეტლს NBA-ის კლუბის შექმნის სხვა ვარიანტის ძებნა მოუწევთ. "კინგზი" მათთან გადასვლას არ აპირებს. გუშინ, "იუტასთან" მატჩის წინ, მოედნის ცენტრში გამოვიდნენ "კინგზის" მფლობელები, ძმები მალუფები და ქალაქის მერი კევინ ჯონსონი. როგორც აღმოჩნდა, მიღწეულია შეთანხმება იმაზე, რომ 2015 წლისთვის ქალაქში აშენდება ახალი საკალათბურთო არენა.

გულშემატკივრებმა მეორე საჩუქარი კალათბურთელებისგან მიიღეს, რომლებმაც შეძლეს "ჯაზმენების" დამარცხება. თანაც დაანახეს ყველას, რომ გუნდში არიან ახალგაზრდები, რომელთაგანაც კარგი გუნდის აშენება შეიძლება. მაგალითად, ნიჭიერი 21 წლის ცენტრი დემარკუს კაზინსი, რომელმაც "იუტას" "მაღლები" დაიბრიყვა. ან 24 წლის სნაიპერი მცველი მარკუს ტორნტონი, ვინც თამაშიდან 7 ბურთი (14-დან) ჩააგდო და რვიდან შვიდი საჯარიმო გამოიყენა. ან 180 სანტიმეტრი სიმაღლის 23 წლის ახალბედა გამთამაშებელი აიზია ტომასი ("დეტროიტის" ლეგენდის არც შვილია და არც ნათესავი), რომელიც 2011 წლის დრაფტზე ბოლო ნომრად აირჩიეს. რჩება მხოლოდ შარშანწინდელი საუკეთესო დებიუტანტი ტაირიკ ევანსის გამოღვიძება და მომავალი მეტად ნათელი მოჩანს.

კლივლენდი-ბოსტონი 83:86

15:28, 23:15, 28:21, 17:22

კ: ირვინგი (24), სეშენსი (13), ტომპსონი (13+10 მოხსნა).

ბ: ალენი (22), გარნეტი (18+8 მოხსნა), პირსი (12+6 პასი), ბასი (12+7 მოხსნა), უილკოქსი (5+11 მოხსნა), რონდო (0+11 პასი).

დეტროიტი-ფილადელფია 68:97

20:22, 14:28, 19:25, 15:22

დ: მონრო (20+8 მოხსნა), სტაკი (17).

ფ: იანგი (20+8 მოხსნა), უილიამსი (13+7 პასი), იგუოდალა (12+6 პასი+5 მოხსნა+4 ჩაჭრა), მიქსი (12+5 მოხსნა), ბრენდი (10+3 ჩაჭრა+3 დაფარება), ჰოლიდეი (10+5 პასი +3 ჩაჭრა).

ჰიუსტონი-ტორონტო 88:85

27:15, 18:21, 24:28, 19:21

ჰ: ლოური (26+5 პასი), სკოლა (15+10 მოხსნა), მარტინი (14+5 მოხსნა), დალემბერი (10).

ტ: დეროზანი (17), ჯ. ჯონსონი (16+8 მოხსნა+3 ჩაჭრა), ბარბოზა (11), ა. ჯონსონი (10+6 მოხსნა), დევისი (5+15 მოხსნა).

დალასი-ნიუ ჯერსი 92:93

23:28, 22:28, 31:23, 16:14

დ: ნოვიცკი (24+10 მოხსნა+3 ჩაჭრა), ჰეივუდი (18+10 მოხსნა+3 დაფარება), ტერი (12+4 ჩაჭრა), მერიონი (11+8 მოხსნა), ბობუა (11+3 ჩაჭრა).

ნ-ჯ: ლოპესი (38+6 მოხსნა), მოროუ (15), დ. უილიამსი (12+12 პასი), ჰემფრიზი (10+15 მოხსნა+3 დაფარება), გრინი (10).

კლიპერსი-მინესოტა 97:109

31:22, 23:29, 22:22, 21:36

კ: გრიფინი (30+7 მოხსნა), პოლი (27+6 პასი), ჯორდანი (14+14 მოხსნა+4 დაფარება), ფოიე (13).

მ: უილიამსი (27+5 მოხსნა), ბიზლი (27+5 მოხსნა), პეკოვიჩი (12), უებსტერი (11), ლავი (10+7 მოხსნა), რუბიო (2+9 პასი+7 მოხსნა).

ინდიანა-გ. სტეიტი 102:78

24:21, 28:17, 33:16, 17:24

ი: გრეინჯერი (25), ჰენსბრო (15+9 მოხსნა), ჰიბერტი (12+9 მოხსნა+3 დაფარება), ჯორჯი (11+9 მოხსნა+5 პასი+4 ჩაჭრა), კოლისონი (11+5 პასი), უესტი (10+7 მოხსნა).

გ-ს: ელისი (14+5 მოხსნა), რაში (14+7 მოხსნა), ლი (12+6 მოხსნა).

ჩიკაგო-ნიუ ორლეანი 99:95

30:26, 17:24, 29:20, 23:25

ჩ: როუზი (32+9 პასი+3 ჩაჭრა), ნოა (15+16 მოხსნა+5 პასი), დენგი (14+11 მოხსნა), ბუზერი (14+7 მოხსნა).

ნ-ო: კამანი (17+11 მოხსნა+5 პასი), არიზა (16+8 მოხსნა+3 ჩაჭრა), ვასკესი (12), ჰენრი (12+6 მოხსნა), ჯონსი (10), ჯეკი (10).

მილუოკი-ვაშინგტონი 119:118

33:24, 34:29, 25:36, 27:29

მ: დანლივი (28+3 ჩაჭრა), გუდენი (15+10 მოხსნა+3 ჩაჭრა), ჯენინგსი (14+10 პასი), ილიასოვა (13+11 მოხსნა), მბა ა მუტე (13+6 მოხსნა), დელფინო (11), ჰარისი (11+7 მოხსნა).

ვ: ბუკერი (20+11 მოხსნა), უოლი (19+15 პასი+5 მოხსნა), კროუფორდი (19), სინგლტონი (16+9 მოხსნა), ევანსი (15), მეისონი (14).

საკრამენტო-იუტა 103:96

23:25, 21:22, 30:24, 29:25

ს: კაზინსი (22+18 მოხსნა), ტორნტონი (21), ტომასი (18+8 პასი), ევანსი (13), ტომპსონი (10+8 მოხსნა+3 დაფარება).

ი: ჰარისი (18+7 პასი), ჰოვარდი (15+7 მოხსნა), მაილზი (13), ჯეფერსონი (12+8 მოხსნა), ჰეივორდი (11), ბერქსი (11), ფეივორსი (7+11 მოხსნა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"სულ ონლაინაა და ყველაფერს იჯერებს“ — როგორ გადააქცია ლებრონმა ერთი რეკლამა მთელი NBA-ის განსახილველ თემად

"ლოს ანჯელეს ლეიკერსმა" ლებრონ ჯეიმსს ახალი კონტრაქტი არ შესთავაზა

იქ, სადაც განსაკუთრებულად უყვართ - დემიენ ლილარდი "პორტლენდში" დაბრუნდა

ფუტსალი | საქართველო 2:2 ყირგიზეთი

პსჟ პაჩოს კონტრაქტს გაუგრძელებს

შენგელიას 18 ქულა და გამარჯვება, ბურჯანაძის 7 ქულა და ბრძოლაში მარცხი

ქალთა ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

"ინტერის" სპორტულმა დირექტორმა ნეიმარის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა

ბენზემა ევროპაში დაბრუნდება? - ფრანგი ფორვარდის დამატება თურქულ გრანდს უნდა

აბუაშვილის და წიტაიშვილის "მეცმა" მორიგი მარცხი განიცადა

როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩში?

[VIDEO] გამორჩეული დაპირისპირება მოულოდნელი გმირით - მამარდაშვილის "ლივერპული" სახლში "მანჩესტერ იუნაიტედთან" დამარცხდა

"მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩში "ლივერპულის" შემადგენლობა ცნობილია

[VIDEO] კიტეიშვილის გამარჯვების გოლი და საგოლე გადაცემა - "შტურმმა" 4:3 მოიგო

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" გამარჯვება ხელიდან გაუშვა

"შოთა არველაძის სამშობლოში ვართ და სამწუხაროა, რომ ის ვერ ითამაშებს" - ფრანკ დე ბური ლეგენდების მატჩის წინ

"ესპანური სწრაფად ვისწავლე, რადგან ეს პატივისცემის ნიშანია" - კილიან მბაპე მადრიდულ ცხოვრებაზე

"წლის საუკეთესო მებრძოლად მერაბ დვალიშვილი უნდა დასახელდეს" - უმარ ნურმაგომედოვი

"როცა გულის შეტევით საავადმყოფოში ვიწექი, მესის ქმედებით გაოგნებული დავრჩი" - კასილასმა აქამდე უცნობი ისტორია გაიხსენა

"საფონოვი მოთმინებას კარგავს" - რას წერს ფრანგული გამოცემა რუს მეკარეზე?

[VIDEO] შერმადინის და უერტასის დუეტი კვლავ ბრწყინავს - "ტენერიფემ" "მურსია" დაამარცხა

[VIDEO] აქ სიტყვები ზედმეტია - მესის ჰეთ-თრიქი და საგოლე პასი "ნეშვილთან"

გვარდიოლამ გაამხილა, როდის იფიქრებს მწვრთნელის კარიერის დასრულებაზე