ბელარუსის დედაქალაქი 1998-1999 წლებში დაბადებულ მძლეოსანთა საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს
მომავალ შაბათ-კვირას ბელარუსის დედაქალაქი მინსკი 1998-1999 წლებში დაბადებულ მძლეოსანთა საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს.

შეჯიბრებაში მასპინძლებთან ერთად საქართველოს, რუსეთის, უკრაინის, ლიტვისა და ლატვიის წარმომადგენლებიც იასპარეზებენ საპრიზო ადგილებისთვის.

სწორედ, ამ წლებში დაბადებული გოგო-ბიჭები 2015 წელს თბილისში ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიურ ფესტივალში მოსინჯავენ ძალებს. ასე რომ, მომავალი პაექრობებისთვის ისინი აქედანვე ემზადებიან. მინსკის საერთაშორისო ტურნირზე დებიუტი ექნებათ და ჩვენი ქვეყნის სპორტულ ღირსებას დაიცავენ თეო მაჭარაშვილი (60 მეტრზე რბენა), ალინა ეფიმოვა (60 მ. თარჯებით), თამარ მახარაძე (სიგრძეზე ხტომა), გურამ სამხარაძე, გიორგი ონიანი (ორივე - უროს ტყორცნა), ალექსანდრა ჟუკი (60 მ და 60 მ თარჯებით).

ბელარუსის დედაქალაქში გამგზავრების წინ ნორჩ სპორტსმენებს გუშინ ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიური ფესტივალის ოფისში (სეოკ-ი) შეხვედრა მოუწყვეს, რომელსაც მძლეოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი ალექსი ახვლედიანი და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს აპარატის უფროსი ირაკლი სამყურაშვილი ესწრებოდნენ.

ალექსი ახვლედიანი: "დღევანდელი დღე არის დასტური იმ განსაკუთრებული ყურადღებისა, რომელსაც სახელმწიფო ბოლო დროს სპორტის მიმართ იჩენს. უწინ ეროვნული ნაკრების წევრებს უჭირდათ საზღვარგარეთ შეჯიბრებებზე გამგზავრება, საწვრთნელ შეკრებაზე ხომ, თითო-ოროლა გამონაკლისის გარდა, მხოლოდ ოცნება შეიძლებოდა.

დღეს კი 12-13 წლის გოგო-ბიჭებს ვაგზავნით საერთაშორისო ტურნირზე, რომელშიც მძლეოსნობით განთქმული 5 ქვეყნის წარმომადგენლები იასპარეზებენ. იმ ნორჩი ათლტებისთვის, რომლებიც 2015 წლის თბილისის ოლიმპიური ფესტივალისთვის ემზადებიან, მაის-ივნისშიც გვაქვს დაგეგმილი როგორც თბილისსა და უცხოეთში საწვრთნელი შეკრებები დასაოსტატებლად, ისე გამოცდილების მისაღებად საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობა და ეს არ არის შემთხვევითი, რადგან 2015 წლის თბილისის ფესტივალზე მედლების ყველაზე მეტი კომპლექტი სწორედ მძლეოსნობაში გათამაშდება და გუნდურ ჩათვლაში საქართველოს დელეგაციის წარმატებაც სწორედ "სპორტის დედოფლის" შედეგებმა უნდა განსაზღვროს".

ირაკლი სამყურაშვილი: "თბილისის 2015 წლის ოლიმპიური ფესტივალი ჩვენთვის დიდი გამოწვევაა და მისთვის დიდი მონდომებითა და ენთუზიაზმით უნდა ვემზადოთ. საამისოდ, ფაქტობრივად, მნიშვნელოვანი ეტაპი დაიწყო - 2012 წელი საბაზო უნდა გახდეს იმ გუნდების ჩამოსაყალიბებლად, რომლებიც სამი წლის შემდეგ საქართველოს დედაქალაქში იასპარეზებენ. ეს, ცხადია, მძლეოსნობასაც ეხება. ჩვენი ნორჩი სპორტსმენებისთვის მინსკის ტურნირი იქნება პირველი გასვლა საერთაშორისო სარბიელზე და წარმატებას ვუსურვებ. მინდა აღვუთქვა ახალგაზრდებს, რომ ყველა პირობა ექნებათ შექმნილი მაღალი შედეგების საჩვენებლად. ბელარუსული ტურნე ჩვენი გოგო-ბიჭებისთვის სასარგებლო და გამოცდილების მომტანი უნდა გამოდგეს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"სასქესო ორგანო გაჩვენოთ?" - ოლიმპიური ჩემპიონის სქესში ეჭვი შეიტანეს [PHOTO]
ვიქტორ სანეევის სახელობის ღია პირველობა
"თავმდაბლობას არ დავიწყებ, ვიცი, რომ წელსაც მეკუთვნოდა..." - ინტერვიუ ლაშა ტალახაძესთან
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა