ნაკრების თავკაცმა ბეგი დარჩიამ ევროპის ჩემპიონატზე წასაყვანი შემადგენლობა დაასახელა
ბერძენ-რომაელთა ნაკრების დამრიგებელმა ბეგი დარჩიამ დაასახელა 6-12 მარტს ბელგრადში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე წასაყვანი შემადგენლობა. ქემალ ხარაბაძე (55), ირაკლი ჭოჭუა (60), რევაზ ლაშხი (66), მანუჩარ ცხადაია (74), ვლადიმერ გეგეშიძე (84), სოსო ჯაბიძე (96), გურამ ფერსელიძე (120) - აი, ამ ხალხს დაეყრდნობა მწვრთნელი ბელგრადში.

როგორც ვხედავთ, ეს ადრევე შეგულებული ის ძველი გუნდია და მასში სიახლეები არ შესულა. არადა, ბოლო ხანებში იყო ლაპარაკი, რომ მწვრთნელს შემადგენლობაში ახალგაზრდებში მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონ ზურაბ დათუნაშვილის (74) ჩართვა სურდა, რაც ავტომატურად გამოიწვევდა სხვა გადაადგილებებსაც. კერძოდ, ცხადაია და ლაშხი, რომლებიც ახლა ზედა წონებში გამოდიან, თავის წონებს დაუბრუნდებოდნენ.

ამ საკითხზე ხანგრძლივი სჯა-ბაასი იმართებოდა და საბოლოოდ მაინც ძველ ვარიანტზე შეჩერდნენ. აქ მთავარი ცხადაიას საკითხი იყო, რომელსაც ძალიან ბევრის დაკლება მოუწევდა. ამასთან მან საქართველოს ჩემპიონატის ფინალში პირადი შეხვედრა მოუგო დათუნაშვილს, უნგრეთში კი ერთმანეთს არ შეხვედრიან, მაგრამ ცხადაიამ შედეგით აჯობა. ამიტომ გული არც მას დასწყვიტეს და არ დატოვეს ევროპის ჩემპიონატის მიღმა.

ცხადაიას და ლაშხის გარდა, თავისთვის უჩვეულო წონაში გამოდის ახალგაზრდებში მსოფლიოს პრიზიორი ხარაბაძე. ახალგაზრდულ ნაკრებში ის 60 კილოგრამში ჭიდაობდა, მაგრამ 55-ში შექმნილი გადაუჭრელი საკადრო ცვლილებების გამო მწვრთნელებმა მისი იქ დაყენება გადაწყვიტეს. მით უფრო, წონაც ხელს უწყობს და ბევრის დაკლება არ მოუწევს.

საბედნიეროდ, ჯანმრთელად არიან გეგეშიძე და ჯაბიძე, რომლებსაც ბოლო წლებში ძალიან ბევრი გაუცდათ ტრავმების გამო. ჯაბიძემ საქართველოს ჩემპიონატზეც იტკინა ნეკნი და ფინალი ძლივს ჩაამთავრა, თუმცა ახლა ყველაფერი უკან დარჩა და ორივე ჯანმრთელადაა.

სამაგიეროდ, გაცივდა ფერსელიძე, თუმცა, იმედია, ბელგრადულ ბატალიებამდე ესეც მოგვარდება. ბერძენ-რომაელები სერბეთში 8 მარტს გაფრინდებიან.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატი სალიცენზიო ქულებს ან პირდაპირ საგზურს არ იძლევა. ამიტომ მოჭიდავეებისთვის მთავარი მაინც სალიცენზიო ტურნირებია.

პირველი მათგანი - ევროპის საკვალიფიკაციო შეჯიბრება 20-22 აპრილს სოფიაში გაიმართება და იქ ორი ლიცენზია გაიცემა. აქედან ერთ კვირაში ჩინურ ტაიუანში მსოფლიოს სალიცენზიო ტურნირია, სადაც სამი საგზური გაიცემა (ბრინჯაოს მედალოსნები ერთმანეთში იჭიდავებენ), 4-6 მაისს კი ჰელსინკში ისევ მსოფლიოს სალიცენზიო შეჯიბრება ჩატარდება, სადაც ლონდონის კარს ორი ბედნიერი შეაღებს.

გამომდინარე იქიდან, რომ სამივე ტურნირი ერთმანეთის მიყოლებით ტარდება, მწვრთნელები ერთბაშად რამდენიმე კადრს ამზადებენ, რადგან სამ კვირაში სამი შეჯიბრება ვინმემ მაღალ დონეზე იჭიდაოს, ლამის წარმოუდგენელია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

lasha
ჯაბიძე მაგარ ფორმაშია და ალბათ პრიზიორი გახდება
ლაშა გობაძე რეპეშაჟში დამარცხდა და ოლიმპიური თამაშები მედლის გარეშე დაასრულა
ლაშა გობაძე ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში ბულგარელ მეტოქესთან დამარცხდა
რობერტ კობლიაშვილი ოლიმპიადის პირველივე შეხვედრაში დამარცხდა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
[VIDEO] მამუკელაშვილის 26 წუთი - "ტორონტო" "ბოსტონთან" დამარცხდა
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა