როშფორში თბილისელმა დიდოსტატმა კლასიკური პარტიებით მოჭადრაკეთა საერთაშორისო ტურნირში პირველი ადგილი დაიკავა
ფრანგულ როშფორში, როგორც გაუწყეთ, თბილისელმა დიდოსტატმა დავით არუთინიანმა ბლიცტურნირი მოიგო. იმავე ქალაქში შაბათს დამთავრდა მოჭადრაკეთა საერთაშორისო ტურნირი კლასიკური პარტიებით. ბოლო ტურში არუთინიანი ქართველ დიდოსტატ დავით ჯოჯუას დაუზავდა და 9 შესაძლებლობიდან 7 ქულით პირველი ადგილი დაიკავა.

მართალია, ეგვიპტელმა ბასემ ამინმაც ამდენ ქულას მოუყარა თავი, მაგრამ უარესი კოეფიციენტით მას მე-2 ადგილი ერგო. გამარჯვებულებს ნახევარ-ნახევარი ქულით ჩამორჩნენ და, შესაბამისად, მესამე-მეექვსე ადგილები ანდრეი სუმეტცმა (უკრაინა), ალექსეი ბარსოვმა (უზბეკეთი), დავით ჯოჯუამ (საქართველო) და ევანდრო ბარბოსამ (ბრაზილია) გაინაწილეს.

როშფორული ტურნირის დამთავრებისთანავე მისმა მონაწილეებმა კაპელე ლა გრანდეს 28-ე საერთაშორისო ფესტივალზე გადაინაცვლეს, სადაც უფრო ძლიერმა შემადგენლობამ მოიყარა თავი. ტურნირის საპრიზო ფონდი 30. 000 ევროა, საიდანაც გამარჯვებული 3.000 ევროს მიიღებს; მეორე-მეხუთე ადგილებზე გასულები, შესაბამისად, 2.000, 1500, 1000 და 900 ევროთი დაჯილდოვდებიან.

პირველ ტურში თორნიკე სანიკიძემ შავებით ოლივერ სიმონს სძლია, დავით ჯოჯუამ ქუენთინ ლოსიაუ დაამარცხა, დავით არუთინიანმა კი ხორხე ფერეირას აჯობა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა