თურქეთის ზღვისპირა ქალაქ ანტალიაში შეკრებაზე მყოფმა ბათუმელებმა სამი საკონტროლო მატჩი გამართეს
უკვე რამდენიმე დღეა ბათუმის "დინამო" საწვრთნო შეკრებას თურქეთის ზღვისპირა ქალაქ ანტალიაში გადის. ამ ხნის განმავლობაში "დინამომ" სამი საკონტროლო შეხვედრა ჩაატარა.

პირველი სპარინგ-პარტნიორი ბელგოროდის "სალიუტი" იყო, რომელთანაც მარცხი იწვნია. მეორე შეხვედრა მურმანსკის "სევერთან" უგოლო ფრედ დაასრულა, ხოლო 29 თებერვალს თურქმენეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდა და ორი უპასუხო გოლით სძლია მეტოქეს.

მატჩი მეტად დაძაბული და სანახაობრივი იყო. პირველი ტაიმი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და უგოლო ფრეთი დასრულდა.

განსხვავებული იყო მატჩის მეორე ნახევარი - დინამოელები კიდევ უფრო გააქტიურდნენ და შეტევაზე გადავიდნენ. 65 -ე წუთზე ანგარიში მუჯირმა გახსნა, როცა შორეული დარტყმით ბურთი ცხრიანში გაგზავნა.

87-ე წუთზე კი მეკარესთან ერთი-ერთზე გასულმა ცნობილაძემ ზუსტი დარტყმით ანგარიში კიდევ ერთი ბურთით გაზარდა და საბოლოო ანგარიშიც 2:0 დაფიქსირდა.

1 ტაიმი:ალავიძე,ფარტენაძე,კაჭკაჭიშვილი,ხუხია,მაკარიანი,ლობჟანიძე,ცანავა,მუჯირი,მალაზონია,ზოიძე,აბუსელიძე.

2 ტაიმი: ალავიძე,რამიშვილი,ცნობილაძე,გოგიტიძე,ჩელებაძე,თოდაძე,ჯორბენაძე,მუჯირი,ცანავა,ზოიძე,ლობჟანიძე

www.dinamobatumi.ge

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა