უიმბლდონზე სენსაციების სერია ქალთა მეოთხედფინალში გაგრძელდა. გუშინ ლონდონის კორტებზე ბრძოლას ორი ფავორიტი გამოეთიშა და იმის ნაცვლად, რომ მაყურებელს ნახევარფინალში ვენუს უილიამსისა და კიმ კლაისტერსის ნახევარფინალი ენახა, ბულგარელი ცვეტანა პირონკოვასა და რუსი ვერა ზვონარევას

უიმბლდონზე სენსაციების სერია ქალთა მეოთხედფინალში გაგრძელდა. გუშინ ლონდონის კორტებზე ბრძოლას ორი ფავორიტი გამოეთიშა და იმის ნაცვლად, რომ მაყურებელს ნახევარფინალში ვენუს უილიამსისა და კიმ კლაისტერსის ნახევარფინალი ენახა, ბულგარელი ცვეტანა პირონკოვასა და რუსი ვერა ზვონარევას დაპირისპირებას ხილვა მოუწევს.

უიმბლდონის ხუთგზის ჩემპიონმა ვენუს უილიამსმა თავის საყვარელ ტურნირზე ყველაზე სასტიკი მარცხი იწვნია. მან პირონკოვას მხოლოდ ხუთი გეიმი აართვა და ორ სეტში - 2:6, 3:6 წააგო.

ბულგარელი ამჟამად 82-ე ადგილს იკავებს მსოფლიოს კლასიფიკაციაში და ვენუსი აქამდე არასოდეს დამარცხებულა რეიტინგში მე-80 ადგილზე ქვემოთ მყოფ ჩოგბურთელთან.

პირონკოვა მეოთხედფინალის მონაწილეებს შორის ყველაზე დაბალ რეიტინგს ფლობდა და "დიდი სლემის" ტურნირებზე მეორე წრეზე შორს არ გასულა (18 ცდიდან). მიუხედავად ამისა, ბულგარელმა ძალიან საიმედო თამაში აჩვენა - მან მხოლოდ ექვსი უნებლიე შეცდომა დაუშვა და მისი წარმატებაც ძირითადად ამით იყო განპირობებული, თანაც ამას ვენუსის უამრავი შეცდომა დაემატა - 29 უნებლიე და ხუთი ორმაგი. სწორედ ამ მიზეზების გამო ვერ შეძლო უილიამსმა ბალახზე კარიერაში მე-200 გამარჯვების მოპოვება.

სხვათა შორის, ბულგარელს უფროსი უილიამსი 2006 წელს ავსტრალიის ღია პირველობის პირველ წრეში ჰყავდა დამარცხებული, მაგრამ სულ სხვაა ბალახზე თამაში, სადაც ბოლო ათწლეულია ვენუსი და მისი და - სერენა უილიამსი დომინირებენ.

პირველი სეტის საწყისი ოთხი გეიმი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა, რის შემდეგაც 2:2-ზე პირონკოვამ ორჯერ აიღო მეტოქის მოწოდება და ზედიზედ ოთხი გეიმის მოგებით სეტი თავის სასარგებლოდ დაასრულა - 6:2.

მეორე პარტიაში ვენუსი ბრეიკით დაწინაურდა - 2:1, მაგრამ ბულგარელმა იქვე დაიბრუნა დაკარგული მოწოდება და კვლავ იგდო ხელთ ინიციატივა. 2:5-ზე ამერიკელმა ორი მატჩბოლი მოიგერია და ოდნავ შეამცირა სხვაობა, თუმცა შემდეგ გეიმში პირონკოვამ ბრწყინვალედ ჩააწოდა და სავსებით სამართლიანი გამარჯვება გაიფორმა - 6:3.

პირონკოვა გახდა პირველი ბულგარელი ქალი, ვინც "დიდი სლემის" ნახევარფინალში გააღწია. 1992-93 წლებში ბულგარეთში დაბადებულმა მანუელა მალეევამ ამერიკის ღია პირველობის ნახევარფინალში ითამაშა, თუმცა ის მაშინ შვეიცარიის სახელით გამოდიოდა.

დღის მეორე სიუპრიზი აღმოჩნდა ბელგიელი კიმ კლაისტერსის წაგება რუს ვერა ზვონარევასთან. კიმმა წინა დღეს თანამემამულე ჟუსტინ ანენი დაამარცხა და გუშინ კლასით დაბალ მეტოქესთან მის წაგებას არავინ ელოდა.

პირველ სეტის მერვე გეიმში გაკეთებული ბრეიკით კლაისტერსმა პარტია მოიგო და დაწინაურდა. მაგრამ მომდევნო ორ სეტში ბელგიელმა ვერცერთხელ ვერ აიღო ზვონარევას მოწოდება, რუსმა კი ოთხი ბრეიკი მიითვალა და პირველად გავიდა უიმბლდონის ნახევარფინალში, სადაც პირონკოვას შეხვდება. აღსანიშნავია, რომ ვერა მეექვსედ ხვდებოდა კიმს და პირველად შეძლო მისი დამარცხება.

ნახევარფინალის კიდევ ერთი მოულოდნელი მონაწილე გახდა მსოფლიოს 62-ე ჩოგანი პეტრა კვიტოვა. წინა წრეში ჩეხმა ბრწყინვალე სტილში დაამარცხა დანიელი კაროლინ ვოზნიაცკი, გუშინ კი წაგებული მატჩი გადაარჩინა ესტონელ კაია კანეპისთან.

გადამწყვეტ მესამე სეტში კვიტოვა 0:4 ჩამორჩა, 5:6-ზე კი მატჩბოლის მოგერიება მოუწია. როგორც კი ეს გააკეთა, იქვე ზედიზედ სამი გეიმი მიითვალა და ჯერჯერობით კარიერაში ყველაზე დიდ წარმატებას მიაღწია - უიმბლდონის ნახევარფინალში გავიდა.

ამ ეტაპზე ჩეხის მეტოქე მოქმედი ჩემპიონი სერენა უილიამსი იქნება, რომელიც სეტის წაუგებლად აგრძელებს მეტოქეების განადგურებას. ამერიკელი წარმატებას ძირითადად კარგი მოწოდების ხარჯზე აღწევს. ამჯერად უმცროსმა უილიამსმა 11 ეისი ჩააწოდა და ამ ტურნირზე საერთო მონაგარი 73-მდე აიყვანა, რაც ერთით მეტია მისსავე რეკორდზე, რომელიც წინა წელს იყო დამყარებული. გარდა ამისა, ჩინელი ნა ლის წინააღმდეგ სერენამ მხოლოდ ხუთი ქულა წააგო საკუთარ მოწოდებაზე, საიმედოდაც ითამაშა (მხოლოდ 6 უნებლიე შეცდომა) და ეს ყველაფერი ასეთ ანგარიშში გამოისახა - 7:5, 6:3.

სხვათა შორის, უკვე გაირკვა, რომ ამ უიმბლდონის შემდეგ სერენა უილიამსი ნებისმიერ შემთხვევაში შეინარჩუნებს რეიტინგში პირველ პოზიციას. მისი უკან ჩამოტოვება ვენუს უილიამსს, კაროლინ ვოზნიაცკისა და ელენა იანკოვიჩს შეეძლოთ. ამ უკანასკნელს ამისთვის ფინალში გასვლა სჭირდებოდა, დანარჩენ ორს - ტურნირის მოგება, მაგრამ ეს ტრიო უკვე გამოეთიშა ტურნირს და სერენას პირველობას არაფერი ემუქრება.

ქალები

1/4 ფინალი

სერენა უილიამსი (აშშ, 1)-ნა ლი (ჩინ, 9) 7:5, 6:3; პეტრა კვიტოვა (ჩეხ)-კაია კანეპი (ესტ) 4:6, 7:6(8), 8:6; ვერა ზვონარევა (რუს, 21)-კიმ კლაისტერსი (ბელ, 8) 3:6, 6:4, 6:2; ცვეტანა პირონკოვა (ბულ)-ვენუს უილიამსი (აშშ, 2) 6:2, 6:3.

1/2 ფინალი

ს. უილიამსი (1)-კვიტოვა; ზვონარევა (21)-პირონკოვა (ბულ).

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა