ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

თემურ ქეცბაია: პენალტით ერთი გოლიც არ გაგვიტანია [+VIDEO]

თემურ ქეცბაია: პენალტით ერთი გოლიც არ გაგვიტანია [+VIDEO]

საქართველო-ალბანეთის ამხანაგური მატჩის შემდეგ თემურ ქეცბაიას პრესკონფერენციამ დიდი ინტერესი გამოიწვია
საქართველო-ალბანეთის ამხანაგური მატჩის შემდეგ, ბუნებრივია, თემურ ქეცბაიას პრესკონფერენციამ დიდი ინტერესი გამოიწვია.

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა პასუხი რამდენიმე შეკითხვაზე გასცა.

- გვინდოდა, წლის პირველი მატჩი გამარჯვებით დაგვესრულებინა და მოხარული ვარ, რომ მიზანს მივაღწიეთ. შესვენებამდე და შესვენების შემდეგ თამაშის შინაარსი მკვეთრად განსხვავებული იყო. პირველი ტაიმით უკმაყოფილო დავრჩი, მეორე ნახევარში კი ბიჭებმა სამწვრთნელო შტაბის დავალებები გაცილებით უკეთ შეასრულეს.

ამ მატჩის მოგება ადვილი ნამდვილად არ ყოფილა - სეზონი ახალი განახლებულია და ფეხბურთელები ოპტიმალურ ფორმაში არ არიან. ეს გამარჯვება ფსიქოლოგიურად გაგვაძლიერებს. კმაყოფილი ვარ, რომ საქართველოს ნაკრებმა ხასიათი აჩვენა და თამაში თავისთვის სასარგებლოდ შემოატრიალა. აგრეთვე, აჩვენა ისიც, რომ შემტევი და ლამაზი ფეხბურთის თამაში შეუძლია.

მოკლედ, საკმაოდ მნიშვნელოვანი მატჩი მოვიგეთ.

- რა მნიშვნელოვანი დეტალები დაგანახათ ამ მატჩმა?

- არ მავიწყდება, რომ ხარვეზები გვაქვს და გვიჭირს საგოლე შანსების რეალიზება - ძლიერ მეტოქეებთან ამდენ სახიფათო მომენტს ვერ შევქმნით. მომეწონა ის, რომ მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრებმა პრესინგი მაღალ დონეზე ითამაშა.

- ცენტრფორვარდის პრობლემა აშკარად გვაქვს. დვალიშვილს ალტერნატივა არ ჰყავს?

- ძლიერი ფეხბურთელები ყველა რგოლში გვაკლია, დვალიშვილს კი ვენდობოდი და ახლაც ვენდობი. მას ერთი გოლი სჭირდება იმისთვის, რომ ფსიქოლოგიური წნეხისგან გათავისუფლდეს და ნაკრებისთვის კიდევ უფრო სასარგებლო გახდეს.

- დე ბიაზი მსაჯობით უკმაყოფილო დარჩა...

- ეს ნაკლებად მაინტერესებს. ჯერ არც ის ვიცი, დასანიშნი იყო თუ არა პენალტები. საერთოდ, მსაჯობაზე კომენტარს არასდროს ვაკეთებ არც მოგების და არც წაგების შემდეგ. ისე კი, თერთმეტმეტრიანით ერთი გოლიც არ გაგვიტანია.

- პენალტის გატანის პრობლემა საქართველოს ნაკრებში ძალიან მწვავედ დგას...

- ამაზე ყოველთვის ვმუშაობთ. ვარჯიშებზე ბიჭები თერთმეტმეტრიანებს კარგად ურტყამენ, თამაშებზე კი, თავადაც ხედავთ, რაც ემართებათ.

- ლევან ყენია მოედანზე ტრიბუნების მოთხოვნის გამო შეუშვით თუ პრაგმატული მოსაზრებით?

- კარგად ვიცი, დღეს ლევანი არ არის მზად იმისთვის, რომ ნაკრებს სარგებლობა მოუტანოს, მაგრამ დღეს მას მოედანზე რამდენიმე წუთი მაინც უნდა გაეტარებინა. ეს მისთვის დიდი სტიმულია, მით უფრო იმიტომ, რომ "შალკეში" მისი თამაში ნაკლებად მოსალოდნელია.

- ზურაბ ხიზანიშვილის ადგილს დაცვაში უფრო ხედავთ თუ ნახევარდაცვაში?

- ყველგან, სადაც დაგვჭირდება. მისნაირი უნივერსალების ადგილი კი ნაკრებში ყოველთვის იქნება. მე იმ ფეხბურთელებს ვაფასებ, რომლებიც ყოველგვარი პროტესტის გარეშე იქ ითამაშებენ, სადაც მწვრთნელი მიიჩნევს საჭიროდ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• daviti

limona27-ს,მე არ ვითხოვ ნაკრებიდან რაღაც დიდ წარმატებებს,მესმის რომ,არ გყვავს ისეთი კონტიგენტი ფეხბურთელების,რომელსაც დიდი მიზნებს დაუსახავს კაცი მაგრამ,ისეთი მწვრთნელის მოძებნა მგონი შეიძლება რომელიც,ალბანეთის,ლატვიის,მალტის დონის ნაკრებთან გაგვამარჯვებინებს და იგივე ნაკრებებთან წარუმატებლობას ფეხბურთელების არყოლას არ დააბრალებს და თუ მაინც ისე ცუდაა ჩვენი საქმე რომ,ვინც არ უნდა გაწვრთნას ჩვენი ნაკრები ამაზე უკეთესი შედეგი არ გვექნება,მაშინ იქნებ გაცილებით დაბალ ანაზღაურებად მწვრთნელს მივანდოთ ეგ საქმე და დაზოგილი თანხა უფრო რაციონალურად დავხარჯოთ ფეხბურთის განვითარებაში,ცუდია როცა ნაკრების მწვრთნელის ხელფასი გასაიდუმლოებულია,მაგრამ ხომ ფაკტია რომ საკმაოდ დიდია?ხოდა ღირს კი ამ ეტაპზე ამხელა თანხა დავხარჯოთ იმაში რასაც შედეგი არ მოაქვს მაინც?

• vaso basiladze

ქეცბაია როგორც ფეხბურთელი სულ ბოლომდე იხარჯებოდა ნაკრებში,როგორც კაცობაში მაგარი ჩანს ,ფებურთელები რომ არ ყავს მეც ვიცი და მაგანაც ხომ იცოდა რომ მოდიოდა მწვრთნელად?ვინც გვყავს იმასაც ვკარგავთ

• limona27

ისე რა მაინტერესებს იციით? დავუშვათ და ქეცბაია წავიდა. გვეშველება რამე? მე მაგალითად ვფიქრობ რომ ფეხბურთელების ბრალია ასეთი ცუდი თამაში იმიტო რომ ჩვენ პეხბუთელებს დისციპლინა არ აქვთ და მეტოქე გუნდს არასათანადოდ აფასებენ.. რომ შეუდო ქეცბაიამ 1 ელი ტაიმის შემდეგ ყველამ ვნახეთ როგორაც ათამაშდნენ..

• limona27

ისე რა მაინტერესებს იციით? დავუშვათ და ქეცბაია წავიდა. გვეშველება რამე? მე მაგალითად ვფიქრობ რომ ფეხბურთელების ბრალია ასეთი ცუდი თამაში იმიტო რომ ჩვენ პეხბუთელებს დისციპლინა არ აქვთ და მეტოქე გუნდს არასათანადოდ აფასებენ.. რომ შეუდო ქეცბაიამ 1 ელი ტაიმის შემდეგ ყველამ ვნახეთ როგორაც ათამაშდნენ..

• daviti

მსაჯობა სასაცილო იყო.(როგორც ქეცბაიას ნაკრების მწვრთნელის რანგში ჩატარებულ პირველ მატჩში)მეორე პენალტის დროს,დამატებაზე ყენიას რომ მოხვდა ბურთი თამაშგარეში იდგა.ალბანეთთან თამაშში ოთხმა ფეხბურთელმადა არა ნაკრებმა! თუ მეორე ტამაში ნორმალურად ითამაშა ესეიგი კარგად მიდის საქმე.გოგუას შანსი მივეცი რამოდენიმე თამაშში და ან გოლი უნდა გაიტანოსო ნახევარმცველმა ან,საგოლე გადაცემა მაინც უნდა გააკეთოსო ბრძანა ქეცბაიამ,ცენტრფორვადს რომელმაც არათუ გოლი,მოედანზე რაიმე სასარგებლო,ბოლოს როდის გააკეთა ნაკრების შემადგენლობასი ამის გახსენება ყველას გაუჭირდება,ენდობოდა და ენდობა.ასათიანი 2კვირის წამოსული იყო კლუბიდან და უგუნდოთააო,ასეთებს კი ნაკრებში ვერ მოვიწვევო,სამაგიეროდ 6თვის უთამაშებელ,ზესთაფონის დუბლებში გადაყვანილ(სადაც ასევე არ ათამაშებდნენ) და თავად ფეხბურთელის აღიარებით,სავარჯიშო პირობებს მოკლებულ დაუშვილს ყველა თამაშში,ოფიციალურსა და ამხანაგურში იძახებდა.ესაა ქეცბაიას ლოგიკა.ვინც თამაშშზე იყავით სტადიონზე,ნახავდით იმ პატარა თათბირს,ჩვენმა ფეხბურთელებმა რომ გამართეს,მსაჯმა პირველი პენალტი რომ გამოგვიგონა.თავიდან თარგამაძე აპირებდა დარტყმას,მერე დვალიშვილმა დაარტყა,არადა წესით პენალტის შემთხვევაში ის მაინც უნად იცოდეს წინასწარ გუნდმა ვინ უნდა დაარტყას.მოკლედ ერთი შესარჩევი დაამთავრა გუნდმა ბოლოდან მეორე ადგილზე,მაგრამ დაგვაიმედეს თამაშში აშკარა პროგრესიაო,ახალი ციკლის წინ ახალ გუნდს ვაკეთებთ,ახალი ფეხბურთელებით და ჯერ შეთამაშება უნდა ამ ბიჭებსო.გამაგებინეთ მაშინ წინა შესარჩევში,სადაც უსუსტეს ჯგუფში ბოლოსწინა ადგიზლე გავედით, რა იყო დადებითი და პროგრესული?თუ იმას გულისხმობენ არცერთი თამაში დიდი ანგარისიდ რომ არ წავაგეთ,ეს მეკარეების დამსახურებაა და არა ქეცბაიას.ახლა გაცილებით უკეთესი ფორმაში მყოფი 2 მეკარე გვყავს ვიდრე წინა მვრთნელების ფორმაციის ნაკრებს.პ,ს.ქეცბაიას ვეთანხმები,არცერთი გოლი პენალთით არ გაგვიტანია,უბრალოდ გამოგონილი პენალტის სემდეგ დავამატეთ,რომელიც მოხვდა თამაშგარეში მყოფ ყენიას,იმის შემდეგ გაიტანა ამისულაშვილმა.რა" კავშირი" აქვს ამ გოლს პენალთან?

• tornike

გოჩა გეთანხმები პირველ რიგში მენტალიტეტის და საერთო სისტემის ბრალია ასეთი მდგომარეობა! და სირაძესაც რატომ არ წყალობენ მიკვირს... დვალიშვილს კაია შანსს რო აძლევს ამდენი ხანი მაგრამ სირაძე ხომ უკვე გვყავს...

• iona dvali

vasiko basiladze, ძალიან ხომ არ გაუბერე? მაშ მტყუანის, რაც მეორე პენალტი ნაღდი იყო (პირველზე გეთანხმები).შენ ვისი შეკვეთით ირჯები, ერთი ის თქვი, თემური რა კაციცაა ყველამ კარგად იცის, მათ შორის შენც. გოჩა თუ იმედი დაკარგული გაქვს, იოცნებე მაინც შე კაი კაცო.

• Gocha

vasiko basiladze ევროპაზე და მსოფლიოზე კიდე ერთი 500 წელი მინიმუმ რო ვერ გავალთ ეგ მეც ვიცი კაცო,ვინ დაობს მაგაზე,მაგრამ მე იმას ვიძახი რომ ქეცბაია ამაში ყველაზე ნაკლებადაა დამნაშავე,ალალი კაცი იყო ყოველთვის და ეხლაც ეგეთია,ზოგიერთი მელასაგან განსხვავებით რასაც ფიქრობს იმას ამბობს ყოველთვის,აბა რა თქვას კაცმა ესპანეთს მოვუგებთ და ჯგუფში 1-ზე გავალთო?არ გვყავს დღესდღეობით ფეხბურთელების ისეთი კონტიგენტი სადმე გასვლაზე რო ვიფიქროთ,გადახედე ნაკრებს,საუკეთესო და ყველაზე ცნობილი მოთამაშეები სულ მცველები ან საყრდენები არიან,ყენია ტრავმებმა დატანჯა,ანანიძემ გუშინ კი კარგად ითამაშა მაგრამ ძალიან სუსტია ფიზიკურად თან პრაქტიკა არა აქვს სათამაშო და თუ გააგრძელა სპარტაკის სკამის ხეხვა მაგისგან კარგი ფეხბურთელი არ გამოვა,დვალიშვილში რანაირად გადაიხადეს 1 მილიონი ეგ ალბათ კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამოცანად დარჩება,გელაშვილი კარგია და ერთი მაგის იმედი მაქვს მე შეტევაში,რა ქნას ამ ხალხით ქეცბაიამ?არაა ის შემადგენლობა ნამდვილად რომელიც ევროპაზე ან მსოფლიოზე გასვლის ღირსია,პრობლემა მწვრთნელი კი არა ჩამყაყებული ბავშვთა ფეხბურთია,კი ბატონო არის შემთხვევები როცა ბავშვი არ არის მდიდარი ოჯახიდან მაგრამ თავისი შრომის,მონდომების და ნიჭის ხარჯზე აღწევს წარმატებას მაგრამ 100 000 მაგდენი ჩვენი მწვრთნელების ღორობის გამო იკარგება,წონით რო ითხოვენ ფულს სასტავში დაყენებისთვის,ამ პრობლემას ან საერთოდ არაფერი არ ეშველება ჩვენთან ან იმდენი ხანი დასჭირდება ჩვენ ცოცხლები აღარ ვიქნებით უკვე,მენტალიტეტია ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა,ქართველების 95%-ს სისხლში აქვს ფულის მოტეხვა და "ლევად" ფულის მიღება,თუ გინდა კრუიფი ჩამოიყვანე და სფფ-ს პრეზიდენტად დანიშნე,მე უკვე დაკარგული მაქვს იმედი რო რამე გვეშველება

• vasiko basiladze

მართალი ხარ პენალტი მარადონამაც კი გააფუჭა და ბაჯომაც ალბათ გემახსოვრება,დაცვა ჩავარდა სულ?ასათიანზე ნაღდად ვიძახი სულ ვიტყვი მასეთი ფეხბურთელი სამწუხაროდ დღეს არ გვყავს ამაში ხომ მეთანხმები?მოგვაგებია მსაჯმა?იყო პენალტი?აფსაიტი იყო მესამე დამატებაზე?ესეც არაფერი თამაში ასე თუ ისე რაღაცას გავდა,მაგრამ მასეთი თამაშით სად წავალთ?რა თაობა წავიდა უტიტულოთ წინა თაობა ათი თავით მაღლა იდგნენ

• Gocha

vasiko basiladze მეორე ტაიმი ისე ვითამაშეთ რაც ეს კაცია მწვრთნელი ეგრე კარგად არ უთამაშიათ მგონი,პენლების დარტყმას კიდე ისწავლიან ალბათ ჯერარდს და ლამპარდს აქვთ გამაზული და დვალიშვილმა რო ვერ გაიტანა ეგ არ არის ტრაგედია,მშვენივრად მუშაობს ეს კაცი,ასათიანს მოსკოვის იქით წასვლა არ უნდოდეს ამის ბრალი ნაღდად არ არის,შენ ხო მაგას აწვები ხოლმე რატო არ იძახებსო

• vasiko basiladze

სად არიან ნაღდი გულსშემატკივრები?გუშინ ბოღმა არ გვცილდებაო რომ ამბობდნენ?შეგრცხვეს ქეცბაია და სიმართლე თქვი არცერთი არ იყო პენალტი და აფსაიტის რომ იყო მეორე დამატებაზე ისიც თქვით,როგორც ფეხბურთელი მაგარი იყავი,მწვრთნელობაში კი სხვის დაკრულზე დადიხარ

• bondo

მეორე ტაიმმა აჩენა რომ ჩვენს ნაკრებს პერსპეკტივა აშკარად აქვს.ჩემის აზრით გოგუა და მერაბაშვილი ნაკრებში გამოძახებას იმსახურებენ.

როგორ ფორმაში ხვდება ხვიჩა სანაკრებო მატჩებს - ბარკოლას მარცხნივ ურჩევნია...

საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია

სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს

სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის

15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება

"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ

ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში

[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა

"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა

"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა

"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს

"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს

"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა

"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი

"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?

"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა

"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა

ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია

"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა

ლუის ენრიკე რევოლუციურ ცვლილებებს აპირებს - იქნება კვარაცხელია სასტარტოში?