"კანტუს" ქართველი ცენტრი იტალიის "ოლ სტარში" სათამაშოდ მიიწვიეს, რომელიც 11 მარტს ქალაქ პესაროში გაიმართება
1 მარტს, შუადღისას, მანუჩარ მარკოიშვილმა თავის "ფეისბუქზე" დაწერა: გიორგი შერმადინი იტალიის "ოლ სტარში" სათამაშოდ მიიწვიესო.

დაგვეთანხმებით, სასიამოვნო ამბავია, 22 წლის ქართველი ცენტრი ხომ უამრავ ვარსკვლავს შორის გამოარჩიეს.

მას "ოლ სტარში" ისეთი კალათბურთელების გვერდით მოუწევს თამაში, როგორებიც არიან: ბო მაკალები, ანტონის ფოცისი... თუმცა სჯობს ლეგიონერთა ნაკრები სრულად გაგაცნოთ: ჯერმეინ ჯონსი (სკავოლინი), ლინტონ ჯონსონი (აველინო), რიჩარდ ჰიკმანი (სკავოლინი), მარკეს გრინი (აველინო), ჯეიმს უაითი (სკავოლინი), ბო მაკალები (მონტეპასკი), ტრევის დიენერი (სასარი), ობრი კოულმენი (ბიელა), დაგლას რობერტსი (ვირტუსი), ანტონის ფოცისი (მილანი), ანდრე სმიტი (კასერტა), გიორგი შერმადინი (კანტუ).

გუნდს კანტუელი ანდრეა ტრინჩიერი გაწვრთნის. ვფიქრობთ, ვარსკვლავთა მატჩში მონაწილეობას ვიქტორ სანიკიძეც იმსახურებდა, რომელიც იტალიის ჩემპიონატში მარგი ქმედების კოეფიციენტის მიხედვით საუკეთესოა, ისევე, როგორც მოხსნებში.

უმთავრესად სწორედ ვიქტორის დამსახურებაა "ვირტუსის" წარმატება მიმდინარე სეზონში. თუმცა ვერაფერს შევცვლით. მხოლოდ შეგახსენებთ, რომ ვიქტორმა იტალიის ვარსკვლავთა მატჩში გასულ სეზონში ითამაშა, კოჭი იტკინა და შესვენებაზე ჩატენვების კონკურსში მონაწილეობა აღარ მიუღია.

წლევანდელი "ოლ სტარი" 11 მარტს ქალაქ პესაროში გაიმართება.

წერა მარკოიშვილით დავამთავროთ. "ჟალგირისთან" საოცარი წარმოდგენის შემდეგ (32 ქულა) ველით, რომ იგი ევროლიგის ტოპ-16-ის მეექვსე ტურის საუკეთესო კალათბურთელად დასახელდება. გამართლდება თუ არა ჩვენი მოლოდინი, დღეს გავიგებთ (ტურის ოთხი მატჩი 1 მარტს გვიან ღამით დასრულდა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა