31 აგვისტოდან 4 სექტემბრის ჩათვლით სტამბოლში 40 საუკეთესო არბიტრისთვის WSB-ს მსაჯთა სემინარი გაიმართა, რომელშიც...

31 აგვისტოდან 4 სექტემბრის ჩათვლით სტამბოლში 40 საუკეთესო არბიტრისთვის WSB-ს მსაჯთა სემინარი გაიმართა, რომელშიც საქართველოდან საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი ზურაბ ტიბუა მონაწილეობდა. ეს იყო პირველი სემინარი WSB-ს ოფიციალური შეჯიბრების წინ. მსაჯებმა პრაქტიკული და წერითი გამოცდები ჩააბარეს. გამოცდებში წარმატებულნი სამსაჯოდ სამ კონტინენტზე (ამერიკა, ევროპა, აზია) გადანაწილდნენ. თითო კონტინენტზე მხოლოდ 10 მსაჯი შეარჩიეს.

ზურაბ ტიბუამ წარმატებით ჩააბარა მკაცრი გამოცდები და იგი აზიის კონტინენტზე იმსაჯებს (ბაქო, ასტანა, დელი, პეკინი). შეჯიბრებები 18-19 ნოემბერს სამივე კონტინენტზე ერთდროულად დაიწყება გუნდური პრინციპით, შემდეგ კი სამივე კონტინენტიდან გამარჯვებული 2-2 სპორტსმენი (5 წონითი კატეგორიიდან) ფინალურ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას 2011 წლის მაისში. ფინალურ ორთაბრძოლებში გამარჯვებულები ავტომატურად მიიღებენ ლონდონის 2012 წლის ოლიმპიური თამაშების საგზურს.

ცნობისათვის: WSB არის AIBA-ს მიერ შექმნილი პროფესიული ლიგა და მასში გაერთიანებულია 196 ნაციონალური ფედერაცია. მოკრივეებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ როგორც AIBA-ს, ასევე პროფესიონალთა შეჯიბრებებში. მაგრამ ეს ეხება მხოლოდ მათ, ვისთანაც WSB-მ ხელშეკრულება გააფორმა. საქართველოდან კობა ფხაკაძე და ბექა ლობჟანიძე აზიის (ბაქოს) გუნდში მოხვდნენ, ხოლო გიორგი კილანავა - საფრანგეთის ზონაში, კახაბერ ჟვანია და ნიკოლოზ იზორია რეზერვში აღმოჩნდნენ.

რაც შეეხება ბარბადოსს, მის დედაქალაქ ბრიჯთაუნში 6 სექტემბერს სტარტი აიღო ქალთა მსოფლიო ჩემპიონატმა 10 წონით კატეგორიაში. საქართველო 30-ზე მეტ მონაწილე ქვეყნებს შორისაა და ბათუმელ მარიკა ხორავათია წარმოდგენილი (მწვრთნელი გოჩა აბაშიძე). სამსაჯოდ მიიწვეულია ტარიელ გოგოჭური. ეს ინტეგრაცია საქართველოს კრივის ფედერაციის გენერალური მდივნის, ვლადიმერ ახალკაცის დამსახურებაა. ამასთან, ბატონი ვლადიმერი მონაწილეობს არჩევნებში - AIBA-ს აღმასრულებელი კომიტეტის წევრობის ერთ-ერთი კანდიდატია. კონგრესი ალმათიში (ყაზახეთი) 1-2 ნოემბერსაა დაგეგმილი.

ზურაბ ტიბუა სპეციალურად "ლელოსთვის" და SPORTALL.GE-სთვის ფოთიდან

"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!
[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა