დუბაის 500-იან ტურნირზე მეოთხედფინალური მატჩები გაიმართა და სატურნირო ბადეს ოთხი საუკეთესო ჩოგბურთელი შემორჩა
დუბაის 500-იან ტურნირზე მეოთხედფინალური მატჩები გაიმართა და სატურნირო ბადეს ოთხი საუკეთესო ჩოგბურთელი შემორჩა.

მეოთხედფინალურ ეტაპზე ერთ-ერთი ყველაზე რთული მეტოქე ბრიტანელ ენდი მიურეის ჰყავდა - ჩეხი ტომაშ ბერდიხი, რომელიც 2005 წლის შემდეგ არ ჰყავდა დამარცხებული და რომელთანაც ურთიერთშეხვედრებში 1:3-ს აგებდა.

მაგრამ ამჯერად ბრიტანელს ყველაფერი წესრიგში ჰქონდა და მეტნაკლებად იოლ გამარჯვებას მიაღწია. მან თავიდანვე ბრეიკი გააკეთა და შემდეგ ოთხი ბრეიკ-პოინტის მოგერიებით სეტი თავის სასარგებლოდ დაასრულა - 6:3. უფრო რთული ბრძოლა იყო მეორე პარტიაში, სადაც ენდი ორჯერ დაწინაურდა ბრეიკით და ორივეჯერ ბერდიხმა გაათანაბრა ანგარიში. როცა საქმე ტაი-ბრეიკამდე მიდიოდა, მიურეიმ მე-11 გეიმში მეოთხედ მატჩში აიღო მეტოქის მოწოდება და პარტია 7:5 მოიგო. აღსანიშნავია, რომ ბრიტანელმა მხოლოდ მეექვსე მატჩბოლზე შეძლო გამარჯვების გაფორმება.

მეთორმეტედ შეხვდა როჯერ ფედერერი რუს მიხაილ იუჟნის და ზედიზედ მეთორმეტედ შეძლო მისი დამარცხება. ლეგენდარულ შვეიცარიელს დიდი ენერგია არ დაუხარჯავს ამ მატჩში. პირველ სეტში 2:2-ზე გააკეთა ბრეიკი და უპრობლემოდ მიიყვანა პარტია მოგებამდე - 6:3. მეორე სეტი ფედერერის ბრეიკით დაიწყო და აქაც როჯერმა უპრობლემოდ შეინარჩუნა ეს უპირატესობა და ორი სეტში - 6:3, 6:4 მოიგო. შეხვედრა საათი და 9 წუთი გაგრძელდა და ისე დასრულდა, რომ იუჟნის არც ერთი ბრეიკპოინტი არ ჰქონია.

სერბული დერბი გაიმართა დღის მესამე მეოთხედფინალში, რომელშიც მსოფლიოს პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი და იანკო ტიპსარევიჩი ხვდებოდნენ.

ჯოკოვიჩს ამ ტურნირზე ზედიზედ მეორედ მოუწია ტაი-ბრეიკის თამაში. არადა, პირველ სეტში თანამემამულის განადგურების შემდეგ, რთული წარმოსადგენი იყო, რომ ტიპსარევიჩი შეძლებდა მეტოქისთვის წინააღდეგობის გაწევას, მაგრამ იანკო ძალიან ახლოს იყო მეორე სეტის მოგებასთან - ტაი-ბრეიკზე 6:5-ს იგებდა და თავად აწვდიდა, მაგრამ ორმაგი შეცდომა დაუშვა და განაწყენებულმა ზედიზედ ორი გათამაშება დათმო, რაც სეტისა და მატჩის წაგებად დაუჯდა.

ბოლო მეოთხედფინალიც ორ სეტში დასრულდა. გასულ კვირას მარსელის ტურნირის ტრიუმფატორმა ხუან მარტინ დელ პოტრომ ბოლო ორ კვირაში მეორედ მოუგო ფრანგ ჟო-ვილფრიდ ცონგას - 7:6(1), 6:2.

ახლა კი მოკლედ გუშინდელი ნახევარფინალების შესახებ.

ენდი მიურეიმ რევანში აუღო ნოვაკ ჯოკოვიჩს ავსტრალიის ღია პირველობის ნახევარფინალში განცდილი მარცხისთვის, თანაც ეს ძალიან დამაჯერებლად გააკეთა. სერბმა პირველი მატჩი წააგო სეზონში და პირველი ტიტული ვერ დაიცვა.

მიურეიმ ოთხჯერ აიღო მეტოქის მოწოდება, იმ დროს, როცა ჯოკოვიჩმა სამი ბრეიკ-პოინტიდან მხოლოდ ერთი გამოიყენა. მატჩი საათი და 22 წუთი გაგრძელდა და ახლა მიურეისა და ჯოკოვიჩს შორის ურთიერთშეხედრათა ანგარიშია - 7:5 სერბი ჩოგბურთელის სასარგებლოდ.

ენდიმ პირველი ბრეიკი 3:2-ზე გააკეთა. შემდეგ ორი ბრეიკ-პოინტი მოიგერია და 5:2 დაწინაურდა. მიურეი ბრწყინვალედ თამაშობდა პირველ მოწოდებაზე. პირველ სეტში პირველი მოწოდების გამოყენების 94 პროცენტი ჰქონდა, ჯამში - 85 პროცენტი.

მეორე სეტში მიურეი 3:0 დაწინაურდა და 5:3-ზე მატჩზე აწვდიდა, მაგრამ ჯოკოვიჩმა პირველად მატჩში ბრეიკი გააკეთა და ანგარიშის გათანაბრება მოახერხა, თუმცა 5:5-ზე ბრიტანელმა ზედიზედ ორი გეიმი აიღო და შეწყვიტა ჯოკოვიჩის 10-მატჩიანი მოგებათა სერია.

გაცილებით დაძაბული იყო როჯერ ფედერერისა და ხუან მარტინ დელ პოტროს ნახევარფინალი. მთელი მატჩის განმავლობაში არც ერთი ბრეიკი არ დაფიქსირებულა, შესაბამისად, პარტიების ბედი ტაი-ბრეიკზე გადაწყდა.

პირველ შემოკლებულ გეიმში ფედერერმა 7:5 მოიგო, მეორეში კი წესით არგენტინელს უნდა მოეგო - ის 6:2 დაწინაურდა და ოთხმაგი სეტბოლი მიიღო, მაგრამ როჯერმა პატარა სასწაული მოახდინა, ზედიზედ ექვსი ქულა აიღო და 8:6 მოიგო მეორე ტაი-ბრეიკი.

ფედერერი და მიურეი მეთხუთმეტედ შეხვდებიან ერთმანეთს. ენდი 8:6-ს უგებს როჯერს. მათი ბოლო შეხვედრა 2010 წელს სეზონის შემაჯამებელი ტურნირზე შედგა და ფედერერის გამარჯვებით დასრულდა.

ATP-500

Dubai Tennis Championships

დუბაი (საემიროები). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 1 700 475 დოლარი

1/4 ფინალი

ენდი მიურეი (ბრიტ, 3)-ტომაშ ბერდიხი (ჩეხ, 5) 6:3, 7:5; როჯერ ფედერერი (შვეიც, 2)-მიხაილ იუჟნი (რუს) 6:3, 6:4; ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 1)-იანკო ტიპსარევიჩი (სერ, 7) 6:1, 7:6(6); ხუან მარტინ დელ პოტრო (არგ, 8)-ჟო-ვილფრიდ ცონგა (საფ, 4) 7:6(1), 6:2.

1/2 ფინალი

ენდი მიურეი (ბრიტ, 3)-ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 1) 6:2, 7:5; როჯერ ფედერერი (შვეიც, 2)-ხუან მარტინ დელ პოტრო (არგ, 8) 7:6(5), 7:6(6).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"შავი ლომი" ირლანდიაში 0:52 დამარცხდა
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
[VIDEO] მაგიური დუელი ტურინში - სინერმა ალკარასი დაამარცხა
ტერი შეიძლება ჩემპიონშიფის გუნდს ჩაუდგეს სათავეში
"რუსეთის მხარდამჭერი ყველა ქვეყანა გარიცხეთ" - შევჩენკოს მოწოდება ოლიმპიურ თამაშებზე
თუ ალონსოს გაათავისუფლებენ - "რეალის" ჩაბარების მთავარი კანდიდატი არვალო არბელოაა
მწვრთნელს თავი მოაწონა - "ბარსელონა" რაშფორდის გამოსყიდვას შეეცდება
ვიტინიამ გაამხილა სად სურს კარიერის გაგრძელება
უკრაინის ფეხბურთის ასოციაციის ყოფილ პრეზიდენტზე ძებნაა გამოცხადებული
რასპადორი მალე შეიძლება "რომაში" გადავიდეს
"კორინთიანსმა" "მილანს" ბრაზილიის ნაკრების მეკარე არ მიჰყიდა
დემბელე უკმაყოფილოა - ლუის ენრიკე ფრთხილობს
20 წ. | ორი ტესტი მოქმედ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან
ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა
იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება
"ფერადკანიან ბავშვებს ასწავლიან, რომ ბო*ივით მორჩილი მონები იყვნენ - იან რაიტმა ჯუდ ბელინგემი დაიცვა
"გიორგი რუსეთის ნაკრებში დაბრუნებაზე ოცნებობს, ამხანაგურ მატჩში მაინც..." - ჯიქიას აგენტი
"პსჟ მადრიდის "რეალის" მცველს სარფიან კონტრაქტს შესთავაზებს" - ესპანური გამოცემა
"მიქაუტაძე "ვილიარეალს" წიტაიშვილის შეძენას ურჩევს, საქმეში სხვა კლუბებიც არიან" - რას წერს ფრანგული გამოცემა ქართველზე?
[VIDEO] რონალდოს ლამაზი საგოლე პასი და ფელიქსის ბრწყინვალე გოლი
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ჩაქრნენ ვარსკვლავნი, ზეცა იცლება - პელე 3 წლის წინ მონათესავე სულებს შეუერთდა, იქ ფეხბურთი არის?!