ტურის ცენტრალურ მატჩში ერთმანეთს "შსს აკადემია" და "დინამო" დაუპირისპირდნენ, სადაც შსს-მ მეტოქეს 87:74 სძლია
სუპერლიგის მე-5 ტურის ცენტრალურ მატჩში ერთმანეთს "შსს აკადემია" და "დინამო" დაუპირისპირდნენ, სადაც შსს-მ მეტოქეს 87:74 სძლია. როგორც მოსალოდნელი იყო, შეხვედრა ძალიან დაძაბული და საინტერესო გამოდგა.

მატჩის საწყის ათწუთეულში უპირატესობა "შსს აკადემიამ" მოიპოვა (15:13), რომელმაც მეორე პერიოდში კიდევ უფრო იაქტიურა და მეორე მეოთხედის დასრულებამდე 1:32 წუთით ადრე წინ 34:27 გავიდა.

დიდ შესვენებამდე 51:4 წამით ადრე დინამოელებმა სხვაობა 4-ქულამდე შეამცირეს 30:34, ხოლო ტაიმი 31:36 დათმეს. მესამე მეოთხედის საწყის წუთებში შსს აკადემია 2 ქულით დაწინაურდა - 39:37, თუმცა პერიოდის შუაწელში "დინამომ" იძალა და ფრე - 41:41დააფიქსირა.

აღნიშნული მეოთხედის დარჩენილი დრო გუნდების გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, სადაც მცირე უპირატესობა შსს-მ მოიპოვა და პერიოდის დასასრულს - 52:50 გავიდა წინ. გადამწყვეტი გამოდგა ბოლო დასკვნითი პერიოდი, რომელიც ძალიან დაძაბული და ემოციური გამოდგა.

აღნიშნული მეოთხედის მე-6 წუთზე აკადემიელებმა 5-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს და წინ 66:61 გავიდნენ. აღნიშნულ მონაკვეთში შსს-მ მეტოქე საბოლოოდ გატეხა და შეხვედრის ძირითადი დროის ამოწურვამდე 2.01 წუთით ადრე თავის სასარგებლოდ 71:64 დააფიქსირა. 2:13 წუთით ადრე კი 11- ქულიან უპირატესობას უწია - 77:66. დარჩენილ დროში "დინამომ" მეტოქესთან ვერაფერი გააწყო და მიმდინარე სეზონის მეორე წრეში მეორე მარცხი განიცადა.

"შსს აკადემიას" 41 ქულით ლარი ბლერმა ულიდერა. აღსანიშნავია, რომ ბლერმა მიმდინარე სეზონში რეკორდი დაამყარა და თავისივე სარეკორდო შედეგი (41 ქულა) გაიმეორა.

"დინამოს" მხრიდან გამოირჩა ალექსანდრე ზესევიჩი, რომელმაც საკუთარ გუნდს 18 ქულა შესძინა.

მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე აღნიშნული გუნდების მწვრთნელებმა და მოთამაშეებმა შემდეგი კომენტარები გააკეთეს:

გიორგოს კეცელიდისი (შსს აკადემიის მწვრთნელი): "ქალბატონებს მსურს მივულოცო დედის დღე, რადგან, რამდენადაც ვიცი ძალიან მნიშვნელოვანი დღესასწაულია საქართველოში. რაც შეეხება მატჩს, საკმაოდ რთული თამაში იყო ჩვენთვის. "დინამო" ძალიან კარგი გუნდია და მათი მწვრთნელი კი, უპირველეს ყოვლისა, ძალიან კარგი ადამიანი, შემდეგ კი - წარმატებული მწვრთნელია. იყო რამდენიმე ფაქტორი, რის გამოც ეს მატჩი რთული იყო ჩვენთვის.

თავისთავად გავლენას ახდენდა ის ფაქტი, რომ წავაგეთ წინა ორი თამაში, მაგრამ ჩვენ შევასრულეთ მთავარი ამოცანა და კარგად ვითამაშეთ დაცვაში. შესანიშნავად ვითამაშეთ თავდასხმაშიც. როგორც ხედავთ, ლარი ბლერს აქვს ბრწყინვალე შედეგი".

ირაკლი ხოშტარია (დინამოს მწვრთნელი): "პირველ რიგში, მოვულოცავ მოწინააღმდეგე გუნდს გამარჯვებას, მის მთავარ მწვრთნელს და მთავარ მოთამაშეს, ლარი ბლერს, რომელმაც ძალიან ბევრი პრობლემა შეგვიქმა სხვა მოთამაშეებთან ერთად. თამაშის წინ ვეუბნებოდი ბიჭებს, რომ დღეს გვქონდა ყველაზე რთული თამაში, რადგან შსს აკადემია ჩვენი უშუალო კონკურენტია. მომავლისთვის გავითვალისწინებ იმ შეცდომებს, რაც დღეს დავუშვით.

ეს ეხება დაცვას, რადგანაც მასზე მთავარი ყურადღება გვაქვს გადატანილი. აგრეთვე საშინლად წავაგეთ ფარიც. დეტალურად გავეცნობი მატჩის ვიდეოს და უფრო მეცოდინება დღევანდელი წაგების მიზეზი. დღევანდელ შეხვედრაში გადამეტებული ემოციაც გვქონდა, თუმცა მე იმიტომ ვარ მწვრთნელი, რომ ეს ყველაფერი დავალაგო და გამოვასწორო. მწვრთნელს ვულოცავ კიდევ ერთხელ და ვიტყვი, რომ სასიამოვნოა ასეთი დონის მწვრთნელთან ჩემი პაექრობა. სიამოვნებით შევხვდებოდი შსს აკადემიის გუნდს ფლეიოფში".

ლარი ბლერი: "უპირველეს ყოვლისა, მსურს პატივისცემა გამოვხატო მოწინააღმდეგე გუნდის მწვრთნელის მიმართ, რომელმაც შესანიშნავად ათამაშა თავისი გუნდი.

ამ ყველაფერმა გვიბიძგა, კიდევ უფრო კარგად გვეთამაშა და მაქსიმალურად დავხარჯულიყავით. ჩინებულად ვიასპარეზეთ დაცვაში და ძალიან კარგი გუნდური თამაში ვაჩვენეთ. მსურს მადლობა გადავუხადო ჩვენს გულშემატკივრებს, რომლებიც ძალიან გვეხმარებიან ყველა თამაშზე. ჩვენი მწვრთნელი ძალიან კარგ სათამაშო სტრატეგიას გვთავაზობს და თუ ყველაფერი ისე შევასრულეთ, როგორც დღეს, აუცილებლად მივაღწევთ წარმატებას. ასევე მინდა გამოვხატო ჩემი პატივისცემა სუპერლიგაში მონაწილე ყველა გუნდის მწვრთნელის მიმართ".

მილან ოულიჩი: "კარგი თამაში იყო, მაგრამ ძალიან ბევრი სულელური შეცდომა დავუშვით. ვფიქრობ, ჩვენ ბევრად მეტი შეგვიძლია და აუცილებლად გამოვასწორებთ ამ ხარვეზებს. მოხარული ვიქნები, თუ კიდევ შევძლებთ ამ გუნდთან თამაშს და ბევრად უკეთ წარმოვაჩენთ ჩვენს თავს".

superleague.ge

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
“ა” ლიგის ფინალური სერია ლიბერთიმ კასპში იოლი გამარჯვებით დაიწყო
თსუ-მ ბათუმს დაძაბულ ბრძოლაში სძლია | მარგვეთმა ტყიბულში ქულით იმარჯვა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა