"ატლანტას" ქართველმა ცენტრმა "გოლდენ სტეიტთან" მატჩში 13 ქულა და 16 მოხსნა მიითვალა, თუმცა მისი გუნდი 82:85 დამარცხდა
ზაზა ფაჩულიამ სეზონის საუკეთესო მატჩი ჩაატარა. 1 მარტს, გამთენიისას გამართულ მატჩში "გოლდენ სტეიტის" წინააღმდეგ ქართველმა ცენტრმა 13 ქულა და 16 მოხსნა მოაგროვა. სამწუხაროა, რომ ქართველი ცენტრის გარჯა სათანადოდ არ დაფასდა და ატლანტელებმა საშინაო მატჩი წააგეს - 82:85.

ფაჩულიამ ტრადიციულად ხუთეულში ითამაშა და მოედანზე 37,43 წუთი გაატარა. ზაზამ 14 ცდიდან 5 ორქულიანი და 5-დან 3 საჯარიმო ჩააგდო.

მოპოვებულ 13 ქულას ქართველმა ცენტრმა მიმდინარე სეზონში პირადსარეკორდო 16 მოხსნა, 3 პასი და 2 დაფარება მოაყოლა. ამ შედეგით ზაზა ფაჩულია ატლანტელთაგან ყველაზე სასარგებლო მოთამაშედ დასახელდა.

ატლანტელებს დაუბრუნდათ ტრავმირებული ლიდერი ჯო ჯონსონი, რომელიც თავის გუნდში 18 ქულით ბომბარდირი კი გახდა, მაგრამ ეს გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. საერთოდ, "ატლანტას" ყველა სასტარტო ასცდა 10-ქულიან თამასას, თუმცა საუკეთესო შედეგი მაინც ქართველმა კალათბურთელმა დააფიქსირა.

20 მოგებითა და 15 მარცხით "ატლანტა" საკუთარ დივიზიონში მესამე, ხოლო აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზე იმყოფება. მომდევნო შეხვედრა ფაჩულიას გუნდს 3 მარტს საკუთარ მოედანზე "მილუოკის" წინააღმდეგ ელის.

gbf.ge

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა