"არმიის" მოთამაშემ ჯერემი რიჩარდსონმა ფიზიკური შეურაცხყოფა თსუ-ს მოთამაშეს ვახტანგ ჩქარეულს მიაყენა
დრამატული გამოდგა სუპერლიგის მეორე წრის მე-5 ტურის მორიგი მატჩი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდსა და "არმიას" შორის, სადაც არმიელებმა მეტოქე 118:56 გაანადგურეს და გუნდური რეკორდი მოხსნეს,რომელიც მანამდე "შსს აკადემიას" ეკუთვნოდა (117 ქულა).

მატჩი თავიდანვე "არმიის" სასარგებლოდ წარიმართა, რომელმაც საწყისს მეოთხედშივე 20-ქულიან უპირატესობას უწია - 27:7. მეორე პერიოდის მიწურულს კი გუნდებს შორის შემდეგი ინციდენტი მოხდა:

"არმიის" მოთამაშემ ჯერემი რიჩარდსონმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თსუ-ს მოთამაშეს ვახტანგ ჩქარეულს, რომელსაც თავისი თანაგუნდელი ბექა ჩიკვილაძე გამოესარჩლა. ჩიკვილაძისა და რიჩარდსონის ფიზიკურ დაპირისპირებას მოედანზე თსუ-ს 4 სათადარიგო მოთამაშის შესვლა მოჰყვა.

კალათბურთის ოფიციალური წესების 39.1.2 პუნქტის მიხედვით, თსუ-სათადარიგო მოთამაშეებმა თამაში დატოვეს, ხოლო ბექა ჩიკვილაძე და ჯერემი რიჩარდსონი დისკვალიფიცირებულნი იქნენ მატჩიდან. ინციდენტის დროს სათადარიგო სკამი არ დაუტოვებია თსუ-ს ცენტრს გიორგი ხიზანიშვილს, რომელიც თავის გუნდს მე-5 მოთამაშედ დაემატა.

მატჩის მეორე ნახევარში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა შემდეგი ხუთი მოთამაშით ითამაშა - თეიმურაზ თავამაიშვილი, მიხეილ ჩიტაშვილი, ვასილ ბერუაშვილი, ვახტანგ ჩქარეული და დავით ხიზანიშვილი.

არმიელთა შემადგენლობაში 19 ქულა უილიამ ტომასმა მიითვალა, ხოლო თსუ-ს 15 ქულა მიხეილ ჩიტაშვილმა შესძინა.

შეგახსენებთ, რომ მსგავსი ინციდენტი "არმიასა" და თსუ-ს გუნდებს შორის პირველი წრის მე-5 ტურშიც დაფიქსირდა.

მატჩის დასრულების შემდგომ ტრადიციულ პრესკონფერენციზე "არმიასა" და თსუ-ს გუნდების მწვრთნელებისა და მოთამაშეების მხრიდან შემდეგი კომენტარები გაკეთდა:

კოტე ტუღუში ("არმიის" მწვრთნელი): "გამიჭირდება ასეთ მატჩზე კომენტარის გაკეთება. ვიტყოდი იმას, რომ კიდევ ერთი მოგება მოვიპოვეთ. ძალიან სამწუხაროა, რომ უკვე მეორედ ხდება ჩვენს თამაშზე ასეთი ინციდენტი.

მე, როგორც ჩემი გუნდის მწვრთნელი, ჩემს გუნდში დავიწყებ მიზეზების ძებნას, თუ რა მოხდა მოედანზე; თუმცა ფაქტი ერთია, რომ ასეთი შემთხვევები აღარ უნდა განმეორდეს და დამნაშავე უნდა დაისაჯოს - არა აქვს მნიშვნელობა, ჩემი გუნდის წევრი იქნება თუ სხვა გუნდის წევრი. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ პირველ რიგში სპორტის სასახლეში მოსულ გულშემატკივარს უნდა ვცეთ პატივი და ვაჩვენოთ სანახაობრივი კალათბურთი".

ნუგზარ ჭეიშვილი (თსუ-ს მწვრთნელი): "ის, რაც მოხდა, ნამდვილად სამწუხარო ფაქტია. "არმიის" გუნდს ვულოცავ გამარჯვებას. ჩვენ სხვა გეგმები გვაქვს, "არმიას" - სხვა. თსუ-ს მიზანი 8 გუნდში მოხვედრაა. ვერ მივცემ თავს იმის თქმის უფლებას, რომ "არმიას" რაიმე წინააღმდეგობას გავუწევდით იმ რესურსებით, რაც დღესდღეობით გაგვაჩნია, მაგრამ ფაქტია, რომ რაც მოხდა, არ უნდა მომხდარიყო. ვწუხვარ ჩვენი ბიჭების საქციელის გამო.

მით უმეტეს, რომ ბექა ჩიკვილაძეს არაფერი ესაქმებოდა იმ მომენტში. ის სათანადოდ დაისჯება, როგორც სადისციპლინო კომიტეტის მიერ, ასევე კლუბის მხრიდან. მატჩი გაფუჭდა სანახაობრივი თვალსაზრისით. არ აქვს მნიშვნელობა, რამხელა სხვაობა იქნებოდა; მთავარია, რომ იქნებოდა ლამაზი კალათბურთი და დარბაზში მოსული მაყურებელი კმაყოფილი დარჩებოდა".

დავით უგრეხელიძე: "სამწუხაროა, რომ ეს ფაქტი მოხდა, მაგრამ ამ ყველაფერმა უკვე ჩაიარა და ახლა შემდეგი მატჩისთვის ვემზადებით. მივულოცავ ჩვენს გუნდს გამარჯვებას".

მიხეილ ჩიტაშვილი: "ვფიქრობ, ეს ფაქტი რომც არ მომხდარიყო, შედეგზე მაინც არ აისახებოდა. "არმია" სხვა გუნდია სხვა მიზნებით, ჩვენ სხვა გეგმები გვაქვს. შევეცდებით ჩვენს კონკურენტებთან მივაღწიოთ გამარჯვებას".

პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტების მოთხოვნით, გაიმართა მეორე პრესკონფერენცია, რომელსაც მატჩის კომისარი მერაბ რატიშვილი და მსაჯი მაკა კუპატაძე დაესწრნენ.

მერაბ რატიშვილი ( მატჩის კომისარი): "მატჩის მე-2 პერიოდის დასრულებამდე 3,5 წამით ადრე მოედანზე ატეხილი ჩხუბის დროს თსუ-ს სათადარიგოთა სკამიდან ოთხი მოთამაშე შევიდა მოედანზე. კალათბურთის ოფიციალური წესების 39.1.2 პუნქტის მიხედვით, თსუ-ს მოთამაშეები: ზურაბ მაისურაძე, თორნიკე ნინიაშვილი, სოსო შერმადინი და გივი ბაქრაძე დისკვალიფიცირებულნი იქნენ თამაშიდან".

მაკა კუპატაძე (მატჩის არბიტრი): "მატჩის მე-2 პერიოდის დამთავრებამდე 3,5 წამით ადრე "არმიის" მოთამაშე ჯერემი რიჩარდსონი დისკვალიფიცირებული იქნა მეტოქის ფიზიკური შეურაცხყოფისთვის. იგივე მიზეზით იქნა დისკვალიფიცირებული თსუ-ს მოთამაშე ბექა ჩიკვილაძე".

superleague.ge

Walkabout
არ მინდა ასე მკვეთრად მოგმართოთ მაგრამ აშკარა ტყუილს რატომ წერთ? მეეჭვება ვერ დაგენახათ რაც სინამდვილეში მოხდა... ბოლო-ბოლო ვიდეოჩანაწერი ნახეთ... ჯერემი რიჩარდსონს არავითარი ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია ჩქარეულისთვის, ისევე როგორც ჩქარეულს რიჩარდსონისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ჩიკვილაძემ რიჩარდსონს... რაც შეეხება თსუ-ს მოთამაშეების და სათადარიგოების საქციელს, ამ შემთხვევაში აგრესიულად იქცეოდნენ და საჩხუბრად იწევდნენ იგივე ჩიკვილაძე, ჩქარეული და ვიღაც სათადარიგოებიდან შემოვარდნილი ნაცრისფერკაპიშონიანი ტიპი, შეიძლება სხვებიც, მაგრამ არეულობაში გარჩევა ძნელი იყო... არც არმიის გულშემატკივარი ვარ და არცერთი გუნდისაც, მაგრამ სიმართლეზე თვალების დახუჭვა და ადამიანის დადანაშაულება მხოლოდ იმიტომ რომ უცხოელია, დამეთანხმებით არ არის სწორი საქციელი... მაგას ჯობია მართლა რაც პრობლემაა იმის შესახებ დაწეროთ, რატომ დაარტყეს უმიზეზოდ თსუ-ს მოთამაშეებმა სახეში ხელი შელბომს, რასაც წინა მატჩის ჩაშლა მოჰყვა, შემდეგ რატომ აგინეს მსაჯ სამულენასს, შემდეგ რატომ მიიღო ტექნიკური კოხრეიძემ და რატომ აგინა მსაჯებს, შემდეგ გუშინდელი ფაქტი, ხომ არ ფიქრობთ რომ ამდენი უდისციპლინობა ერთი გუნდისთვის ერთ ჩემპიონატში ბევრია... ასე რომ ბევრი გამოგრჩენიათ... ))
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
“ა” ლიგის ფინალური სერია ლიბერთიმ კასპში იოლი გამარჯვებით დაიწყო
თსუ-მ ბათუმს დაძაბულ ბრძოლაში სძლია | მარგვეთმა ტყიბულში ქულით იმარჯვა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა