სამშობლოში დაბრუნებული "გაგრას" ყოფილი ლიდერი ლუცკის "ვოლინში" ჩაირიცხა
მიკოლა ნაკონეჩნი ლუცკის "ვოლინის" წევრი გახდა. "გაგრას" ყოფილი ლიდერი ზამთარში "ვოლინის" მთავარმა მწვრთნელმა ანატოლი დემიანენკომ თურქულ შეკრებაზე გასასინჯად წაიყვანა, დააკვირდა და საბოლოოდ მისი დატოვება გადაწყვიტა: ეს ამბავი გუშინ უკრაინულმა მედიამ გაავრცელა.

აქვე ვიტყვით, რომ ნაკონეჩნი პირველივე შეკრებაზე დაშავდა და "ვოლინს" აპრილში თუ დაეხმარება. მაგრამ კლუბის ხელმძღვანელობაზე იმდენად კარგი შთაბეჭდილება მოახდინა, ახალ კლუბთან კონტრაქტი გააფორმა, 29 თებერვალს ლუცკური კლუბის განაცხადში შეიყვანეს და პრესასაც წარუდგინეს - კონტრაქტი ნახევარწლიანია.

"დიდი მადლობა მინდა ვუთხრა "გაგრას" ხელმძღვანელობას. ამ გუნდში დაუვიწყარი წლები გავატარე. საქართველოს თასი მოვიგე, ევროტურნირეზე ვითამაშე და ეს იყო საუკეთესო წლები ჩემს კარიერაში. ჩემი გული თბილისში რჩება, ყოფილ თანაგუნდელებთან, რომლებიც ჩემი მეგობრები არიან.

დიდი მადლობა ქართველ გულშემატკივარს, რომელიც ჩემთვის ტაშს არ იშურებდა. საქართველოში თავს ისე ვგრძნობდი, როგორც ჩემს სამშობლოში. ამიტომ უკრაინაშიც "გაგრას" გულშემატკივრად ვრჩები", - თქვა მიკოლა ნაკონეჩნიმ "გაგრას" პრესსამსახურთან ინტერვიუში.

30 წლის ნაკონეჩნი "ბორისფენის" აღზრდილია, "გაგრამდე" უთამაშია კიევის "არსენალში", "ობოლონში", მოლდოვურ "ტილიგულ-ტირასში", უკრაინის ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობაში კი მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალამდეც მიაღწია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

zuzu
კაი კაცი, დობო ბაჩინია მიკოლა. მადლობა
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა