ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

მიუნხენში ოლივიე ჟირუზე დაფიქრდნენ!

მიუნხენში ოლივიე ჟირუზე დაფიქრდნენ!

"ბაიერნის" ხელმძღვანელები სერიოზულად ფიქრობენ საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელ ოლივიე ჟირუზე

"ბაიერნის" ხელმძღვანელებმა სათადარიგო მეკარის, ვეტერანი ჰანს-იორგ ბუტის შემცვლელზე ფიქრი რომ დაიწყეს, "ლელოს" მკითხველი ამის შესახებ ინფორმირებულია.

ბუტი ზაფხულში კარიერას ამთავრებს და შესაბამისად, რეკორდმაისტერს ახალი მეორე კიპერი სჭირდება - ის, ვინც საჭიროების შემთხვევაში მანუელ ნოიერს ღირსეულად შეცვლის.

გუშინ გერმანულ პრესაში გავრცელდა ცნობები იმის შესახებ, რომ მიუნხენელები "ჰამბურგის" კარის დარაჯ იაროსლავ დრობნის შეუთანხმდნენ და რომ ეს უკანასკნელი სეზონის დასრულებისთანავე რეკორდმაისტერში გადავიდოდა. ეს ცნობა თავიდან ავტორიტეტულმა ჟურნალმა "კიკერმა" გაავრცელა და თითქოს ამ ინფორმაციაში ეჭვის შეტანა არ შეიძლებოდა, მაგრამ საღამოს "ბაიერნის" პრესმდივანმა მარკუს ჰიორვიკმა ამ ცნობას სპეკულაცია უწოდა და დასძინა, რომ მიუნხენში დრობნიზე არც კი უფიქრიათ.

სამაგიეროდ, ჰიორვიკმა ჩვენს გერმანელ კოლეგებს აუწყა ის, რომ მარიო გომესი "ბაიერნთან" ახალ კონტრაქტს სავარაუდოდ ძალიან მალე გააფორმებს. ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონის ერთ-ერთ საუკეთესო ბომბარდირს (18 გოლი) ბავარიულ გრანდთან მოქმედი ხელშეკრულება 2013 წლამდე აკავშირებს, მოლაპარაკებები მისი გახანგრძლივების შესახებ კი უკვე დაწყებულია და ცხადია, რომ თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, მარიო შეთავაზებულ პირობებს დათანხმდება.

"სწორ გზაზე ვდგავართ და შეთანხმებასთან ძალიან ახლოს ვართ," - ეს სიტყვები გომესის მრჩეველ ული ფებერს ეკუთვნის, რომელმაც დაადასტურა, რომ "ბაიერნის" სპორტულ დირექტორ კრისტიან ნერლინგერს ერთხელ უკვე შეხვდა. ამ დღეებში ფებერი უკვე თავად გომესს დაელაპარაკება და მასთან ბოლო დეტალებს შეათანხმებს. შესაბამისად, "ბაიერნსა" და გომესს შორის შეთანხმება უკვე მხოლოდ დროის ამბავია. "კიკერის" ინფორმაციით, რეკორდმაისტერი მარიოს ოთხწლიან კონტრაქტს სთავაზობს.

გუშინ ჩვენი გერმანელი კოლეგები იმასაც წერდნენ, რომ დიდი შანსია, ზაფხულში გომესმა სერიოზული კონკურენტი მიიღოს. "კიკერის", "ბილდის" და სხვა გამოცემების ინფორმაციით, "ბაიერნის" ხელმძღვანელები სერიოზულად ფიქრობენ საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელ ოლივიე ჟირუზე, რომელმაც ოთხშაბათს გერმანიის ნაკრებს გოლი გაუტანა და ლორან ბლანის გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. 25 წლის ჟირუ საფრანგეთის მიმდინარე ჩემპიონატის ერთ-ერთი უმთავრესი აღმოჩენაა და 16 გოლით ბომბარდირთა რეიტინგს სათავეში უდგას. აქედან გამომდინარე, "მონპელიეს" წარმატებები პირველ რიგში სწორედ მისი დამსახურებაა.

მართალია, ჟირუს "მონპელიესთან" კონტრაქტი 2014 წლამდე აკავშირებს, მაგრამ როგორც გაირკვა, მის ხელშეკრულებაში ჩადებულია პუნქტი, რომლის მიხედვითაც, ამ სეზონის ბოლოს კლუბის გამოცვლა შეუძლია - ოღონდ, მსურველმა "მონპელიეს" 16 მილიონი ევრო უნდა გადაუხადოს.

"ბაიერნის" ყოფილი ვარსკვლავი, ფრანგი ბიქსენ ლიზარაზუ 1.92 მეტრი სიმაღლის მქონე ცენტრფორვარდს ასე ახასიათებს: "ოლივიე მარიო გომესის სტილის, მაგრამ მასზე გაცილებით ტექნიკური თავდამსხმელია. თუ "ბაიერნში" გადავა, დარწმუნებული ვარ, რომ მიუნხენურ პუბლიკას ძალიან მალე შეაყვარებს თავს და რეკორდმაისტერს იდეალურად მოერგება."

რიბერი და ბადშტუბერი კითხვის ნიშნის ქვეშ

გერმანიისა და საფრანგეთის ნაკრები გუნდების ამხანაგურ მატჩში ფრანკ რიბერიმ ტრავმა მიიღო და "ბაიერნის" სამედიცინო შტაბი ჯერჯერობით გადაჭრით ვერ ამბობს, მოახერხებს თუ არა ის ხვალ, "ლევერკუზენთან" კალენდარულ მატჩში მონაწილეობის მიღებას. კითხვის ნიშნის ქვეშაა ასევე ამ მატჩში დაშავებული ცენტრალური მცველის, ჰოლგერ ბადშტუბერის თამაშიც.

აღსანიშნავია, რომ ამ ტესტ-მატჩის შემდეგ ექიმებს თომას მიულერმა და ჟერომ ბოატენგმაც მიმართეს, თუმცა მათ სერიოზული ტრავმები არ აღმოაჩნდათ და ხვალ მოედანზე გასვლას მოახერხებენ. ამასობაში, ბასტიან შვაინშტაიგერმა სირბილი დაიწყო. სრული დატვირთვით ვარჯიშს კი 27 წლის ნახევარმცველი, რომელიც გერმანიის თასის მეოთხედფინალში (შტუტგარტთან) დაშავდა, სავარაუდოდ ერთ კვირაში განაახლებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა

თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება

19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა