ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ლა ლიგა. XXV ტურის შეჯამება: ჩავი ერნანდესი პასების მეფეა!

ლა ლიგა. XXV ტურის შეჯამება: ჩავი ერნანდესი პასების მეფეა!

"ბარსელონას" ნახევარმცველმა 1 553 ზუსტი პასი გააკეთა სეზონში, ეს კი ხუთ საუკეთესო ლიგაში პირველი შედეგია!
არგენტინელმა გონსალო იგუაინმა, რომელიც ესპანურმა მედიამ უკვე "გაცვალა" სერხიო აგუეროში და "მანჩესტერ სიტიში" "გაუშვა", 50-დღიანი "შიმშილობა" დაარღვია და გოლი გაიტანა, თანაც ორი. ამით "რეალსაც" გაუიოლა "ესპანიოლის" დამარცხება და თავადაც "სუფთა" მე-3 ადგილზე გადავიდა ბომბარდირთა დავაში 16 გოლით.

მეტი კი იგუაინისთვის (ისევე როგორც სხვა ნებისმიერი ფორვარდისთვის ლა ლიგაში დაწინაურებული დუეტის გარდა) ისევე მიუწვდომელია, როგორც, დავუშვათ, "ვალენსიასთვის" "რეალისა" და "ბარსას" ჰეგემონიის დარღვევა.

ტურმა ლეო მესის გარეშე ჩაიარა და ამით, ბუნებრივია, ბევრიც დაკარგა, თუმცა ბევრი საინტერესო რამ მაინც ვნახეთ - სეიდუ კეიტას გოლი-შედევრი, ბასკური დერბი, სადაც მოედანზე ერთმანეთს ეჩხუბნენ, მაგრამ ტრიბუნებზე მეტოქე გუნდის ფანები ხელიხელჩაკიდებულნი გულშემატკივრობდნენ თავიანთ რჩეულებს. კრიშტიანო რონალდომ სეზონში 30-ე გოლი გაიტანა და ფეხბურთელის შესაძლებლოლების ზედა ზღვარზე წარმოდგენა ბუნდოვანი გახადა.

სამწუხაროა, რომ ყველაზე საინტრიგო, რაც პრიმერას ამ სეზონს შერჩა, ეს ჩემპიონთა ლიგის ბოლო, მე-4 საგზურისთვის ბრძოლაა. სერიოზული ბატალიებია მოსალოდნელი - ერთდროულად 8 გუნდს სავსებით მიწიერი შანსი აქვს.

ბარსა-რეალობა

მაშინ, როცა ჟოზე მოურინიოს გუნდს ყველაფერი იოლად გამოსდიოდა ბარსელონურ "ესპანიოლთან" მატჩში, ჩემპიონს დიდი ოფლისღვრა დასჭირდა ლამის გასავარდნად განწირული "სპორტინგის" დასამარცხებლად.

ორი რამ აუცილებლად მიუთითებდა შაბათის მატჩის დაძაბულობაზე: ერთი რომ მესი არ იყო (დისკვალიფიკაცია) და მეორე - "სპორტინგი" ხავიერ კლემენტემ ჩაიბარა.

მალელი სეიდუ კეიტა ნოემბრის შემდეგ "ბარსას" სასტარტოში არ ყოფილა, მას ბევრი გაუცდა აფრიკის ერთა თასის გამო, საიდანაც სეიდუ ბრინჯაოს მედლით დაბრუნდა. კეიტა ბუსკეტსს ცვლიდა, აფრიკელმა სეზონში მე-2 გოლი მაშინ გაიტანა, როცა "ბარსას" ეს ყველაზე მეტად სჭირდებოდა და თანაც რა გოლი! თამაშის დასრულებამდე ათი წუთიღა რჩებოდა, ათ-კაციანი "ბარსა" უტევდა 11-კაციან "სპორტინგს", მაგრამ გოლი ვერადავერ გაჰქონდა - ნახევარმცველმაც მოიქნია ცაცია და ხუან პაბლოს კარის შორეულ კუთხეში გაიტანა. ამ გოლს კიდევ ერთი მოჰყვა და "ბარსამ" 3:1 იმარჯვა.

"მოხარული ვარ, რომ გავიტანე, რადგან იყო საშიშროება ქულები დაგვეკარგა, ეს კი "რეალს" უპირატესობის გაზრდის შანსს მისცემდა", - განაცხადა კეიტამ მატჩის შემდეგ. 32 წლის კეიტამ "ბარსელონას" მაისურით მე-20 გოლი გაიტანა.

ჩავი ერნანდესმა საკუთარი რეკორდი დაამხო - მისი გოლი "სპორტინგის" კარში მე-8 გახლავთ სეზონში. აქამდე ჩავის მიღწევა კი 7 გოლი იყო (2007/08 წლ). მაგრამ ყველას კარგად მოეხსენება, რომ გოლები ჩავის საუკეთესო იარაღი არაა, ეს მისი მოულოდნელი ატრიბუტია - აი, პასებში კი ჩავი მეფეა - მეტოქის ნახევარზე 32 წლის

ნახევარმცველმა 1 553 ზუსტი პასი გააკეთა სეზონში, ეს კი ხუთ საუკეთესო ლიგაში პირველი მაჩვენებელია!

"ბარსელონამ" დაიპყრო მოწინავე ხუთეული: პირველი, მე-2 (მესი) და მე-4 (დანი ალვეში) მისია. ხუთეული მთლიანად ესპანურია: მე-3 - ჩაბი ალონსოა, მე-5 - მიკელ არტეტა.

"თეთრებმა" "ესპანიოლისგან" ქვა-ქვაზე არ დატოვეს - 5:0. ძალიან მაგრად ითამაშეს კაკამ და გონსალო იგუაინმა. ეს დღე განსაკუთრებული იყო არგენტინელი ფორვარდისთვის, 50-დღიანი უგოლო პაუზაზე უკვე ვთქვით და "ესპანიოლთან" მატჩი გონსალოსთვის 150-ე იყო მის კარიერაში. ახლა იგუაინის ანგარიშზე 85 გოლია "რეალში".

მატჩს უეფას პრეზიდენტი, ფრანგი მიშელ პლატინი დაესწრო, რომელმაც მატჩის მერე თქვა, რომ ყველაზე საინტერესო ფინალი ჩემპიონთა ლიგაზე "რეალისა" და "ბარსას" დაპირისპირება იქნებოდა.

მესი VS რონი

არ შედგა! მესის დისკვალიფიკაციის გამო.

კრიშტიანო რონალდომ 90 წუთი ითამაშა "ესპანიოლთან" 5:0 დასრულებულ შეხვედრაში: 9-ჯერ დაარტყა კარისკენ, 3-ჯერ ზუსტად, 1 გოლი გაიტანა. ის ორჯერ დაჯარიმდა, ორჯერ მის წინააღმდეგ დაჯარიმდნენ, პორტუგალიელი ერთხელ მოხვდა თამაშგარე მდგომარეობაში. 15:14 - წინ ისევ მესია.

ტურის სიმბოლური ნაკრები

Goal.com. 3-5-2

ანდრეს პალოპი (სევილია, 1) - ჟულიენ ესკუდე (სევილია, 2), ადილ რამი (ვალენსია, 7), სერხიო რამოსი (რეალი, 4) - სეიდუ კეიტა (ბარსელონა, 1), მარკელ სუსაეტა (ბილბაო, 1), კაკა (რეალი, 2), ანდრეს ინიესტა (ბარსელონა, 6), ელიზეუ (მალაგა, 1) - მიჩუ (რაიო ვალეკანო, 2), გონსალო იგუაინი (რეალი, 4).

სიმბოლურში 4 დებიუტანტია, კაკა უკვე მეორედ მოხვდა რჩეულებში. სასიხარულოა, რომ ბრაზილიელი ოდინდელ ფორმას იბრუნებს. "ვალენსიას" ფრანგი მცველი ადილ რამი სიმბოლურ ნაკრებში მე-7-ედ მოხვდა, ხოლო ბარსელონელი ანდრეს ინიესტა - მე-6-ედ.

ტურის გმირი

ხოსე რამონ სანდოვალი (რაიო ვალეკანო)

25-ე ტურის გმირად ფეხბურთელს კი არა, მწვრთნელს ვასახელებთ - "რაიო ვალეკანოს" 43 წლის თავკაც ხოსე რამონ სანდოვალს. მისი გუნდი "რასინგთან" 0:2-ს აგებდა, როცა პირველივე ტაიმში სანდოვალმა ორი ცვლილება განახორციელა, საბოლოოდ მადრიდელებმა 4:2 მოიგეს, ხოლო 2 გოლი შეცვლაზე შესულთა ანგარიშზეა.

სამართლიანობისთვის აღვნიშნავთ, რომ კანტაბრიელები 10 კაცით თამაშობდნენ, უკვე მე-3 წუთზე მათ მეკარე ტონიო გაუძევეს.

ტურის ფრაზები

ჟერარდ პიკე: "მსაჯს შევატყე, რომ ჩემი გაძევების მიზეზს ეძებდა", - ამ ფრაზისთვის "ბარსას" მცველი შეიძლება დამატებით დასაჯონ.

ხოსეპ გვარდიოლა: "ვფიქრობ, ფანებმა ისიამოვნეს, რადგან გუნდმა აჩვენა მებრძოლი სული", - "ბარსელონას" თავკაცი "სპორტინგთან" 3:1 დასრულებულ მატჩზე.

ხოსეპ გვარდიოლა: "მან ნამდვილი გოლასო გაიტანა. კეიტა არასოდეს თამაშობს ცუდად, ის ჩემ შრომას აადვილებს", - მწვრთნელმა ცაში აიყვანა ქებით შეგირდი. გოლასო ლამაზ გოლს ნიშნავს.

აიტორ კარანკა: "ერთ რამედ ღირს იმ მატჩების ყურება, როცა კაკას მოედანზე ყველაფერი გამოსდის", - ჟოზე მოურინიოს ასისტენტი კაკას ბრწყინვალე თამაშზე.

ფერნანდო ალონსო: "მე უფრო "ოვიედოს" ფანი ვარ, ვიდრე "სპორტინგის", "რეალთან" უფრო ახლო გრძნობები მაკავშირებს, ვიდრე "ბარსასთან", მაგრამ მიყვარს ფეხბურთი და დღევანდელი "ბარსას" თამაშის ყურება ერთი სიამოვნებაა", - ფორმულა 1-ის ესპანელი ვარსკვლავი "კამპ ნოუზე" "სპორტინგთან" მატჩს დაესწრო.

მაურისიო პოჩეტინო: "რაც შეიძლება სწრაფად მინდა დავივიწყო ეს საღამო", - "ესპანიოლის" არგენტინელი თავკაცი 0:5-ის მერე.

მიშელ პლატინი: "რეალი" მსოფლიოს საუკეთესო გუნდია, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ფეხბურთი გამოუგონა", - უეფას პრეზიდენტი "ესპანიოლთან" მატჩს დაესწრო.

მიჩელი: "გუნდი სწორ გზას ადგას", - "სევილიას" თავკაცი "ატლეტიკოსთან" 1:1-ის შემდეგ.

ტურის 5 საუკეთესო გოლი

1. სეიდუ კეიტა (ბარსელონა) "სპორტინგის" კარში (საგოლე პასი: ალექსის სანჩესი)

2. ელიზეუ (მალაგა) "ხეტაფეს" კარში

3. სანტი კასორლა (მალაგა) "ხეტაფეს" კარში (საგოლე პასი: ხესუს გამესი)

4. ლუის გარსია (სარაგოსა) "ვილიარეალის" კარში (საგოლე პასი: აბრაამ მინერო)

5. მარკელ სუსაეტა (ბილბაო) "რეალ სოსიედადის" კარში (საჯარიმო)

ესპანური ფეხბურთის სისუსტე... მსაჯები

მატეუ ლაოსი (ბილბაო-რეალ სოსიედადი). "მარკა" 2 (10-ბალიანი სისტემით)

რა დააშავა: არ ჩათვალა კარლოს ველას გოლი. ბურთმა აშკარად გადაკვეთა "ბილბაოს" კარის ხაზი.

ველასკო კარბალიო (ბარსელონა-სპორტინგი). "მარკას" არ შეუფასებია.

რა დააშავა: ორი პენალტის დანიშვნა შეიძლებოდა სტუმართა კარში, პიკესთვის წითელი ბარათიც გადამეტებული სასჯელი გვეჩვენა.

ტურის მსხვერპლნი

"ბარსელონას" ჩილელი ფორვარდი ალექსის სანჩესი 10-დან 15 დღემდე დააკლდა. მან "სპორტინგთან" მატჩში საზარდული იტკინა.

ტურის სტატისტიკა

შენიშვნა: წუხანდელი მატჩი გათვალისწინებული არ არის

29 გოლი ტურში (3,2 მატჩში). 5 თამაში მოიგეს მასპინძლებმა, 2 ფრედ დასრულდა და 2 სტუმრებმა მოიგეს. მსაჯებმა 69 ყვითელი და 2 წითელი ბარათი დაარიგეს.

ჰეთ თრიკი: არავინ

დუბლი: გონსალო იგუაინი (რეალი); მარკელ სუსაეტა (ბილბაო), მიჩუ (რაიო ვალეკანო).

ტურის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი: რაფაელ ვარანი (რეალი, 18 წლის)

ყველაზე მეტი მაყურებელი: 78 000 - "სანტიაგო ბერნაბეუ"

ყველაზე ნაკლები მაყურებელი: 11 000 - "ალფონსო პერეს კოლისეუმი"

ყველაზე მეტი დარტყმა კარისკენ: 22 - რაიო ვალეკანო, რეალი

ყველაზე მეტი დარტყმა კარში: 13 - რაიო ვალეკანო

ყველაზე მეტი ჯარიმა: 22 - ვალენსია, სპორტინგი

ყველაზე მეტი კუთხური: 13 - ბარსელონა

ყველაზე მეტი თამაშგარე: 6 - რაიო ვალეკანო, გრანადა, რეალი

ყველაზე მეტი ბურთის ფლობა: 75% - ბარსელონა

ესპანეთი. ლა ლიგა. XXV ტური

ხეტაფე-მალაგა 1:3

საუკეთესო: სანტი კასორლა (მალაგა)

მალიორკა-ოსასუნა 1:1

საუკეთესო: ემილიო ნსუე (მალიორკა)

ვალეკანო-რასინგი 4:2

საუკეთესო: დიეგო კოშტა (რაიო ვალეკანო)

ბარსელონა-სპორტინგი 3:1

საუკეთესო: სეიდუ კეიტა (ბარსელონა)

სევილია-ატლეტიკო 1:1

საუკეთესო: ხესუს ნავასი (სევილია)

სარაგოსა-ვილიარეალი 2:1

საუკეთესო: აბრაამ მინერო (სარაგოსა)

ბილბაო-სოსიედადი 2:0

საუკეთესო: მარკელ სუსაეტა (ბილბაო)

გრანადა-ვალენსია 0:1

საუკეთესო: სოფიან ფეგული (ვალენსია)

რეალი-ესპანიოლი 5:0

საუკეთესო: გონსალო იგუაინი (რეალი)

ლევანტე-ბეტისი 3:1

ლევანტე (4-2-3-1): მუნუა - პ. ლოპესი, ბალესტეროსი, კაბრალი, ხუანფრანი - ხ. ტორესი, იბორა - ვალდო (86. პალიარდო), ღეზალი (76. რ. სუარესი), ბარკერო - კონე (72. ვენტა).

ბეტისი (4-4-2): ფაბრისიო - ნელსონი, პაულაუ (53. სანტა კრუსი), დორადო, ნაჩო - სევილია (64. კანიასი), ირინეი, ბენატი, მონტერო (59. ხ. პერეირა) - რ. კასტრო, მოლინა.

გოლები: 1:0 ბარკერო (34), 2:0 ხ. ტორესი (42), 2:1 მოლინა (44), 3:1 კონე (51)

გაფრთხილება: ლოპესი, ბალესტეროსი, იბორა, ვალდო, ხუანფრანი - სევილია, ფაბრისიო, პერეირა

კუთხური: 2-7; ჯარიმა: 20-7; თამაშგარე: 3-0; კარში დარტყმა: 7-16 (4-5); ბურთის ფლობა: 29%-71%.

მაყურებელი: 15 600

სატურნირო ცხრილი

თ მ ფ წ ბ ქ

1. რეალი 25 22 1 2 85-21 67

2. ბარსელონა 25 17 6 2 73-19 57

3. ვალენსია 25 12 7 6 38-29 43

4. ლევანტე 25 11 5 9 37-36 38

5. ბილბაო 25 9 10 6 41-32 37

6. მალაგა 25 11 4 10 36-37 37

7. ოსასუნა 25 8 11 6 29-39 35

8. ვალეკანო 25 10 4 11 36-38 34

9. ატლეტიკო 25 8 9 8 34-31 33

10. სევილია 25 8 9 8 27-28 33

11. ესპანიოლი 25 9 6 10 27-34 33

12. ბეტისი 25 9 3 13 29-35 30

13. სოსიედადი 25 8 6 11 27-36 30

14. მალიორკა 25 7 8 10 24-30 29

15. ხეტაფე 25 7 8 10 25-34 29

16. გრანადა 25 8 4 13 22-35 28

17. ვილიარეალი 25 6 9 10 26-38 27

18. რასინგი 25 4 12 9 21-35 24

19. სპორტინგი 25 5 6 14 23-48 21

20. სარაგოსა 25 4 6 15 21-46 18

ბომბარდირები

30 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 28 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 16 - გონსალო იგუაინი (რეალი);15 - რადამელ ფალკაო (ატლეტიკო); 13 - ქარიმ ბენზემა (რეალი), მიჩუ (რაიო ვალეკანო); 12 - ფერნანდო ლორენტე (ბილბაო), რობერტო სოლდადო (ვალენსია); 9 - დავიდ ბარალი (სპორტინგი), რუბენ კასტრო (ბეტისი), სესკ ფაბრეგასი (ბარსელონა).

ასისტენტები

13 - ანხელ დი მარია (რეალი); 12 - მესუთ იოზილი (რეალი); 9 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 8 - დანი ალვეში (ბარსელონა); 7 - კარლოს ველა (რეალ სოსიედადი), სესკ ფაბრეგასი (ბარსელონა), კრიშტიანო რონალდო (რეალი).

ზამორას ტროფეი

0,76 (გოლი მატჩში) - ვიქტორ ვალდესი (ბარსელონა); 0,84 - იკერ კასილიასი (რეალი); 1,13 - ტიბო კურტუა (ატლეტიკო); 1,14 - ხავი ვარასი (სევილია); 1,28 - გორკა ირაისოსი (ბილბაო).

მომდევნო ტური

10 მარტი: მალაგა-ლევანტე, რეალ სოსიედადი-სარაგოსა, სპორტინგი-სევილია, ბეტისი-რეალი.

11 მარტი: ატლეტიკო-გრანადა, ესპანიოლი-რაიო ვალეკანო, ვალენსია-მალიორკა, რასინგი-ბარსელონა, ოსასუნა-ბილბაო.

12 მარტი: ვილიარეალი-ხეტაფე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[PHOTO] სიყვარულს რას გაუგებ - ნიკოლმა იამალს "რეალის" ახალწვეულთან უღალატა

ალექსის სანჩესი კარიერას ლა ლიგაში გააგრძელებს

მიქაუტაძის "ვილიარეალმა" დონეცკის "შახტარის" ფეხბურთელი ინათხოვრა

ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის საქართველოს საკალათბურთო ნაკრებს მთავრობა 3 მილიონ ლარს გადასცემს, ნაკრები 3 მილიონ ლარს მიიღებს ევრობასკეტზე მოგებული ყოველი შემდგომი თამაშისთვის

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!