ავსტრიელს ეჭვი არ ეპარება, რომ ფეტელი სამგზის ჩემპიონი გახდება
ფორმულა 1-ის ისტორიაში მხოლოდ ორმა ლეგენდარულმა პილოტმა შეძლო ზედიზედ სამი ტიტულის მოგება - ხუან მანუელ ფანხიომ და მიხაელ შუმახერმა.

ნიკი ლაუდაც სამგზის ჩემპიონია, მაგრამ ის თავის ტიტულებს პაუზებით იგებდა: 1975, 1977 და 1984 წლებში. ავსტრიელს ეჭვი არ ეპარება, რომ სებასტიან ფეტელიც შეუერთდება ამ ჯგუფს. დარწმუნებულია "რედ ბულის" შესაძლებლობებში და იმაშიც, რომ ავსტრიული საჯინიბო გააგრძელებს წარმატებულ სეზონებს.

"ეჭვგარეშეა, რომ დღევანდელი წარმატება მომავალი გამარჯვებების საფუძველია. მესმის, რომ ეს გაცვეთილი ფრაზაა, მაგრამ თუ თქვენ ახერხებთ ზედიზედ რამდენიმე სეზონი რბოლების მოგებას, ახალი გამარჯვებების მოპოვება მოულოდნელად უფრო იოლი ხდება, - განაცხადა ლაუდამ ჟურნალ F1 Racing-თან ინტერვიუში. - მე ეს მახსოვს ჩემს პირველ საჩემპიონო წელს "ფერარიში". გუნდი უცებ იდეალურად იწყებს მუშაობას და თქვენ ყველაფერი შესანიშნავად გამოგდით.

ხშირად მეკითხებიან - სებასტიანისთვის ახლა უფრო რთული იქნება ფორმულა 1-ში გამოსვლა, თუ პირიქით? ვფიქრობ, მას შეუძლია მიხაელ შუმახერის წარმატების გამეორება და შვიდგზის ჩემპიონობა, მით უმეტეს, რომ მან კარგი ურთიერთობა დაამყარა "რედ ბულთან" - დაახლოებით ისეთი, როგორც შუმახერსა და "ფერარის" ჰქონდათ.

რაც მეტს იგებ, მით უფრო მშვიდდები. ეს კი გეხმარება ახალი წარმატებების მიღწევაში. ახლა სებასტიანისთვის უფრო იოლი იქნება მესამე ტიტულის მოპოვება: ასეთ სიტუაციაში ვიყავი მე 1984 წელს "მაკლარენში". "რედ ბული" სტაბილურად ამარაგებს მას კარგი მანქანებით.

სებასტიანის დონის პილოტისთვის გადამწყვეტი მომენტი იმაში მდგომარეობს, რომ გუნდი მისთვის მუდმივი მოტივაციის წყაროს წარმოადგენს.

მნიშვნელოვანია, საბრძოლო განწყობა ჰქონდეთ არა მხოლოდ პილოტებს: შენ დამატებით ენერგიას იღებ მთელი გუნდისგან".

2012 წელს ფეტელის ძირითად მეტოქეებზე საუბრისას ლაუდამ ფერნანდო ალონსო და "მაკლარენის" პილოტები დაასახელა.

"თუ "ფერარიში" შეძლებენ ღირსეული მანქანის შექმნას, ფერნანდო იბრძოლებს გამარჯვებისთვის, - მიაჩნია ლაუდას. - თუმცა "მაკლარენი" უფრო სახიფათო მეტოქედ უნდა მივიჩნიოთ.

ამ გუნდში პილოტების ყველაზე ძლიერი წყვილია და თუ ლუის ჰემილტონი და ჯენსონ ბატონი რეალურად ძლიერად გამოვლენ, მათგან მაღალ შედეგებს უნდა ველოდოთ. ორივე შეეცდება სებასტიანზე პრესინგის მიტანას და ერთ-ერთი მთავარი კონკურენტი აუცილებლად ჯენსონი იქნება, რომელიც სრულფასოვნად შეეწყო "მაკლარენს" და ამ სეზონში შეეცდება შარშანდელი წარმატების განვრცობას.

და მაინც, საუკეთესო პილოტად ფეტელს მივიჩნევ. ის შესაშურ სტაბილურობასა და არანორმალურ სიჩქარეს აჩვენებს. თუ ვინმე შეძლებს მის დამარცხებას, ეს უდიდესი მიღწევა იქნება. ვნახოთ, რომელი პილოტი მოახერხებს ამის გაკეთებას, თუმცა ფორმულა 1 სწორედ თავისი არაპროგნოზირებადი ხასიათით არის მომხიბვლელი".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა