დუბაის 500-იანი ტურნირი მერვედფინალური ეტაპის მატჩებით გაგრძელდა
დუბაის 500-იანი ტურნირი მერვედფინალური ეტაპის მატჩებით გაგრძელდა. დღე გახსნეს მსოფლიოს მეოთხე ჩოგანმა ენდი მიურეიმ და შვეიცარიელმა მარკო ჩიუდინელიმ. წინა დღეს ბრიტანელ ჩოგბურთელს სამი სეტის ჩატარება დასჭირდა გერმანელი მიხაელ ბერერის დასამარცხებლად, რაც ენდის ტრავმით იყო გამოწვეული.

ამჯერად მიურეის ყველაფერი წესრიგში ჰქონდა და მან საკუთარ მოწოდებაზე არანაირი შანსი არ დაუტოვა ჩიუდინელის. შვეიცარიელმა მხოლოდ 12 ქულა აიღო ბრიტანელის გეიმებში, ენდიმ კი თითო სეტში თითო ბრეიკი გააკეთა და 6:3, 6:4 მოიგო.

მოულოდნელად დიდი ბრძოლა გაუმართა უკრაინელმა სერგეი სტახოვსკიმ მსოფლიოს პირველ ჩოგანს ნოვაკ ჯოკოვიჩს. პირველ სეტში ორივე ჩოგბურთელმა შეძლო საკუთარი გეიმების შენარჩუნება და საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა, სადაც უკრაინელმა წინ გასვლა შეძლო - 4:3. მაგრამ ჯოკოვიჩმა დროულად იგდო ხელთ ინიციატივა და მხოლოდ ერთი ქულის აღების საშუალება მისცა მეტოქეს, რამაც მას შემოკლებული გეიმი 7:5 მოაგებინა.

მეორე სეტში თავიდან სტახოვსკი ბრეიკით დაწინაურდა, თუმცა აქაც სერბმა თამაშში გარდატეხის შეტანა შეძლო და ორი ბრეიკით უპასუხა უკრაინელს. მეორე სეტი ნოვაკმა 6:3 მოიგო და მეოთხედფინალში გავიდა.

ჯოკოვიჩსა და მიურეის მიბაძა როჯერ ფედერერმა და მანაც ორი სეტში გაიმარჯვა. ლეგენდარული შვეიცარიელის გამარჯვებაში ეჭვი არავის ეპარებოდა, რადგან მას მეტოქედ ესპანელი ფელისიანო ლოპესი ერგო, რომელიც აქამდე ცხრიდან ცხრა მატჩში ჰყავდა დამარცხებული.

ეს სერია გაგრძელდა. ლოპესმა ისევ ვერ გაუწია წინააღმდეგობა ფედერერს. პირველ სეტში კარგა ხანი თანაბარი თამაში მიდიოდა, მაგრამ 6:5-ზე როჯერმა მატჩში პირველი ბრეიკი გააკეთა და სეტი 7:5 მოიგო. მეორე პარტიაში გადამწყვეტი აღმოჩნდა მერვე გეიმი, რომელშიც ფედერერმა მორიგი ბრეიკი აიღო და მშვიდად მიიყვანა საქმე გამარჯვებამდე - 6:3.

კარგი ფორმა აჩვენეს ტომაშ ბერდიხმა, ხუან-მარტინ დელ პოტრომ და ჟო-ვილფრიდ ცონგამ, რომლებმაც ორ-ორ სეტში გაიმარჯვეს. ერთადერთი სამსეტიანი მატჩი იანკო ტიპსარევიჩმა და ფლავიო ჩიპოლამ ითამაშეს. სერბმა მოულოდნელად წააგო პირველი სეტი ტაი-ბრეიკზე, მაგრამ მომდევნო ორში ერთნაირი ანგარიშით - 6:1 გაიმარჯვა.

ATP-500

Dubai Tennis Championships

დუბაი (საემიროები). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 1 700 475 დოლარი

1/4 ფინალი

ენდი მიურეი (ბრიტ, 3)-მარკო ჩიუდინელი (შვეიც) 6:3, 6:4; იანკო ტიპსარევიჩი (სერ, 7)-ფლავიო ჩიპოლა (იტა) 6:7(2), 6:1, 6:1; ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 1)-სერგეი სტახოვსკი (უკრ) 7:6(5), 6:3; მიხაილ იუჟნი (რუს)-მერდი ფიში (აშშ, 6) 6:2, 7:6(0); ტომაშ ბერდიხი (ჩეხ, 5)-ლუკაშ ლაჩკო (სლოვაკ) 6:1, 6:2; ხუან მარტინ დელ პოტრო (არგ, 8)-ანდრეი გოლუბევი (ყაზ) 6:4, 6:2; როჯერ ფედერერი (შვეიც, 2)-ფელისიანო ლოპესი (ესპ) 7:5, 6:3; ჟო-ვილფრიდ ცონგა (საფ, 4)-ლუკაშ როსოლი (ჩეხ) 6:3, 6:4.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა