ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ესპანეთის ნაკრების მესიჯი ევროპას: ძრწოდეთ კონკურენტებო!

ესპანეთის ნაკრების მესიჯი ევროპას: ძრწოდეთ კონკურენტებო!

დელ ბოსკეს გუნდმა დაგვანახა, რომ ევროპის ჩემპიონატის მოგების ნომერ პირველ ფავორიტად რჩება

ამხანაგური მატჩი

ესპანეთი-ვენესუელა 5:0 (იხილეთ ვიდეო)

ესპანეთი (4-3-3): კასილიასი - არბელოა, სერხიო რამოსი (61. პუიოლი), პიკე, ალბა - ფაბრეგასი (75. მუნიაინი), ბუსკეტსი, ჩაბი ალონსო (61. ჩავი) - სილვა (61. ხესუს ნავასი), ფ. ლორენტე (46. სოლდადო), ინიესტა (46. კასორლა).

ვენესუელა (4-4-2): დ. ერნანდესი - როსალეს რობერტო, ვისკარონდო, ამორებიეტა, კიხადა (72. ფელტშერი) - მოსკერა (60. ს. გონსალესი), ვიტალი (82. ფლორესი), ტ. რინკონი, არანგო (89. გრეკო) - ხ. რონდონი (78. მ. რონდონი), მიკუ (66. ტუნიესი).

გოლები: 1:0 ინიესტა (37), 2:0 სილვა (40), 3:0 სოლდადო (50), 4:0 სოლდადო (53), 5:0 სოლდადო (84)

შენიშვნა: სოლდადომ ვერ გაიტანა პენალტი (66)

გაფრთხილება: ფაბრეგასი

გაძევება: ამორებიეტა (65)

კუთხური: 7-2; ჯარიმა: 11-14; თამაშგარე: 1-0; კარში დარტყმა: 23-6 (13-2); ბურთის ფლობა: 77%-23%.

მაყურებელი: 28 900

ევრო 2012-ის ფინალურ ტურნირამდე 100 დღით ადრე "ფურია როხამ" მთელ ევროპას გაუგზავნა მესიჯი - ძრწოდეთ კონკურენტებო. 5:0 ვენესუელის ნაკრებთან, რომელიც არ არის ხელწამოსაკრავი მეტოქე და, რაც მთავარია, დიდებული თამაში.

ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონთა მეტოქეს დავუბრუნდეთ, სასტარტო 11-ეულიდან 3 პრიმერაში თამაშობს, 2-იც ბუნდესლიგაში, ხოსე სალომონ რონდონი სულაც ადგილობრივი "მალაგას" ბომბარდირია. ვენესუელის ნაკრები კი რეიტინგში 46-ე ადგილზეა.

ესპანეთის ნაკრებმა ზედიზედ 27-ე მატჩი (!) მოიგო შინ. გადაჭედილ "ლა როსალედაზე" "ფურია როხამ" 5:0 კი გაიმარჯვა, მაგრამ ერთი ამდენი საგოლე შანსიც ვერ გამოიყენა. ვენესუელა მატჩს 10 კაცით ამთავრებდა, რადგან ფერნანდო ამორებიეტა ბოლო იმედის ჯარიმისთვის გააძევეს. ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა, რაც მოხდა, რობერტო სოლდადოს დაბრუნება იყო ნაკრებში, 5-წლიანი განშორების შემდეგ 26 წლის ფორვარდმა "ფურია როხას" ერთობ უცნაური, ცისფერი მაისურის მორგება ჰეთ თრიკით აღნიშნა, არადა, პოკერიც შეეძლო, პენალტი რომ გაეტანა...

შემადგენლობა და ტაქტიკა

ვისენტე დელ ბოსკემ 4-3-3 სისტემით ითამაშა, სასტარტო შემადგენლობაში "ბარსელონას" და "რეალის" 4-4 ფეხბურთელი მოხვდა, მადრიდულ კვარტეტს უფრო დაცვითი, ხოლო კატალონიურს - შემტევი ფუნქციები ევალა. თითო ფეხბურთელით იყვნენ წარმოდგენილნი "ვალენსია" და "ბილბაო", ერთიც ლეგიონერი იყო - "მანჩესტერ სიტის" ლიდერი დავიდ სილვა.

დელ ბოსკემ, პირობისამებრ, ჩავის დასვენების საშუალება მისცა და მხოლოდ ბოლო ნახევარი საათი ათამაშა. მწვრთნელმა ფერნანდო ლორენტესა და რობერტო სოლდადოს თითო ტაიმი მისცა თავის გამოსაჩენად, ბოლო 15 წუთი კი დებიუტანტ იკერ მუნიაინსაც დაუთმო.

თამაში

"ფურია როხას"... უკაცრავად, "ფურია სელესტეს" ერთადერთი საზრუნავი და სანერვიულო ანგარიშის გახსნა იყო. ამისთვის ესპანეთის ნაკრებმა მთელი 37 წუთი დახარჯა. დაიწყო მატჩი თუ არა, სერხიო რამოსმა ხარიხას გაარტყა ბურთი, ხოლო სილვას დარტყმული "ვალიადოლიდის" მეკარე დანი ერნანდესმა მოიგერია. მაგრამ ყველა ხვდებოდა, რომ მხოლოდ დროის საკითხი იყო, როდის გაიტანდა მსოფლიოს ჩემპიონი.

37-ე წუთზე სესკ ფაბრეგასმა ჭკვიანური პასი გაუკეთა ანდრეს ინიესტას, რომელსაც არ გასჭირვებია კარის დალაშქვრა. ოთხ წუთში სილვამ და ფაბრეგასმა მეტოქის საჯარიმოში მასტერკლასი ჩაატარეს, რომელიც "ინგლისელის" გოლით დასრულდა.

შესვენებაზე დელ ბოსკემ ლორენტე სოლდადოთი შეცვალა და ვალენსიელმაც გაიბრწყინა. ესპანელთა მესამე გოლი, რომელშიც ჩაბი ალონსო, სილვა და სანტი კასორლა მონაწილეობდნენ და რომელიც სოლდადოს გოლით დასრულდა, ყველაზე კარგი სანახავი იყო. სოლდადო მალევე აღმოჩნდა იქ, სადაც ყველაზე მეტად იყო საჭირო და ალვარო არბელოას ჩამოწოდებული ახლო მანძილიდან გოლით დაასრულა.

66-ე წუთზე ჩავი ახალი გამოსული იყო, როცა "ღამურების" ფორვარდს გენიალური პასი გაუკეთა, რობერტომ ჩამოიტოვა მეკარე, მაგრამ "ბილბაოს" მცველმა ამორებიეტამ ხელით მოქაჩა და წააქცია. ამორებიეტა, რომელიც ვენესუელაში დაბადებული ბასკია და მთელი ცხოვრება ესპანეთში აქვს გატარებული, მოედნიდან გააძევეს. სოლდადომ პენალტი ცენტრში დაარტყა და დანიმ ფეხით შეძლო ბურთის მოგერიება.

მიუხედავად ამისა, ოთხშაბათს მაინც სოლდადოს ბენეფისის დღე იყო - მისმა თანაკლუბელმა ხორდი ალბამ მარცხნიდან ჩააწოდა და თავდამსხმელმაც ჰეთ თრიკი შეასრულა. ბოლო წუთებზე მუნიაინმა გაარტყა ბურთი ვენესუელელთა კარის ძელს - 5:0.

შეფასება

"ფურია როხას" შარშანდელი გამოსვლები ბადებდა კითხვებს, მაგრამ ევროპის ჩემპიონატის მოახლოებასთან ერთად დელ ბოსკეს გუნდმა დაგვანახა, რომ ჩემპიონატის მოგების ნომერ პირველ ფავორიტად რჩება.

ტრავმირებული დავიდ ვილიას და არგამოძახებული ფერნანდო ტორესის გარეშე გუნდმა 5 უპასუხო გოლი გაიტანა. ესპანელებს არ უჭირდათ ბურთის კონტროლი, ყველა გოლი მეტოქის საჯარიმოში გაიტანეს, სადაც ზოგჯერ მეტოქის 7-8 ფეხბურთელი იყო, მათ კი არ უჭირდათ მახვილგონივრული პასების გადაწოდება, პუბლიკაზე თამაში. რობერტო სოლდადომ სამივე გოლი მეკარის ბაქნიდან გაიტანა, ეს სწორედ ისაა, რაც ნაკრებს ბოლო დროს აკლდა.

იკერ კასილიასს საქმე თითქმის არ ჰქონია, რინკონისა და რონდონის თითო დარტყმა მოიგერია, სულ ეს იყო. მან კარი მშრალად შეინახა, რითაც ჰოლანდიელი ედვინ ვან დერ სარის რეკორდი გაიმეორა - 73 საერთაშორისო მატჩი "მშრალად".

ცენტრალური დაცვა გაუვალი იყო: პიკესა და რამოსის (რომელიც ანდალუსიელია, მატჩი კი ანდალუსიაში გაიმართა) დუეტი უნაკლო იყო, როგორც შემდეგ პუიოლისა და პიკეს წყვილი. რამოსის და პიკეს თავურები სახიფათო იყო, "რეალის" მცველმა ბურთი ხარიხასაც გაარტყა. ერთ ეპიზოდში პიკემ დიდებულად გააუვნებელყო "ხეტაფეს" ფორვარდი მიკუ.

ფლანგის მცველებმაც გამოიჩინეს თავი არბელოასა და ალბას თითო საგოლე პასი მიეთვალა. არბელოას ნაცვლად უფრო ანდონი ირაოლას ელოდნენ სასტარტოში, თუმცა დელ ბოსკემ სხვაგვარად გადაწყვიტა. რაც შეეხება ალბას, მან, ვფიქრობთ, საბოლოოდ გაიფორმა დაცვის მარცხენა ფლანგი, სადაც ნაკრებიდან წასულ ხოან კაპდევილას ცვლის.

ნახევარდაცვის სამეული ასეთი იყო: ფაბრეგასი, ბუსკეტსი, ჩაბი ალონსო - ბუსკეტსმა მოკრძალებული როლი ითავა, ის მეტოქეთა იერიშებს შლიდა და გაცილებით ტექნიკურ თანაგუნდელებს აძლევდა შანსს შეტევების განვითარების. ამის წყალობით ჩაბი ალონსო მეტად ფიქრობდა შეტევებზე, ხოლო ფაბრეგასი სუპერკრეატიული იყო.

შეტევაში სილვა და ინიესტა ტერორში ამყოფებდნენ ვენესუელელთა დაცვის ხაზს, კარგად უგებდნენ ფაბრეგასს, ხოლო ფერნანდო ლორენტეს პასებით ამარაგებდნენ.

ბასკს რაც შეეხება, ის ესპანეთის ნაკრების სათამაშო სტილიდან აშკარად ამოვარდნილია, მაგრამ შეუძლია სხვანაირად დაემუქროს მეტოქის კარს, როცა ჩვეული "ტიკი-ტაკა" ვერ ჭრის. პირველ ტაიმში უნდა გაეტანა ინიესტას პასის შემდეგ.

ამასთან, ყველა შეცვლაზე შემოსულმა რაღაც შემატა ნაკრების შემტევ პოტენციალს, ძალიან იაქტიურა დებიუტანტმა მუნიაინმა. დელ ბოსკემ ბოლომდე სკამზე დატოვა ხუან მატა და ტიაგო ალკანტარა, რაც მეტისმეტი ფუფუნება იქნებოდა სხვა ნაკრებებისთვის.

კომენტარები

ვისენტე დელ ბოსკე: "სოლდადო ძალიან კარგი იყო დღეს. ის წარმატებით ასრულებდა თანაგუნდელების შექმნილ მომენტებს. ისე, ნაკრებმა განსხვავებული ტაიმები ითამაშა. როცა სოლდადოს ვაქებთ, არ უნდა დაგვავიწყდეს კასორლას, ნავასის და ალბას წვლილი. ძალიან კმაყოფილი ვარ მუნიაინის. 19 წლის ბიჭია და როგორი უშიშარი! შეყვანამდე ვუთხარი, რომ ეთამაშა ისე, როგორც "ბილბაოში" ირჯება. ძალიან მაგარი მომავალი ელის იკერს".

რობერტო სოლდადო: "ნაკრებში დაბრუნება ოცნება იყო, რომელიც ძალიან მაგრად ამიხდა. გამიმართლა, რომ მეორე ტაიმში მომეცა შანსი. მეტოქის დაცვა უფრო ღია იყო, ვიდრე პირველში და შანსიც მეტი იყო გატანის. ცუდია, რომ პენალტი ვერ გავიტანე. ევრომდე კიდევ 3 თვეა და ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ნამდვილად არ მივიჩნევ, რომ ნაკრებში ადგილი დავიბევე".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?

"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა

[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან

"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა