საქართველოს ნაკრების 25 წლის მეკარით ვარშავის "ლეგია", ლვოვის "კარაპატი" და ერთ-ერთი იტალიური კლუბი ინტერესდებოდა
ბოლო ერთი წელიწადია, საქართველოს ჩემპიონატში დაიწყო პროცესი, რომელიც თითქოს უხილავი ჯადოსნური ჯოხით იმართება: ქართულმა გუნდებმა ჯერ მიზერული დაფინანსება შეინარჩუნეს, ამ სტაბილურობას კი შემდეგ გაზრდილი ბიუჯეტები და უცხოეთიდან ცნობილი ქართველი მოთამაშეების ჩამოყვანა დაემატა.

უფრო ამბიციური ხდება თბილისის "დინამო" და გულშემატკივრისთვისთვის სასურველ "კონტურებს" ოდნავ მაინც უახლოვდება.

"დინამოში" უცხოეთიდან ჩამოიყვანეს გოგიტა გოგუა და გიორგი მერებაშვილი. ასეთი მაღალი კლასის ფეხბურთელების დამატება გუნდისთვისაც წინგადადგმული ნაბიჯია და მთლიანად, ეროვნული ჩემპიონატისთვისაც.

"დინამოს" წინსვლას ხალხიც ხედავს, პირველი სამი მატჩი მოვიგეთ. "დინამოს" კლასი სულ ჰქონდა, მაგრამ გოგუამ და მერებაშვილმა გუნდი უფრო გაზარდეს.

"დინამოსთან" აუტსაიდერებიც გაათმაგებული მონდომებით თამაშობენ, ყოველთვის მაქსიმუმს ავლენენ და ვერც ერთ მეტოქესთან ვერ მოვდუნდებით. აქედან გამომდინარე ჩვენთვის ყველა გუნდთან თამაში ფინალივით არის, ფინალის თამაში კი ყოველთვის ძნელია.

წელს ეს წინააღმდეგობა უფრო გაიზარდა. სწორედ ამიტომ მიმაჩნია, რომ ქართული გუნდების საერთო დონე გაიზარდა", - ამბობს თბილისის "დინამოს" კაპიტანი გიორგი ლორია.

"დინამოს" კაპიტნის სანაკრებო თამაშების შემდეგ ყველა ელოდა, რომ ლორია კარიერას უცხოეთში გააგრძელებდა. შევიტყვეთ, რომ 25 წლის ქართველით ვარშავის "ლეგია", ლვოვის "კარაპატი" და ჩვენთვის უცნობი ერთ-ერთი იტალიური კლუბიც დაინტერესდა. თუმცა გიორგიმ "დინამოსთან" კონტრაქტი ერთი წლით გაახანგრძლივა და ამ ლაპარაკს წერტილი დაუსვა:

"გუნდის პრეზიდენტთან შევთანხმდი, რომ გუნდში კიდევ ერთი წელი ვითამაშებ. მერე კი შევხედავ სიტუაციას. მაგრამ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, შესაძლოა, უფრო მაღალი დონის ჩემპიონატში გადავიდე.

მართლა კარგი კლუბებიდან მქონდა მიწვევები, მაგრამ დაკონკრეტება არ მინდა. ყველაფერი ზაფხულში გაირკვევა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

avto
ჯენოა მოსკოვის დინამო ლეგია ვარშავა იწვევდა
dima
ლორია აუცილებლად უნდა წავიდეს უკეთეს ჩემპიონატში. თორემ აქ ვეღარ განვითარდება
pirkusha
levanchika გეთანხმები.
gaga
კაი რა ლვოვის კარპატში წასვლას ჯობია აქ მეორე ლიგა ითამაშოს
levanchika
დინამოს მესვეურებო, შეინარჩუნეთ ლორია, უკეთეს მეკარეს ვერც კი ვინატრებ,
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა