ბოქსებში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო თემა იყო "რედ ბულის" ტექნიკური სიახლეები
ბარსელონას ტესტების მესამე დღეს პრაქტიკულად ყველა გუნდი რბოლის იმიტაციას გეგმავდა. გარდა ამისა, ტოპ-გუნდებმა ბოლო ორი დღისთვის შემოინახეს ყველაზე საინტერესო ტექნიკური სიახლეების გამოცდა.

დილით ბოქსებში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო თემა იყო "რედ ბულის" ტექნიკური სიახლეები - მანქანა, რომელიც მარკ უებერმა ტრასაზე გაიყვანა, გარეგნულად ძალიან განსხვავდებოდა იმისგან, რომლითაც წინა დღეს სებასტიან ფეტელი მუშაობდა. ედრიან ნიუიმ ისევ გააკვირვა მეტოქეები არასტანდარტული გადაწყვეტილებებით.

მექანიკოსები მონდომებით მალავდნენ RB8-ის უკანა ნაწილს, მაგრამ ტრასაზე ამ სიახლეს ვერ დამალავდნენ და ფოტოგრაფები სხვადასხვა რაკურსით იღებდნენ ფოტოებს და პრესცენტრში მიიჩქაროდნენ სურათების გასაგზავნად.

დილით რაიკონენს პრობლემები შეექმნა საჭის სისტემასთან დაკავშირებით. ტრასაზე გასვლის შემდეგ ფინელი მაშინვე ბოქსებში დაბრუნდა, ერთი საათის შემდეგ კიდევ ერთი წრე გაიარა და ისევ გადასცა მანქანა მექანიკოსებს. შემდეგ ჯერზე რაიკონენმა შეძლო სესიის დასრულებამდე ნახევარი საათით ადრე ტრასაზე გასვლა.

პირველ საათებში გუნდები კონცენტრირებული იყვნენ მოკლე წრეების სერიებზე, პარალელურად პიტსტოპებზე მუშაობდნენ, შესვენების წინ კი რამდენიმე პილოტმა საკვალიფიკაციო რეჟიმში იმუშავა - რბოლის იმიტაცია დღის მეორე ნაწილისთვის გადაიტანეს.

მეორე სესიისთვის სინოპტიკოსები წვიმას ვარაუდობდნენ. პროგნოზი გამართლა და პირველად წელს გუნდებს მუშაობაში ხელი შეუშალა კოკისპირულმა წვიმამ, რომელმაც შეწყვიტა რბოლის იმიტაცია ერთბაშად ხუთი პილოტისთვის. მეათე მოსახვევში გაჩერდა ბრუნო სენას მაქანა და პირველად დღის განმავლობაში წითელი დროშები გამოფინეს.

დღის ბოლომდე ასფალტმა გაშრობა ვერ მოასწრო და პირველ ადგილზე დარჩა სერხიო პერესის შედეგი, რომელიც დილით კვალიფიკაციის რეჟიმში მუშაობდა - 1.22,094. ჯერჯერობით ეს არის ბარსელონას ტესტების საუკეთესო დრო.

III დღე

1. პერესი (Sauber) 1.22,094 (112 წრე)

2. ჯ. ბატონი (McLaren) +0,009 (44)

3. დ. რიკარდო (ტორო როსო) +0,061 (130)

4. ფ. მასა (Ferrari) +0,319 (121)

5. პ. დი რესტა (Force India) +0,352 (108)

6. ბ. სენა (Williams) +0,386 (111)

7. ჰ. კოვალაინენი (Caterham) +0,536 (64)

8. მ. უებერი (Red Bull) +0,568 (70)

9. ნ. როსბერგი (მერსედესი) +0,838 (128)

10. კ. რაიკონენი (Lotus) +3,285 (43)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

avtuko
რედბული??? ისევ რედბული !!!
დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა