25 წლის ურუგვაელი ფორვარდით "ჩელსის" მესვეურები არიან დაინტერესებულნი და ნეაპოლელებს სარფიან წინადადებას უმზადებენ

ედინსონ კავანის ნეაპოლიდან შესაძლო აბარგების შესახებ დიდი ხანია საუბრობენ და როგორც ჩანს, ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ეს საკითხი კიდევ ერთხელ გახდება აქტუალური.

თუმცა, უკვე აქტუალურია და ამაზე "კორიერე დელო სპორტში" გავრცელებული ცნობა მოწმობს - ავტორიტეტული გამოცემის მტკიცებით, 25 წლის ფორვარდით "ჩელსის" მესვეურები არიან დაინტერესებულნი და ნეაპოლელებს სარფიან წინადადებას უმზადებენ.

თუმცა, თავად ფეხბურთელს "ნაპოლიში" სურს დარჩენა და ამის შესახებ მან "რაი სპორთან" საუბარში განაცხადა:

"შეიძლება არ დამიჯეროთ, მაგრამ ფეხბურთს ფულის გამო ნამდვილად არ ვთამაშობ და არც არასდროს მითამაშია. სპორტის უპირველესი სახეობა ფანატიკურად მიყვარს და ჩემი უმთავრესი მიზანია, რომ ისტორიას შემოვრჩე.

ამიტომ, "ნაპოლიდან" წასვლას არ ვაპირებ და მსურს, რომ ამ გუნდთან ერთად ტიტულები მოვიგო. ნეაპოლში ცხოვრება იოლი არაა, მაგრამ ეს არ მაშინებს და საკუთარ თავზე მუშაობას ერთი წამითაც არ ვწყვეტ".

კავანიმ ბავშვობის კუმირზე ისაუბრა და შემდეგი განაცხადა:

"ჩემთვის მისაბაძი ფეხბურთელი გაბრიელ ბატისტუტა იყო და ყოველთვის მსურდა, რომ მისთვის მიმებაძა. მასთან გარკვეულ მსგავსებას ყოველთვის ვხედავდი და ალბათ, ამიტომაც ვგულშემატკივრობდი.

ჩემი თაობის ყველა ურუგვაელი მოთამაშე ენცო ფრანჩესკოლის ბაძავდა, მე კი სწორედ ბატისტუტაზე მქონდა სწორება. არგენტინელი საოცარი ნიჭის ფეხბურთელი გახლდათ, მას მარტოს შეეძლო თამაშების მოგება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა