მიუნხენში, ტურნირის 2011/12 წლის სეზონის ფინალზე დასასწრები ყველაზე იაფი ბილეთი 70 ევრო ეღირება
უეფამ ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩზე ბილეთების ფასი, 2011 წელთან შედარებით, ორნახევარჯერ გააიაფა. მიუნხენში ტურნირის 2011/12 წლის სეზონის ფინალზე დასასწრები ყველაზე იაფი ბილეთი 70 ევრო ეღირება, მაშინ, როდესაც ერთი წლის წინ ლონდონში გამართულ ფინალზე 150 ფუნტი სტერლინგი (180 ევრო) ღირდა.

ყველაზე ძვირი ბილეთი 370 ევრო ეღირება. ეს ფასები "ნეიტრალური" მაყურებლების ბილეთებზეა მითითებული. ფინალში მოთამაშე გუნდების გულშემატკივრები უეფასგან სპეციალურ ქვოტას მიიღებენ და ბილეთები კლუბების საშუალებითაც გავრცელდება.

1 მარტს უეფას ოფიციალურ საიტზე გამოჩნდა სიახლე ჩემპიონთა ლიგის ფინალის ბილეთების ონლაინ რეჟიმში მოთხოვნის შესახებ. სულ "ნეიტრალური" გულშემატკივრებისთვის ოთხი საფასო კატეგორიაა გათვალისწინებული - 70, 160, 260 და 370 ევროს ღირებულების.

ამას გარდა, გულშემატკივრებმა ბილეთების ონლაინ-შეკვეთისას დამატებითი თანხა უნდა გადაიხადონ. გერმანიის მოქალაქეებისთვის ის 10 ევროს შეადგენს, სხვა ევროპული ქვეყნების მცხოვრებლებისთვის კი - 20 ევროს, დანარჩენი ქვეყნებისათვის - 35 ევროს.

ბილეთების განაწილება ლატარიის პრინციპით მოხდება და ის გულშემატკივართა განაცხადების მიღების შემდეგ ჩატარდება. შედეგები ცნობილი 2 აპრილს გახდება.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალი 19 მაისს გაიმართება.

Uefa-მ "ბენფიკა" დააჯარიმა - "რეალთან" სკანდალური მატჩის ვერდიქტი მიღებულია
ლანგი: თითი მომაკერეს - PlayStation-ის თამაში და ტუალეტში მიჭირს
[PHOTO] ლამის დაასახიჩრეს. სლოტის თქმით, წამოსაწოლად ჩადიან - ოსიმენს და ლანგს ოპერაცია გაუკეთეს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა