ავსტრალიის გრანპრი, შესაძლოა, 2015 წლის შემდეგ ამოიღონ ფორმულა 1-ის კალენდრიდან
ავსტრალიის გრანპრი, შესაძლოა, 2015 წლის შემდეგ ამოიღონ ფორმულა 1-ის კალენდრიდან. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ორგანიზატორები არ უზრუნველყოფენ ღამის რბოლის გამართვას იმისთვის, რომ ევროპაში მოხერხებულ დროს იყო პირდაპირი რეპორტაჟი.

"ავსტრალიელებთან 2015 წლის ბოლომდე გვაქვს კონტრაქტი, მაგრამ არავინ იცის რა იქნება შემდეგ, - ამბობს ბერნი ექლსტოუნი. - თუ მელბურნს არ შეუძლია ღამის რბოლის ჩატარება, ამ შემთხვევაში მოგვიწევს ავსტრალიის დატოვება".

ღამის რბოლის გამართვას დამატებითი ინვესტიციები დასჭირდება მელბურნის გრანპრის ორგანიზატორებისგან, რომლებიც ამაზე, სავარაუდოდ, არ წავლენ. ქალაქის მთავრობას არაერთხელ განუცხადებია, რომ რბოლის ჩატარებას სერიოზული ფინანსური ზარალი მოაქვს.

ესპანური გაზეთის "ელ პაისის" ინფორმაციით, ვალენსიას რეგიონალურ მთავრობას ჯერ არ გადაუხდია გრანპრის ჩატარებისთვის საჭირო თანხა ბერნი ექლსტოუნისთვის.

"ჩვენ ჯერ ისევ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს", - განაცხადა ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენელმა.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, ვალენსიას მთავრობის თამჯდომარემ ალბერტო ფაბრამ განაცხადა, რომ პროვინციის ხელმძღვანელობა გადახედავს თავის ვალდებულებებს ფორმულა 1-თან მიმართებაში.

ესპანური პრესის ცნობით, რბოლის ჩასატარებლად საჭირო გადასახადის შეტანის ბოლო ვადა - 9 მარტია.

"ფორმულა 1 არ არის ჩვენი უპირველესი ამოცანა", - განაცხადა ფაბრამ, როცა მას ჰკითხეს საკონტრაქტო ვალდებულებების დარღვევის რისკზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო