ჰოლანდიელის კონტრაქტში ჩადებულია პუნქტი, რომლის მიხედვითაც, რობენს ზაფხულში "ბაიერნიდან" წასვლა შეუძლია - თუ რომელიმე გუნდი მასში 12 მილიონ ევროს გადაიხდის
"ლევერკუზენთან" წაგებულ მატჩში არიენ რობენი თავიდან მოედანზე საუკეთესო ფეხბურთელი იყო, მაგრამ მერე ისე ჩაიძირა, როგორც მთელი "ბაიერნი".

ფაქტია, რომ თუკი დღესდღეობით საფეხბურთო გერმანიაში რეკორდმაისტერზე ლაპარაკობენ, პირველ რიგში ჰოლანდიელ ფეხბურთელზე მიდის ხოლმე დისკუსია.

ტრავმის მოშუშების შემდეგ სათადარიგოთა სკამს ხეხავდა და ამას რობენის ეგოისტობაში დადანაშაულება მოჰყვა, ახლა კი ყველა გერმანული გამოცემა იმაზე წერს, რომ 28 წლის გარემარბს მიუნხენური გრანდის თავკაც იუპ ჰაინკესთან ურთიერთობა უკიდურესად დაეძაბა.

გუშინ ინგლისური "მირორი" წერდა, რომ ჰოლანდიელის კონტრაქტში (2013 წლამდე) ჩადებულია პუნქტი, რომლის მიხედვითაც, რობენს ზაფხულში "ბაიერნიდან" წასვლა შეუძლია - თუ რომელიმე გუნდი მასში 12 მილიონ ევროს გადაიხდის. იმავე გაზეთის ცნობით, არიენის მიმართ ინტერესს "ჩელსი" (სადაც 2004-დან 2007 წლამდე თამაშობდა), "არსენალი" და "ტოტენჰემი" იჩენენ. "მირორი" იმასაც წერდა, რომ რობენზე იტალიაში, კერძოდ, ტურინის "იუვენტუსშიც" ფიქრობენ...

ეს, შესაძლოა, მხოლოდ სპეკულაციებია, ფაქტი კი ის არის, რომ ინგლისთან ამხანაგური მატჩის შემდეგ, იმ შეხვედრის გმირმა რობენმა თქვა, ცხადია, გამორიცხული არაფერია და ხშირად ვფიქრობ, რომელი გუნდები შეიძლება დაინტერესდნენო...

ჟირუ ადასტურებს, პეტერსენი არ გაიქცევა

ამასობაში, "მონპელიეს" 25 წლის თავდამსხმელმა ოლივიე ჟირუმ დაადასტურა, რომ "ბაიერნის" ხელმძღვანელები მისდამი ინტერესს იჩენენ და რომ ბოლო დროს ხშირად აკვირდებიან.

ამ თემაზე კომენტარი გააკეთა რეკორდმაისტერის სათადარიგო ცენტრფორვარდმა ნილს პეტერსენმა, რომელიც მარიო გომესის ჩრდილშია. მან თქვა, რომ მიუნხენიდან გაქცევას არ აპირებს და არც იმ შემთხვევაში წავა, თუკი ბავარიელები ჟირუს იყიდიან. 23 წლის პეტერსენს ამ სეზონის 13 მატჩში 4 გოლი აქვს გატანილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კარლი სრულწლოვანი გახდება და "ბაიერნი" ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
საუდის არაბეთი თუ "ბაიერნში" დარჩენა - მიუნხენელები კეინის კონტრაქტზე გადამწყვეტი ნაბიჯისთვის ემზადებიან
"ჩემს მკერდამდე აღწევდა" - OnlyFans-ის მოდელი ახალგაზრდა ამომავალ ვარსკვლავთან ურთიერთობაზე
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა